უნდა დაგვედო თუ არა ზავი?!

Day 2,847, 05:18 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი.
დაიდო ირანთან ზავი და ზოგი ამას როგორც კაპიტულაციას ისე აფასებს, ზოგი კიდე კუნთებზე იყურება.

საქართველოში ცოტა ხართ ისეთები, ვისაც ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვთ საომარი მოქმედებების მხრივ, მე ჯერ კიდე მაშინ დავრეგისტრირდი, როცა საქართველო გაჩნდა რუკაზე, ამაზე ძველი მოთამაშეები მხოლოდ 5-მდე თუ იყვნენ და უმეტესობამ დაგვტოვა.

ირანი, ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა ირეფაბლიქში, ძლიერი ექაუნთებით. შეადარეთ ჩვენი ქვეყნის დემიჯი მათი ქვეყნის დემიჯს. ამ მხრივ წინ არიან.
როგორც ჩვენ გვყავს ძლიერი მოკავშირეები, ისე ჰყავთ მათ ძლიერი მოკავშირეები. ამ მხრივაც ოდნავ წინ არიან.
და ბოლოს, თუ ვერ ჯობნი ქვეყანას ვერც ძალით, ვერც მეგობრებთან ერთად შეიძლება აჯობო ფულით.
ახალციხის აჯანყების დროს ქვეყანამ დაახლოებით 500-დან 700 ათასამდე ცც დახარჯა. ეს ცც-ები ძირითადად ისევ 5-იოდე კაცმა შეკრა და უმრავლესობას ამაში მონაწილეობა არ მიგიღიათ. უფრო მეტი დახარჯა ირანმა და კიდევ უფრო მეტი დარჩა.

ანუ, ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი ამ სამი კომპონენტიდან, 1) საკუთარი ძალა. 2) მეგობრების ძალა. 3) ფული დაქირავებულებისთვის. სამივეში ოდნავი ან დიდი უპირატესობა საბოლოოდ მაინც ირანს რჩებოდა.

ჩვენ გვრჩებოდა არჩევანი, დაგვედო ზავი, თუ გაგვეგრძელებინა ომი.
ჩემი აზრით, ჩვენ ამ რესურსებით ვერ მოვიგებდით, კიდე უნდა მოგვეპოვებინა ცც-ები, რასაც ისევ 5-იოდე კაცის თავზე უნდა გადაეარა და ისიც სათუო იყო, რამეს მივაღწევდით თუ არა. სამაგიეროდ, თუ ახლა არ იქნებოდა ნაპი და წავაგებდით ომს, საკაიფოდ წავიშლებოდით.
+ ამას ჩვენს დიდ მეგობარ თურქეთს არ უდგას კარგი დღეები, ახლაღა წამოდგა ფეხზე და ეკონომიკურად მაინც სუსტადაა.

ამიტომ, ჩემი აზრით ზავი სჯობდა, ჩვენ გვექნება ის რაც გვეკუთვნის და ჩვენია და მცირე ხნით ომი არ იქნება.

თუ ძალა გერჩით და კუნთებზე იყურებით, ეს ნაპი არაა სამუდამო, შეზღუდული ვადით დაიდო, ამიტომ ჰა ბურთი და ჰა მოედანი 🙂 მალე გაივლის ეს დრო და რაც გინდათ ის გააკეთეთ.
ეს ნაპი კიდე საუკეთესო არჩევანი იყო ამ სიტუაციაში.

ჰო, ნურც გუშინდელი ,,გამარჯვება" ჩაგაგდებთ ხიბლში 🙂
93-93-ზე ანგარიში თავისით არ მისულა.
მე მქონდა შეთანხმება ირანთან, რომ სანამ ნაპ-ზე საუბრობდნენ ხელისუფლებები, რახან აჯანყება ზოგიერთი კრეტინის გამო იმაზე ადრე დაიწყო ვიდრე გვაწყობდა და გვინდოდა, ანგარიში დაგვეჭირა და გაგვეყო ქულები, ამიტომ მე-2 და მე-3 დივიზიონი ჩვენ მიგვქონდა, პირველი და მეოთხე დივიზიონები იმათ.
ასე მივიდა ეგ ანგარიში მაგ კონდიციამდე და ეს არ იყო უდიდესი გამარჯვება. თავს ნუ მოიტყუებთ, ირანს რომ ეგ 500 ათასი თავიდანვე გამოეყენებინა ჩემს ფეხებს მოვიგებდით მაგ რწ-ს...

ჰო, კიდე რჩევა.
წაიკითხეთ ხოლმე დიქტატორის, ან ხელისუფლების სტატიები და რაც იქ წერია გააკეთეთ, საკუთარი იმპულსური ქმედებების გამო, ქვეყნის ინტერესებს ნუ უქმნით საფრთხეს.
იყო ბრძანება, რომ ნაპის გამოქვეყნებამდე არ უნდა აჯანყებულიყავით, აჯანყება მაინც დაიწყო.
ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი 🙂