360 Gradus ინტერვიუ R.P. McMurphy--- საპრეზიდენტო არჩევნები!!!

Day 2,479, 10:26 Published in Georgia Austria by NicK TS

გამარჯობათ ესაქართველოს მოქლაქეებო, 5 სექტემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია და 360 გრადუსი დაინტერესდა მთავარი კანდიდატების მოსაზრებით, რომელიც ეხება საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვას, განათლებას და შედა პოლიტიკურ მოვლენებს. გთავაზობთ ინტერვიუს R.P. McMurphy-სთან. იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც 5 სექტემბერს უნდა გაავაკეთოთ. პ.ს მოგიწოდებთ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი.

1. რამდენად გაიზარდა თქვენი შანსი საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც „UGP“-მ დაგიჭირათ მხარი და თავიანთ საპრეზიდენტო კანდიტადათაც წარგადგინათ?

„UGP“-ს მხარდაჭერის შემდეგ ჩემი გამარჯვების შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრძოლა რეალურად ორ კანდიდატს შორის იქნება, ჩემსა და ჯიმის შორის. ვფიქრობ დაახლოებით 60-დან 65%-მდე ავიღებ ხმებს და ჯიმის დავამარცხებ.

2. გამარჯვების შემთხვევაში რაიმე სტრუქტურულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ. მაგალითად რომელიმე სამინისტროს დამატებას ან შეცვლას, ძალთა გადანაწილებას?

კარგი იქნება თუ დაემატება სამინისტრო, რომელიც მიგრაციაზე იზრუნებს. მართალია მოქალაქეობას კონგრესმენები ანიჭებენ ხალხს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთი პიროვნების ნებაზე, უნდა შეიქმნას სტრუქტურა რომელიც ამ საკითხს ისე მიხედავს, რომ პტო-ს შანსი საბოლოოდ გაქრება. სხვა მხრივ, სტრუქტურული ცვლილებები ნაკლებად იქნება. დღეს სტატიაც დავწერე სადაც ჩემი ხედვა უფრო ვრცლად გადმოვეცი.

3. როგორც ყველასათვის ცნობილია მომავალ პრეზიდენტს რთული დღეები ელის წინ, რადგან მისი პრეზიდენტობის დროს თბილისზე დაცვის მოხსნა მოხდება. როგორ აპირებთ საგარეო საფრთხეების თავიდან აცილებას. რა გეგმები გაქვთ?


საგარეო საფრთხე ჯერ არ ჩანს. ანუ რეალური საფრთხე ამ ეტაპისთვის არაა, მაგრამ როგორც წესი აქ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ დამშვიდებული ნამდვილად ვერ შევხვდებით. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ დააგროვონ იარაღი, საჭმელი და ენერჯი ბარები. ახლა ფულს ვრიცხავთ, რომ ქ7-ები ვიყიდოთ და დავასაწყობოთ. თუ პრეზიდენტი გავხდი ვეცდები ფარის მოხსნის დროისთვის გვქონდეს რამდენიმე მპპ. თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები აქტიურად იმუშავებს ალიანსის წევრ ქვეყნებთან, ისინი გაფრთხილებულები იქნებიან შესაძლო საფრთხეზე და ასევე ვაპირებთ რეზერვში გვყავდეს დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც რესურსების ხარჯზე, სხვა ქვეყნების თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარებიან. მოკლედ, გაკეთდება მაქსიმუმი, რომ ღირსეულად დავიცვათ თავი.

4. როგორია თქვენი საგარეო პოლიტიკური ხედვა და როგორ აფასებთ Root-ის მუშაობას, გამარჯვების შემთხვევაში რაიმე ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით?

„Root“-ი ზუსტად ის ალიანსია რომელშიც მოხვედრას ვისურვებდი. სხვა უფრო ბობოლა ალიანსებზე მეტად ეს ალიანსი მომწონს. იმიტომ რომ „Root“-ს აქვს ის, რაც ბევრ ალიანსს არ აქვს, ეს არის ერთიანობა. მართალია Root-ის წევრი ყველა ქვეყანა ძალით საშუალო, ან დაბალი დონისაა, მაგრამ ერთად ჩვენ ყოველთვის მოვახერხებთ იმას რომ ნებისმიერ მტერს დავამარცხებთ. ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, პირიქით, თანამშრომლობა მაქსიმალურად გაძლიერდება.

5. სამხედრო დანაყოფების მიმართულებით თუ აპირებთ რეფორმების განხოორციელებას და გეგმავთ თუ არა სახელმწიფო რეზერვის და კადეტთა აკადემიის კიდევ უფრო გაძლიერებს?

თავიდან, როდესაც პარტია შევქმენი, მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვნად უნდა დააფინანსოს მუ-ები. 1. პრიორიტეტულად კადეტები. 2. სხვა დანარჩენი მუ-ები. სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, შესაბამისად კადეტების გარდა სხვა მუ-ების დაფინანსება ამ ეტაპზე გამორიცხულია. პრიორიტეტი იქნება კადეტები. თავიდან კარგად დავიწყეთ, რაც ვულფის დამსახურებაა, მაგრამ წავიდა ვულფი და წინ კუს ნაბიჯებით მივიწევთ. თუ პრეზიდენტი გავხდები განათლების სამინისტრო საკმაო რეფორმებს განახორციელებს ამ მხრივ, ასევე მინდა ნ7 დავტოვო, რამდენიმე აქტიურ ნ7-ელთან ერთად კადეტების მუ-ში გადავიდე და იმ საძირკველზე, რაც ჩაყრილია, დიიიიდი ცათამბჯენი წამოვჭიმო. მნიშვნელობა მიექცევა კადეტების ოდენობას, მათი განვითარების ხარისხს, ორგანიზებულ ბრძოლას. იქნება წამახალისებელი პრიზებიც საუკეთესო კურსდამთავრებულისთვის. მე მიმაჩნია, რომ არ უნდა ხდებოდეს მუ-ების პოლიტიზება და პარტია არ უნდა უკავშირდებოდეს მუ-ებს. მართალია ჩემი ოპონენტი სხვანაირად იქცევა და რეალურად მხოლოდ იმიტომ რომ მეტი ხმები მიიღოს ხოლმე არჩევნებზე, მაგრამ ის ხალხი ვინც მუ-ებში და პარტიებშია გადანაწილებული აუცილებლად დაინახავს სხვაობას. მარტივი მაგალითი, რომ ავიღოთ, ეს ესაა დამთავრდა ტურნირი, სადაც ნ7-მა ჩემი და ჩემი მხარდამჭერების ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. არადა საკმაოდ მწირი რაოდენობის ხალხი გვყავს მუ-ში. მაგრამ მოხდა ხალხის მობილიზება, დარიგდა რესურსები და პირველი დივიზიონიც კი, სადაც სხვა მუ-ებს ჩვენზე გაცილებით მეტი ხალხი ჰყავს გამანადგურებელი ანგარიშით მოვიგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხზე, ზრუნავს მუ-ში არსებულ სიტუაციაზე, იქ გაწევრიანებულ ხალხზე და ჩვენ ვდებთ შედეგს ხალხმა ეს უნდა დაინახოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. და გამომრჩა მეთქვა, ნ7-ში არიან როგორც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის, ასევე უჯპ-ს და ჯიმის ტრანსფორმირებულსახელიანი პარტიის (მომიტევოს რომ სახელი არ ვიცი. სიმართლე გითხრათ დიდად არც მაინტერესებს) წევრებიც და არავინ პარტიული ნიშნით არ გაგვიგდია მუ-დან. ვისი მიდგომაა სწორი, ვისი მუშაობაა ხარისხიანი თქვენ შეაფასეთ.

6. როგორ შეაფასებთ წინა საარჩევნო პერიოდს და თქვენი ოპონენტების დამოკიდებულებას და მათ შანსებს?

შანსებზე ზემოთ ვთქვი. ამჯერად კი ჯიმის ინტერვიუს მინდა გამოვეხმაურო, 3 საოცარი პროექტი ჰქონია და ხელისუფლების მხარდაჭერის არ ქონის გამო ვერ განუხორციელებია 😁))) ეს არის ტყუილი, პროექტებს რომელიც მან დაწერა, არ სჭირდებოდა ხელისუფლების მხარდაჭერა, უბრალოდ საკმარისი იყო მისი სურვილი, ეს პროექტები "დაექოქა". მაგრამ როგორ ჩანს ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ გააკეთა და მთელი ერთი თვე ისე მოჯდა იატაქვეშეთში, მის პროექტებზე არავის არაფერი გაუგია. ჯიმი, საჯაროდ გპირდები, თუ მე პრეზიდენტი გავხდი და თუ შენი პროექტები იქნება მოსაწონი, შენ ხელისუფლებისგან მიიღებ 100%-იან მხარდაჭერას, რომ ისინი განახორციელო. იმიტომ რომ ჩემთვის და ყველა იმისთვის ვინც მხარს მიჭრრს, მნიშვნელოვანია ესაქართველოს წინსვლა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ან კონკრეტული მუ-ს წარმატება და ხალხის დაბოლება, როგორც ამას შენი პარტია და შენ წარმატებით ანხორციელებთ.