ფინ. სამინისტრო - ფასების რეგულაცია ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, მეორე განხილვა

Day 2,447, 11:37 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

მოგესალმებით
პირველ რიგში დაბეჯითებით გირჩევთ გაეცნოთ ამ პროექტის პირველ ვარიანტს, რათა მიხვდეთ საერთოდ რაზეა საუბარი და მეც არ მომიწიოს მთლიანად გადმოკოპირება.
ხარვეზები, რომლებიც გაანჩდა პროექტს აღმოფხვრილია და გთავაზობთ დასრულებულ ვარიანტს.



1.მყარი ფასები (სახ. სტანდარტი)

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სახელმწიფო სტანდარტის დაწესება ყველა პროდუქტის ყველა ნაირსახეობაზე. ამის საჭიროება არ არსებობს პროდუქტის ბაზარზე დაბალი ბრუნვის გამო. არაა საჭირო ზედმეტად გადავტვირთოთ სამოქმედო გეგმა.

ვფიქრობ საკმარისი იქნება სახ. სტანდარტის შემდეგ პროდუქტებზე დაფიქსირება:
პურის საწარმო მატერიალი
ქ1 პური
ქ2 პური
ქ3 პური
იარაღის საწარმო მატერიალი
ქ7 იარაღი



2. ფასების ხელოვნური რეგულირება და კონტროლი
აგრეთვე არ მიმაჩნია საჭიროდ პროდუქტს ჰქონდეს ერთი კონკრეტული ფასი.
მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს შექმნის სიძნელეებს, რაც რა თქმა უნდა მოტივაციად ვერ გამოადგებათ მეწარმეთა გილდიის ღრმადპატივცემულ წევრებს.
მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა, რომ სიტყვაზე ქ7 იარაღი შემოვიტანოთ და გავყიდოთ ჩვენს მიერ ფიქსირებულ თანხად და ამ დროს ეს პროდუქტი გაძვირებულია სხვა ქვეყნების ბაზრებზეც, მოხდება შემდეგი:
1. მ.გ.-ს წევრები არ განახორციელებენ ამ სავაჭრო ოპერაციას.
2. განახორციელებენ, მაგრამ საკუთარი წაგების ხარჯზე.
ორივე ვარიანტი არ გვაწყობს, რადგან ეს ეჭვქვეშ დააყენებს ჩვენი წამოწყების წარმატებასაც და საერთოდ საჭიროებასაც.
ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა დადგინდეს სახ. სტანდარტი პროდუქტის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასზე.

კონკრეტულად:
პურის საწარმო მატერიალი: 3-5 თეთრი
ქ1 პური 6-8 თეთრი
ქ2 პური 13-15 თეთრი
ქ3 პური 20-22 თეთრი
იარაღის საწარმო მატერიალიბ 3-5 თეთრი
ქ7 იარაღი 9,75-11,75 ლარი

3. ფასების რეგულაციისა და კონტროლის ბერკეტები და მეთოდები

3.1. ბერკეტები:
როგორც წინა სტატიაში დავწერე, ყველა ამ ოპერაციის ორგანიზატორი უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია "მეწარმეთა გილდია".
ამ მხრივ არაფერი შემიცვლია, გარდა სახელისა.
ქართველი ემეწარმეები არ ვაწარმოებთ იმდენ პროდუქტს, რომ იმპორტის გარეშე გავიდეთ იოლას. აქედან გამომდინარე ჩვენთან იქნებიან აგრეთვე ის პირებიც, ვინც არ აწარმოებენ, მაგრამ აქვთ საკმარისი საწყისი კაპიტალი განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები.
ამიტომ უპრიანი იქნება, ორგანიზაციას სახელად "საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატას" თუ დავარქმევთ.
აბრევიატურა: სსსპ
შემოკლებით: "სავაჭრო პალატა".