ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა.

Day 2,479, 05:07 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოგესალმებით.

2 დღეში საპრეზიდენტო არჩევნებია და მე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვარ.
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა და ის გეგმები თუ რის განხორციელებასაც ვაპირებ ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ გუნდი, რომელთან ერთადაც მე ვაპირებ მუშაობას.

1. პრემიერ მინისტრი იქნება - ვეტტელი.
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/4410532
ამ ადამიანს საკმაოდ ბევრი იცნობთ თავისი აქტიურობით, არა მხოლოდ მეორე დივიზიონში დადებული დემიჯებით. ის აქტიურად მონაწილეობს ჩვენი პარტიის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, რამდენიმეს ორგანიზატორი თავადაცაა და ასევე აქტიურად იმოქმედებს პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში.

2. თავდაცვის მინისტრი იქნება ფასკუნჯი.
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6921983
იგივე უჩინარი - ფორუმზე 😁)
ალბათ ბევრს გახსოვთ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდი და მგონი უკმაყოფილო არავინ იყო.
თავდაცვის მინისტრს ეყოლება მინიმუმ ორი მოადგილე, პირველია თუნგოზავრი
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/1894356
რომელიც თავდაცვის მინისტრს დაეხმარება საშინაო საქმეების მოგვარებაში, ხოლო მეორეა თემო11, რომლის პროფილსაც ვერ დავლინკავ (გასაგები მიზეზების გამო :დ). თემო თავდაცვის სამინისტროს დაეხმარება საგარეო ურთიერთობებში საომარი მოქმედებების დროს, ეცდება მოიზიდოს უცხო ქვეყნის მებრძოლები, დაქირავებული ჯარისკაცები და ა.შ.

3. განათლების მინისტრი იქნება გიორგი ჯავა.
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/8423850
გიორგი, იგივე ჯორჯი (:დ) საკმაოდ აქტიური ემოქალაქეა და დარწმუნებული ვარ შეძლებს კადეტების აკადემიის გამოცოცხლებას.
ჯორჯის იდეაა ეს პროექტი http://www.erepublik.com/en/article/-1-2432609/1/20 რომელიც სხვათაშორის ისევ აქტიურია და შეგიძლიათ მასში მონაწილეობა მიიღოთ.

4. საგარეო საქმეთა მინისტრი უცვლელი გვეყოლება - სტივი.
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/4517850
ამ ადამიანს ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. სიტყვებზე უფრო მის მიერ საქართველოს გაკეთებული საქმეები მეტყველებს. სტივი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს საქართველოსთვის და გაცილებით მეტს აქტიურობს, ვიდრე 90 % ესაქართველოს ეროვნებით ქართველი მოქალაქე.

5. ჩემი დიდი სურვილია გვყავდეს მიგრაციის სამინისტრო, რომელიც დაარეგულირებს მოქალაქეობის მიღების წესებს და გააკონტროლებს ყველა შემოთავაზებას.

6. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში აუცილებლად შეიქმნება პრესცენტრი, რომელიც მინიმუმ ყოველ კვირაში ერთხელ, სავარაუდოდ განახლებისას, საქმის კურსში ჩაგაყენებთ თქვენ იმ მოვლენების შესახებ რაც ხდება, ასევე მომავალი გეგმების შესახებ. მოკლედ, ინფორმაციული ვაკუუმი არ იქნება.

ასევე მინდა შევეხო ჩვენს მეგობარ პარტიებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ ამ არჩევნებში, ესენია იუნაითედ ჯორჯიან ფართი http://www.erepublik.com/en/party/united-georgian-party-4777/1 და საქართველოს რესპუბლიკური პარტია http://www.erepublik.com/en/party/republican-party-of-georgia-4787/1 . ეს პარტიები წარმოადგენენ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მეგობარ პარტიებს და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს გუნდთან ერთად ქვეყნის განვითარებაში.

პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, მათ შორის ჩემს მთავარ კანდიდატთან ჯიმი ლევთან და ვაზლევ პირობას, რომ ყველა კარგი პროექტი, რომელიც მას ექნება მიიღებს ჩემი და ჩემი გუნდელების მხარდაჭერას, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ესაქართველოს განვითარება და არა სკამები.

თქვენ ალბათ შეამჩნევდით, რომ არაფერი მიწერია ეკონომიკის/ფინანსთა მინისტრზე. ის, ამ ეტაპისთვის არ გვეყოლება. და ზოგადად, ბევრია ქვეყანა ვისაც არ ჰყავს ყველა მინისტრი. საგადასახადო პოლიტიკა ასე თუ ისე თავისთავად დარეგულირდა და რადიკალურ ცვლილებებს ამ კუთხით არ ვაპირებთ, რაც შეეხება ფინანსურ პროექტებს, ისინი დიდწილად გადაჯაჭვულია განათლების სამინისტროსთან, კადეტებთან და თავდაცვის სამინისტროსთან. ეს პროექტები განხორციელდება, იმ ხალხის მეშვეობით ვინც უკვე დავასახელე. ერთი პროგრამის ლინკი უკვე დავდე აქ.

ყველაზე მთავარი, ალბათ ამ 1 თვის განმავლობაში იქნება ფარის მოხსნა და საქართველოს უსაფრთხოება. ამ კუთხით ასე თუ ისე ვისაუბრე თავდაცვის სამინისტროს კურსზე, ჩვენ დავდებ რამდენიმე დამატებით მპპ-ს ჩვენი ალიანსის და ძირითადად მეგობარი ალიანსის, სირიუსის ქვეყნებთან, და საგარეო კუთხით მაქსიმალურად ვეცდებით რომ ესაქართველო მორიგი ინტერვენციის საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ასევე, მოგიწოდებთ ყოველი შემთხვევისთვის, დააგროვოთ ენერჯი ბარები, საკვები და იარაღი და რაკეტები.

ძალიან მინდა პრეზიდენტობის პარალელურად გავხდე კადეტების მილიტარი იუნიტის ხელმძღვანელი, და თავდაცვის და განათლების სამინისტროსთან ერთად ხელახლა ავაწყოთ ეს სისტემა. კადეტების მუ იქნება ერთადერთი დანაყოფი რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩემი სურვილია დაფინანსდეს ყველა დანაყოფი, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომიკური მდგომარეობა არაა ისეთი კარგი, რომ თავს ამის უფლება მივცეთ. დაიწერება კადეტების აკადემიის წესდება, და საუკეთესო კურსდამთავრებულები მიიღებენ არც თუ ისე ურიგო პრიზებს, გპირდებით 🙂

მოკლედ, მოგიწოდებთ არჩევნებში მხარი დამიჭიროთ, თუ თქვენ გინდათ იცხოვროთ ძლიერ ესაქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიაში ხართ. მე არ მჭირდება ტიტული და სკამი, მე მინდა ესაქართველო გაძლიერდეს. და ამისთვის მჭირდება თქვენი ყველასი მხარდაჭერა, რომ მქონდეს დამატებითი მოტივაცია გავამართლო თქვენი ნდობა, ეს მხარდაჭერა არ გამოიხატება მხოლოდ ხმის მოცემით, ეს მხარდაჭერა გამოხატება სხვა აქტიურ ქმედებებში და ყველა თქვენგანს მიეცემა შანსი, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობაში


Hello My Fellow Georgians.

As you know in 2 days we have presidential elections and as one of the Presidential Candidates I want present my plans which I intend to execute if I'm elected as president.

First of all I would like to introduce the team with whom I'll be working.

1) Prime Minister will be Vettell

http://www.erepublik.com/en/citizen/profile/4410532

Most of you know him as one of our eCountry's active member, not only with his damage done in the second division but with his activities and participation in the programs created by our party. Some of the programs was created by himself and I'm sure he'll be able to do his job as a Prime Minister as well as he does now.

2)Paskunji will be the Minister of Defence

http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6921983

You probably remember him. He was Minister of Defence in the past and as I know everybody was satisfied by the job he did.
Minister of Defence will have two deputies.
1) Tungozavri - He will help him with the internal affairs
2) Temo11 - He will help him during the war with bringing and hiring mercenaries.

3) Minister of Education will be George Java
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/8423850

Very active eGeorgian and I'm sure he'll be able to help develop and revive our Cadet's Unit program

He has also created this project http://www.erepublik.com/en/article/-1-2432609/1/20 which is still active.


4) Minister of Foreign Affairs we'll be SteveX again

I don't have to introduce this man, because the job he has done speaks for itself. He has done more for eGeorgia than anyone else and I'm sure he will continue doing it.


5) I intend to create Ministry of Immigration which will control issues of citizenship.

6) During my Presidential term the Press Center will be created which will inform the citizens of the activities inside the Government

I also want to talk about our ally parties who are supporting us in the Presidential Elections.
United Georgian Party - http://www.erepublik.com/en/party/united-georgian-party-4777/1
and Republican Party of Georgia http://www.erepublik.com/en/party/republican-party-of-georgia-4787/1
They are our allies and I hope we will develop this country together.

If I'm Elected President we will work with our opponents as well, especially with Jimmy Levy, and I promise that we will help and support them to develop any their project which will do nothing but good for our country, because our first priority is our motherland not the seats and power in Government.



As you probably see I didn't say anything about ministry of finance, why? because we won't have any. There are lots of countries that doesn't have it and they're doing fine. We think that we don't need the ministry to regulate our internal revenue. we have the congress which will control taxes and income without the help of ministry.
as for Projects, they will be controlled by the people and the ministries that I've already named.


In this Presidential Term the most important thing will be the shield that's gonna be off on the 2491st day and the safety of our country.
We'll do our best to sign as many MPPs as we can with our allied countries. We will also try to work with SIRIUS.
We need to be ready for the war, so try to stack as much energy bars and product as you can.

While I'm President, I also want to become Head of The Cadet's Military Unit and with the help of the Ministries of Defence and Education I want to start from the begging and build it one more time. CMU will be only unit that will be financed by our Country's budget. I want all the Units to be financed by government but we don't have enough money to do so. There will be created the rulebook of CMU and the graduates of the Unit will get prizes.

Overall I want to say thank you for reading my plan. If you want to live in strong eGeorgia I ask you to support me. It doesn't matter which party you represent, I dont want Title and Seat, I just want to develop and strengthen this country, to do so I need all the support you can give.