[MOD] Expected changes and plans

Day 2,576, 16:34 Published in Georgia Australia by NO.ONE.





მოგესალმებით ემოქალაქეებო.

გთხოვთ გაეცნოთ ინტერვიუებს:
1.ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან
2.ინტერვიუ ესაქართველოს პრეზიდენტთან


ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ მოკლედ ამბებზე რომელიც ჩვენ ქვეყანას გარდახდება ახლო მომავალში და ასევე ერეპუბლიკში სავარაუდო ცვლილებებზე. მინდა სტატია დავიწყო აფხაზეთის მდგომარეობით და განვმარტო ზოგადად რა არის აფხაზეთი საქართველოსთვის. დასაწყისი ახლებისთვის უფრო არის რეკომენდირებული.

აფხაზეთი ამჟამად არის საქართველოს საკუთრებაში და დამეთანხმებით იმაში, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა თითოეული ჩვენთაგანისთვის! მაგრამ ეს დროებითია. აფხაზეთი არის რეგიონი რომლის მსგავსი რეგიონი ძალიან იშვიათია, აქ მოიპოვება რეზინა და ძალიან მიმზიდველია ყველა ქვეყნისთვის დასაპყრობად. იქედან გამომდინარე რომ ჩვენი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობა საშუალოზე დაბალია ჩვენ გულახდილად რომ ვთქვათ მის დაცვას ვერ შევძლებთ. ამიტომ აფხაზეთი მიქირავებულია თურქეთისთვის რომლებიც 25,000 ლარს გვიხდიან თვეში. ჩვენს ქვეყანაში ქარხნები რომლებსაც რეზინა სჭირდებათ საკმაოდ ცოტაა და შეიძლება ითქვას აფხაზეთიდან უფრო მეტ სარგებლობას ვღებულობთ ესე ვიდრე სხვაგვარად.

უკვე განვითარებული მოვლენები:
1. ჩვენ ავჯანყით აფხაზეთში და დავიბრუნეთ
2. გამოვუცხადეთ ოფიციალურად თურქებს მტრობა
3. შევუტიეთ მათ რეგიონს და დავმარცხდით

რა მოხდება?
1. შემოგვიტევენ თურქები და ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრობენ მთელ საქართველოს!
2. ერთმანეთის მიყოლებით შემდეგ აჯანყებებით დავიბრუნებთ 4 რეგიონს
3. აფხაზეთი ისევ თურქების მმართველობის ქვეშ იქნება და ჩვენ მივიღებთ მათგან იგივე თანხას.

რატომ კეთდება ეს?

ეს იმიტომ რომ აფხაზეთი უკვე დაპყრობილი იყო დაახლოებით 100 დღე. რაც უფრო დიდი ხანი არის რეგიონი ოკუპირებული მასზე იზრდება კოეფიციენტი, რომელზეც მრავლდება ხოლმე აჯანყებულების მიყენებული ზიანი მტერს. აფხაზეთში ეს უკვე 2.01ზე იყო და დავარესტარტეთ ესე რომ ვთქვათ.


ამის ნეგატიური მხარე მხოლოდ ის არის რომ ჩვენ გვაქვს ფარი 1,8 მილიარდის ოდენობით და სამწუხაროდ აღარ გვექნება. დადებითი მხარე კი არის ის რომ ჩვენ ამ ოპერაციით მივიღებთ მეზობლებისგან 30,000 ლარს და ასევე გვეყოლება მეგობარი ქვეყანა რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარება!






როგორც მოგეხსენებათ ეკონომიკის სამინისტრო არ გვყავს, ამის გამო მე პროგნოზს თუ რა შეიძლება მოხდეს, რაც გარდაუვალია! ჩემი წინა სტატია თუ წაიკითხეთ გეცოდინებათ უკვე თუ რა შეიცვლება 12 იანვრის შემდეგ. ეს ცვლილება გამოიწვევს ოქროს ნაკლებობას თამაშში!
ადმინისტრაციაში ჩაფიქრებულია ის რომ გაიზრდება მათი ოქროს გაყიდვები ნაღდ ფულზე. ეს მართლაც მოხდება და შეიძლება საგრძნობლადაც.

აი დანამდვილებით რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ ოქროს ფასი ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება! ანგარიშს თავი რომ დავანებოთ საერთოდ და არანაირი მაგალითი არ მოვიყვანოთ მარტივი ფრაზის წაკითხვის შემდეგ დამეთანხმებით ყველა. როცა იშვიათი ხდება რესურსი და რთული ხდება მისი დიდი რაოდენობით მოპოვება შესაბამისად უფრო დიდი ფასი ეძლევა.

მაგალითსაც მოგიყვანთ. ავიღოთ 3 მოთამაშე.. ერთი ძლიერი რომელიც BH მედლებს მარტივად იღებს და 2 დამწყები რომლებიც ჩავთვალოთ რომ ვერ იღებენ ამ მედალს! ძლიერ მოთამაშეს აქვს მხოლოდ ოქრო 🙂 დანარჩენ 2-ს ძალიან ცოტა, არასაკმარისი თუნდაც სავარჯიშოს გასავითარებლად! იქედან გამომდინარე რომ ამ თამაშში ყველას სურვილი ფულის გაკეთებაა რატომ არ გაყიდის ძლიერი მოთამაშე უფრო ძვირად?? : ))

ეკონომიკურ ენაზე მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალი გახდება რაც მოახდენს ფასის ზრდას!


რჩევა: აღნიშნული 3 მედლის აღებაზე 12 იანვრამდე აქტიურად იმუშავეთ და კიდევ ეხლა იყო 10xBH GOLD რამაც გამოიწვია ბაზარზე რესურსების კლება და ფასის ზრდა მათზე. უფრო კონკრეტულად ავიღოთ იარაღი Q7. მისი ფასი ძალიან მაღალი იყო. ვეცადე მაქსიმალურად შემცირება. სხვა ქვეყნიდან ჩამოვიტანე ქ7 და მხოლოდ მგზავრობის თანხაა დამატებული ზემოდან. ყველამ რომ სათითაოდ არ ჩახვიდეთ სხვა ქვეყანაში საყიდლად შეგიძლიათ შეიძინოთ.





წარმატებებს გისურვებთ!

იბრძოლეთ საქართველოს ბრძოლებში და მოიპოვეთ True Patriot მედლები 🙂 ოქროს ხანა გაქვთ ფაქტიურად, იმიტომ რომ ომების დიდი რაოდენობით არ გამოვირჩევით მშვიდი ქვეყანა ვართ ზოგადად 🙂



და ბოლოს:

შესაძლებელია ახლო მომავალში გაკეთდეს საჰაერო თავდასხმა[AS], რომელიმე ქვეყანაზე! ალბათ მაშინ როცა თურქებთან მოვრჩები ამ ყველაფერს და მარაგებს შევივსებთ.











თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ მომწერეთ პირადში.

პატივისცემით ესაქართველოს თავდაცვის მინისტრი:
Georgia Shield