ნაპ-ი ,ქართულად.

Day 2,847, 05:17 Published in Georgia Georgia by J.Volandi

გამარჯობა,
როგორც უკვე გამოქვეყნდა სტატიები ,გეცოდინებათ,რომ საქართველოსა და ირანს შორის დაიდო ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულება.

შემოგთავაზებთ ქართულ ვარიანტს.

1- საქართველო აღიარებს და პატივს სცემს სომხეთის მფლობელობას სომხეთის ტერიტორიაზე ,ასევე ირანის გავლენას სომხეთის მიწებზე.
2- როგორც კი საქართველოს მიერ შესრულებული იქნება პირველი პირობა,ირანი გაათავისუფლებს ქართულ რეგიონებს და აღარ დაესხმება მას თავს,გარდა მეოთხე პირობაში განხილული სიტუაციის დადგომისას .
3- საქართველო არ დაესხმება თავს ირანს ,დამატებით საქართველო არ შეუტევს სომხურ რეგიონებს ,გარდა მეოთხე პირობაში განხილული სიტუაციის დადგომისას .
4- თუ სხვა დაიპყრობს საქართველოს ან სომხეთის რეგიონებს და გამოიყენებს მათ ირანზე ან საქართველოზე თავდასასხმელად ,დამცავ მხარეს აქვს უფლება დაიპყროს და გააძევოს სხვა ამ რეგიონებიდან .
5- მეოთხე პირობაში განხილული ვითარების შესაბამისად,გამარჯვებულმა უმალვე უნდა დაუბრუნოს დაკავებული ტერიტორიები კანონიერ მფლობელს NE-ს გამოცხადებით, NE-ს დამთავრების შემდეგ რეგიონების ბალანსი ,რომელიც ამავე შეთანხმებაშია აღნიშნული, უნდა შენარჩუნდეს.
6- თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ვალიდური იქნება შემდეგი თვის განმავლობაში და ცალკე,რომელიმე მხარეს არ შეეძლება მისი გაუქმება ,ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება განახლდეს თუ ორივე მხარე შეთანხმდება .