მომარაგება : საკვები და იარაღი(ყველას !)

Day 2,574, 01:20 Published in Georgia Georgia by Georgian woolf
გამარჯობათ.

ვიწყებ ახალბედების წამახალისებელ აქციას.

ნებისმიერ დამწყებ ან გამოცდილი მოთამაშეს 30 ლეველამდე შეუძლია დაწეროს თუ რამდენი ენერგიის დახარჯვას აპირებს დღის განმავლობაში და იმის მიხედვით დაფინანსდება.ეს იქნება დროებითი და წამახალისებელი ნაბიჯი ბევრი ახალი მებრძოლისთვის რომ განვითარდნენ,გაერთონ და რა თქმაუნდა იშოვონ ოქრო მედლებით ! 😘
ამ პროექტს პირადი სახსრებით ვაკეთებ.

ბიუჯეტი შეადგენს
საკვები : 50 000 Q1 25 000 Q5
იარაღი : 1000 Q7 2000 Q6

მოთხოვნები :
1.მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს რომელიმე სამხედრო დანაყოფში.
2.უნდა ეყენოს ავატარი
3.შეავსოს მოთხოვნის აპლიკაცია (თუ აქვს ძირითადი სიცოცხლე 500 მას შეუძლია მოითხოვოს 2ჯერ მეტი ანუ 1000 ენერგიის აღსადგენი საკვები და 10 იარაღი.)

3000 ზე ნაკლები ძალის მქონე მოთამაშეები მიიღებენ Q6 იარაღს
3000 ზე მეტი ძალის მქონეები კი Q7 იარაღს

ნუ შეეცდებით რამის მოტყუებას რადგან პირადად გადავამოწმებ დღის ბოლოს თქვენ მიერ გაკეთებულ მკვლელობებს ქვეყნის სტატისტიკაში.

გადაავლეთ თვალი საქართველოს ოფიციალურ სასწავლო გვერდს

მადლობთ ყურადღებისთვის