დავბრუნდი საქართველოში(ახლებო ვარიგებ საჭმელს)

Day 2,488, 06:09 Published in Georgia Georgia by JangavaDze
ბოლო დროის განმავლობაში მე ვიმყოფებოდი ამერიკის სამხედრო დანაყოფში,დაწყნარებული ნერვებით და ინტერესით დაგიბრუნდით, იმედი მაქვს ერთად შევძლებთ ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას.

ამ სტატიით მინდა რომ მისია შევასრულო ასე რომ ნუ დაიზარებთ კომენტარების დაწერას.

ასევე რიგდება საკვები ყველა მოთამაშისთვის ვისაც 1000 ზე ნაკლები ძალა აქვს[კომენტარებში დაწერეთ –o7– საკვების მისაღებად]

იმ დროის განმავლობაში რაც საქართველოში არ ვიმყოფებოდი ქვეყანას შეემატა ახალი მოთამაშეები,ამიტომაც ვინც არ იცის მე ვინ ვარ არ დაიზაროთ და გადაავლეთ თვალი ამ სტატიას
ჩემი წვლილი საქართველოს განვითარებისთვის






რაც შეეხება თუ რა პოლიტიკურ კურსს ავირჩევ...ან რომელ პარტიაში შევალ.. ეს ყველაფერი ჯერჯერობით მეორე ხარისხოვანია, შემოთავაზებები ბევრია...ისედაც ცოტანი ვართ და უფრო და უფრო ვნაწილდებით.ამ ყველაფერს თავისი მინუსები ის აქვს რომ გუნდურად მუშაობაში გვიშლის ხელს და ერთმანეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა უფრო პრიორიტეტული გახდა ვიდრე რამე სასარგებლოს კეთება.
რაც შეეხება პლიუსებს ,კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა , გეძლევა სტიმული რომ გახდე უკეთესი და შრომით აჯობო სხვევს. ეს ყველაფერი უნდა დაიხვეწოს.

საქართველოში დაბრუნებიდან 15 წუთშივე დავინახე რომ საქმე კეთდება,გაკეთებულა აღწერა მოსახლეობის,ასევე აქვთ სია ახალი მოთამაშეების აქტიურობის და მათი თამასში ჩართულობის.ძალიან სასიამოვნოა....
რადგან რეალურ ცხოვრებაში ძაან დატვირთული გრაფიკი მაქვს სამსახურის ვეღარ ვიქნები ისეთივე აქტიური როგორც ბოლოს გახსოვართ, მაგრამ ყველანაირად შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ყველაფერში.


მადლობთ ყურადღებისთვის

=========== Georgian_wolf ===========