ფინ. სამინისტრო - კრედიტირება, განხილვა მეორე

Day 2,447, 20:49 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy


ვაგრძელებ კრედიტირების თემას.
იხილეთ პირველი განხილვა

რადგან პირველი ვარიანტი ზედმეტად ჩახლართულია და ჩემი აზრით ვერ იმუშავებს, გადავდივარ ეგრევე მეორე ვარიანტზე.
ანუ კრედიტის გაცემა ყოველგვარი აბდაუბდის გარეშე.



1. ვის აქვს უფლება მოითხოვოს კრედიტი

კრედიტის აღების მსურველი უნდა იყოს:
1. ესაქართველოს მოქალაქე
2. კრედიტის მიღების მომენტში დარეგისტრირებული არანაკლებ 2 თვის წინ
3. აქტიური მოთამაშე როგორც კრედიტის მოთხოვნის/მიღების მომენტში, აგრეთვე მანამდეც
4. სახელმწიფო ენის მცოდნე (დაიშვება გამონაკლისი)



2. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კრედიტის მიღების მსურველი:

მოგეხსენებათ არავითარი ბერკეტი არ გაგვაჩნია თანხის ამოღების და არც გარანტია, რომ მოთამაშე უპასუხისმგებლოდ არ მოიქცევა და დასაფარი კრედიტის მიუხედავად არ მიატოვებს თამაშს. აქედან გამომდინარე ეს მოთხოვნები იმედია გასაგები და მისაღები იქნება თქვენთვის.

1. უნდა იმსახურებდეს კრედიტორის ნდობას.
2. მისი ხელთარსებული, ან კრედიტით შეძენილი ქონება (საკმარისია ერთ-ერთი)უნდა იყოს ლიკვიდური, რომელიც იქნება მისი კრედიტის გარანტი.
3. კრედიტის გახარჯვის მიზანი გამართლებული უნდა იყოს გამცემის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ აქვს საგარანტიო კაპიტალი, ამ მიმართულებით შეიძლება მოთხოვნის შერბილება.



3. რა ზომის თანხას მიიღებს მოთამაშე
დავყოთ მოთამაშეები კატეგორიებად:
1. 34 ლეველამდე მიიღებს მაქსიმუმ 5 000 ლარს
2. 35-49 მაქსიმუმ 10 000 ლარს
3. 50-69 მაქსიმუმ 15 000 ლარს
4. 70 და ზემოთ მაქსიმუმ 20 000 ლარს


4. კრედიტის დაფარვის ფორმები და სარგებელი
1. ოპტიმალური იქნება კვირაში თანხის 10 პროცენტის დაბრუნება.
2. თანხის დაბრუნება უნდა დაიწყოს შემდეგი კვირიდან.
3. დაშვებულია ახალი კრედიტის აღება, თუ წინა კრედიტის 70 პროცენტი უკვე დაფარა
4. კრედიტი უპროცენტოა, მაგრამ ბოლო კვირაში ბონუსად 1 პროცენტის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს მოთამაშეს
5. კრედიტის დაფარვის გრაფიკს ამუშავებს კრედიტის გამცემი ორგანო/კურატორი (ეს არ უნდა იყოს ძნელი, უბრალო ექსცელ ცხრილი საკმარისია).


დამატებითი ნაწილი, საერთო მიმოხილვა.
1. კარგი იქნება, თუ შედგება სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს და დაამუშავებს მოქალაქეთა განცხადებებს. მინდოდა შემომეთავაზებინა კონგრესის უმრავლეოსბის მიერ მომხდარიყო ნებართვის გაცემა თითოეულ კრედიტზე, მაგრამ ვფიქრობ ძნელი იქნება ამის ორგანიზება. ყველაფერს სჯობია ცალკე ჯგუფი, რომელიც კეთილსინდისიერად მიუდგება დაკისრებულ მოვალეობას.
2. როგორ დაკმაყოფილდება მოთხოვნა კრედიტზე: სიტყვაზე გამოიყო ბიუჯეტიდან 100 ათასი. მიმღები კომისია (ზუსტად და მკაცრად განისაზღვრება სად მოხდება განცხადების წარდგენა) ქრონოლოგიურად დაალაგებს შემოსულ განცხადებებს და შექმნის "ცოცხალ რიგს". გაიცემა კრედიტი, სანამ არ ამოიწურება მარაგი. შემდეგ კვირაში უკან მობრუნდება 10კ ლარი, რომელიც კვლავ უზრუნველყოფს კრედიტით ერთიდან სამ მოქალაქემდე (გააჩნია რომელ კატეგორიაშია და რა თანხა სჭირდება). კიდევ შემდეგ კვირაში უკვე 11კ მობრუნდება და ა.შ. არც ამის ორგანიზება იქნება ძნელი და ამასაც მხოლოდ ერთი ექსცელის ცხრილი უნდა.



კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდოდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამჯერად ეს ვიმყოფოთ.
შესწორებები (თუ იქნება ამის საჭიროება) დღესვე მოხდება და საღამოს უკვე გადავცეთ "ზემოთ".


პატივისცემით
როგორი?