UGP official - გადასახადები

Day 2,920, 00:47 Published in Georgia Albania by Unik.


მოგესალმებით ემოსახლეობა
თურმე ჩემი გაზეთისთვის Financial Times დამირქმევია და გადავწყვიტე რამე ფინანსებზეც დავწერო.
ბევრი არაფერი ხდება ესამყაროში. თუ არ ჩავთვლით იმას რომ ოქრო გაძვირდა(ამ მომენტში კურსი არის 1ოქრო-313ცც)
ეს მოსალოდნელიც იყო რადგან ყველა შავ პარასკევს ელოდება რომელიც 27ში იქნება და ცდილობენ ოქროები მოიმარაგონ.
სავარაუდოდ ოქროს ეს ფასი შენარჩუნდება 27 ნოემბრის მერეც რაღაც პერიოდი. სანამ ადმინისტრაცია კაი ტურნირს არ ჩაატარებს სადაც დაგვასაჩუქრებენ ბევრი ოქროებით და ფასიც ოდნავ დაეცემა.



გადავწყვიტე სტატიები დავწერო გადასახადებზე რომ მოსახლეობას ავუხსნა რას აკეთებენ რა ეფექტი აქვთ და საერთოდ როგორ მუშაობენ.
პირველი გადასახადი რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავ არის ჩემი საყვარელი გადასახადი რომელსაც ქვია საშემოსავლო გადასახადი იგივე Work Tax, ავხსნი როგორ მუშაობს და რა შემოსავალს იძლევა ბიუჯეტში. რატომ საყვარელი გადასახადი? იმიტომ რომ ბიუჯეტის 50-60% სავარაუდოდ ეგ უნდა იყოს. ადმინისტრაცია არ გვაძლევს მაგის გადამოწმების საშუალებას.

როგორც ვხედავთ საქართველოში საშემოსავლო გადასახადი არის 6%
რას ნიშნავს ეს? როდის გვეკავება ეს 6%?
ეს გადასახადი მოქმედებს მხოლოდ 2 შემთხვევაში და ესენია, პირველი როცა ვმუშაობთ ვინმესთან და გვაქვს მაგალითად 50 ლარი ხელფასი მუშაობის ღილაკის დაჭერისას გვეუბნება რამდენია ჩვენი ნეტო ხელფასი და რამდენი გადასახადი,
50 ლარი გროსი ხელფასის დროს ჩვენ გვეჭრება 3 ლარი და მიდის ბიუჯეტში ანუ ჩვენი ნეტო ხელფასია 47 ლარი. ეს იყო პირველი რაც ყველამ იცის.
მეორე შემთხვევა ცოტა უფრო კომპლექსურია.

როდესაც ჩვენსავე ქარხნებში ვმუშაობთ მენეჯერებად ყოველი დღე როდესაც ვაწარმოებთ თამაში გვიწერს Work Tax რამდენი გვჭირდება (ჩემ შემთხვევაში 0 წერია იმიტო რო უკვე ვიმუშავე და დამავიწყდა მანამდე დამესქრინა, ხვალ შევცვლი ფოტოს).
საიდან იანგარიშება ეხლა ეს Work Tax, მე ხო მენეჯერი ვარ და რამდენს მაჭრის?! მე ხო მენეჯერად ვმუშაობ და ხელფასი არ მაქვს მხოლოდ ვაწარმოებ....

თუ შეხვალთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მენიუში
ქვემოთ დაინახავთ ხელფასების გრაფას სადაც წერია Average Salary

ეს არის საქართველოში დასაქმებული ყველა ადამიანის საშუალო ხელფასი, ამაში შედიან უცხოელებიც ვინც ქართველებთან მუშაობდნენ.
გახსოვთ ალბათ ძველი დრო როდესაც ყველა სხვა ქვეყნებში ვიყავით დასაქმებული მაღალი ხელფასის გამო ზოგი სერბეთში ზოგი საბერძნეთში ან ამერიკაში.
ან ისიც გახსოვთ როდესაც მინიმალურ ხელფასად გვყავდა ხალხი დასაქმებული და შემდგომ ნატურით ვუნაზღაურებდით ჯამაგირს (ცუდი არაფერი იფიქროთ, იარაღს ან საჭმელს ვგულისხმობ) 😃
მაგ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ხელფასი იყო 14-18 ლარი რაც პირდაპირ გავლენას ახდენდა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებზე.

თუ გადახედავთ ჩემ შარშანდელ სტატიას სადაც გადასახადების გაზრდას ვითხოვდი (მაშინ კონგრესმა არ გაითვალისწინა ჩემი მოსაზრება და ჩამიგდო კანონი)

" დღეს საქართველოს საშუალო ხელფასი შეადგენს, 24,09ლარს, ანუ თითოეულ საწარმოზე მოთამაშე იხდის 0,72ლარს."
მაშინ საშემოსავლო გადასახადი იყო 3% ანუ 24.09 ლარის 3%= 0,72ლარს და თითოეული მენეჯერი იხდიდა 0.72 ლარს რაც არის კაპიკები
დღეს საშუალო ხელფასი 51.71ლარია და საშემოსავლო გადასახადი 6% ანუ ყველა ვინც ქარხანას ამუშავებთ 3,1ლარს იხდით ბიუჯეტში.
კი ბევრია მაგრამ ქვეყნის განვითარება მსხვერპლს მოითხოვს.
ყველამ უნდა გავიღოთ ეს მსხვერპლი რადგან ჩვენ ბონუსები არ გვაქვს. ზოგმა 3 ლარი უნდა იხადოს საშემოსავლო და ზოგმა ხელფასები უნდა იხადოს მაღალი.

ეს არის ჩემთან დასაქმებული ხალხი.
რა შემოსავალს ვიღებ?
დღეში 3 ქ1 სახლი. ღირებულება არის სადღაც 1200ლარი.
რა ხარჯი მაქვს?
დაახლოებით 910 ლარი ხელფასებში ესეც იმ შემთხვევაში თუ ლუკა 10ჯერ არ იმუშავებს დღეში 😃
და 475ლარის მატერიალები +12ლარი დღგ (დღგ-ზე მომავალში ვისაუბრებ)
ანუ 1200 ლარი შემოსავალი და 1397ლარი ხარჯი.
როგორც ხედავთ დღეში 200 ლარის ხარჯია
ასეთი მარტო არ ვარ სხვებიც არიან ჩემნაირად.
მაგრამ ამის საფუძველზე და ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი ისეთი როგორიც არის დღეს
3000ლარი +-200ლარი ყოველდღიური შემოსავალი
თვეში ეს არის 90კ-ლარზე მეტი რაც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს მინიმუმ 10მპპ 🙂
მახსოვს მე როცა ადრე გუბერნატორი ვიყავი და ბიუჯეტი დავგეგმე მაშინ 1000ლარი იყო დღიური შემოსავალი და 30კ თვეში ემატებოდა აფხაზეთის იჯარა 20კ და ამის საფუძველზე თვეში 5მპპ-ს ვწვდებოდით 😃 ისიც გაჭირებით
დრო იცვლება 1 და 2 ლარს აღარავინ დავეძებთ და მაღალ გადასახადებსაც ვიტანთ 🙂

ბევრი ვწერე და მომავალში სხვა გადასახადებზე დავწერ კიდეც.

აქვე ჩემი პარტიის რეკლამასაც გავაკეთებ და მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ.
ჩვენ პარტიაში შეგასწავლით ქვეყნის მართვის ბერკეტებს, ჩაგრთავთ და საქმის კურსში გამყოფებთ მიმდინარე მოვლენებზე. არ იქნებით უყურადღებოთ და ყოველთვის მხარში ამოგიდგებით.
შეიძლება ფინანსურად დიდად ძლიერები ვერ ვართ მაგრამ როგორიც ქვეყანა ისე მისი მთავარი პარტია 😃
We Create Time