ინტერვიუ ესაქართველოს ახალ პრეზიდენტთან

Day 2,574, 11:21 Published in Georgia Georgia by Alicest

გამარჯობა.
დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ესაქართველოს ახალ პრეზიდენტთან Georgian woolf.



1.გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო, სულ რაღაც ერთი დღის წინ აგირჩიეს ესაქართველოს პრეზიდენტად, რატომ გადაწყვიტეთ ესაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა ?

თავისუფალი დრო გამიჩნდა და გადავწყვიტე ხელში ამეღო სადავეები ოფიციალურად.

2.რის გაკეთებას აპირებთ ამ ერთი თვის განმავლობაში ?

მომარაგების,აღწერის და შეიძლება ერთი ომითაც დავაგვირგვინო.

3.შეგიძლიათ დაგვიხასიათოთ თქვენს მიერ დანიშნული თითოეული მინისტრი ? რის გაკეთებას აპირებს თითოეული სამინისტრო ?


მთავარი არაა რისი მინისტრია . აქ მთავარი ისაა რომ ჩემი მინისტრია და გუნდურ მუშაობას ვითხოვ. ყველაფერს გავაკეთებთ ერთად.

4.როგორ შეაფასებდით თქვენი წინამორბედების მუშაობას ? თქვენი აზრით რა გაკეთდა ყველაზე კარგი მათი პრეზიდენტობის დროს ?


ბეიბი-ბუმი იყო ყველაზე კარგი მარა კრედიტების სისტემაც მომწონს.

5.როგორ შეაფასებთ კონგრესის მუშაობას ? აპირებთ თუ არა რამის გაკეთებას კონგრესის გამოსაცოცხლებლად ?

რთული საკითხია ეგ . ყველა პარტიამ თავისი გამარჯვებული კონგრესმენები უნდა გამოაცოცხლოს და წაახალისოს.მე ახალბედების დაკვალიანება და მათი გამოკვება უფრო მაინტერესებს ამ ეტაპზე და დავიწყეთ კიდეც http://www.erepublik.com/en/article/-1344-2475141/1/20

6.რას ფიქრობთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე ?


გული მწყდება რომ პარტია ძილის რეჟიმზე გადავიდა . მათი უკმაყოფილების მიზეზიც გასაგებია.

7.თქვენი აზრით, რომელია 3 ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა და 3 ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფი ესაქართველოში ?

ტოპ რანკებს გადახედეთ და ნახავთ 😘

8.რას ფიქრობთ თქვენს ოპონენტებზე და რას ეტყოდით მათ ?

ვეტყვი რომ იდეები რაც მოუვათ ქვეყნისთვის სასარგებლო გაგვიზიარონ ან თავად განახორციელონ . ყოველ შემთხვევაში მე აქ სამუშაოდ მოვედი და არ დავიზარებ არაფერს.

9.დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

თქვენც დიდი მადლობა.