ფინანსთა სამინისტროს პროექტი

Day 2,435, 18:49 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy


მოგესალმებით
მინდა შემოგთავაზოთ ერთი პროექტი, რომელიც მე პირადად არ მომწონს, თუმცა საუბარი და განსჯა მაინც შესაძლებლად მიმაჩნია. იქნებ ვინმემ დაუმატოს რამე დეტალი, რაც პროექტს უფრო მომხიბვლელს გახდის.
ამ რამდენიმე წლის წინ ამერიკის ქართველ მოთამაშეებს შორის შედგა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მუშები დამსაქმებელთან მუშაობდნენ დღეში 1 დოლარად, სამაგიეროდ იღებდნენ საკვებს და იარაღს. ჩანაფიქრი იყო ასეთი: დამსაქმებლებს უნდა შეექმნათ კაპიტალი, უძრავი ქონება, რათა შემდგომ, როცა საქართველოს დაამატებდნენ, უკვე გვყოლოდნენ მსხვილი მწარმოებლები. საქართველო არ დაამატეს, ნელ-ნელა ენთუზიაზმიც გაქრა (სიტყვას მოყვა და დამსაქმებლებიც) და დავიწყებას მიეცა ყველაფერი.
ეხლა ვიფიქრე, იგივე (მსგავსი) ხომ არ გავიმეოროთ, ოღონდ ამჯერად სხვა მიზნით და მიზეზით.
პრინციპში მიზეზი იგივეა: ეკონომიკურად გაძლიერდნენ ქართველი მოთამაშეები. გაძლიერებას სჭირდება ფინანსები, რომელიც ან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უნდა მოიპოვო, ან ისესხო.
სწორედ სესხზე მაქვს დღეს საუბარი.
სესხება იოლია, გამოვყოფთ ბიუჯეტიდან ფულს. აი კრედიტორი დააბრუნებს შემდეგ ამ სესხს თუ უპასუხისმგებლოდ მოიქცევა და სულ მიანებებს თამაშს თავს?! შეიძლება არც მიანებოს თავი, მაგრამ სესხის დროულად დაბრუნებაზე არ იზრუნოს.
ვფიქრობ, თუ იმუშავებს დღეში ერთ ლარად (პლიუს დაემატება მისტვის საკმარისი საკვები), ეს იქნება სტიმული, რომ რაც შეიძლება მალე დააბრუნოს სესხი.
ანუ, აზრი ასეთია: სიტყვაზე ისესხა 2კ ლარი. დამსაქმებელი მას აძლევს 1 ლარს და საკვებს ყოველდღიურად, ბიუჯეტში კი რიცხავს 10 ლარს. ამ 10 ლარით იფარება მისი ვალი. 2კ ლარის დასაბრუნებლად (რაც სულ რაღაც 10 ოქროს უდრის) დასჭირდება 200 დღე. რა თქმა უნდა არავის უნდა 200 დღე იმუშაოს 1 ლარზე, ამიტომ თითოეული იზრუნებს ვალის დროულად დაბრუნებაზე.
მესმის, რომ ძნელი შესასრულებელი იქნება ეს, მაგრამ არაა შეუძლებელი, თუ ჩავრთავთ დამსაქმებლის დაინტერესებასაც (სიტყვაზე ვუანგარიშოთ 10 ლარი ყოველდღე, მაგრამ დააბრუნოს ბიუჯეტში 8 ლარი. კრედიტის ნაწილი კი წინასწარ დაფაროს). ასე დამსაქმებელი დაინტერესდება: 1. აიყვანოს სამუშაოდ ასეთი მუშა. 2. მიადევნოს თვალყური, რომ მუშაობს და არ ანებებს ნელ-ნელა თავს თამაშს.

მესმის, რომ რთული ჩანაფიქრია. ამიტომ ველოდება თქვენგან უკეთეს შემოთავაზებებს.

და საერთოდ, რატომ მივიჩნიე ამის წამოწყება საერთოდ საჭიროდ?
ეს ხომ ზედმეტი თავის ტკივილია...
კი, თავის ტკივილია, მაგრამ აუცილებელია კრედიტები გაიცეს მოთამაშეებზე, რათა ქართული ეკონომიკა განვითარდეს. მე უბრალოდ არ მაქვს სხვა მოსაზრება, დაცული როგორ უნდა იყოს კრედიტი, როგორ უნდა უზრუნველვყოთ მისი დაბრუნება. მე რასაც გთავაზობთ, ცოტათი დაეხმარება კრედიტს დაბრუნებაში, მაგრამ გარანტიას არ იძლევა არავითარს.

კვლავ ვიმეორებ. მე პირადად არ მომწონდა ეს 1 დოლარიანი სამუშაოს იდეა.
არ მომწონს ეხლაც.
მაგრამ მესმის, რომ აუცილებელია კრედიტები გაიცეს.
თუ ვინმეს გაქვთ უკეთესი ვარიანტი, გელოდებით.


თუმცა კრედიტის გაცემა სხვანაირადაც შეიძლება.
ერთ ლარიანი სამუშაოს გარეშე.
კრედიტის აღების მსურველი წარადგენს განცხადებას ფინანსთა სამინისტროში.
ფინანსთა სამინისტრო გასცემს კრედიტს იმის მიხედვით, რამდენად დიდ ნდობას იმსახურებს მოთამაშე.
ამის გადასაწყვეტად შეიძლება საკითხის გატანა:
1.პრეზიდენტთან
2. კონგრესთან
3. მინისტრთა კაბინეტთან
4. სპეციალურად შექმნილ კომიტეტთან
პრიორიტეტი მიენიჭება მოთამაშეებს, რომლებსაც აქვთ თამაშის გარკვეული სტაჟი (რაც მეტ-ნაკლებად მეტყველებს იმაზე, რომ არ აპირებს თამაშისთვის თავის მინებებას), არის დამწყები (მთლად გუშინდარეგისტრირებული არა), მაგრამ "ეტყობა" თამაშის შემდგომში სურვილიც.
და ა.შ. და ა.შ.