Legends of Georgia

Day 2,857, 03:32 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი 🙂
ალბათ უკვე იცით, რომ Titan***-ს მერე მოდის ასე ვთქვათ სახელობითი ბატალიონები.
ვთქვათ ,,Legends of Georgia: R.P.Mucmurphy batallion". პირველი ბატალიონი, მეორე ბატალიონი და ა.შ.
ჩვენს ქვეყანაში ეგ ჯერ კიდევ წინაა, ყველაზე მეტი რანკი მგონი მე მაქვს და ჯერ ტიტან***-იც კი არ ვარ.
მაგრამ მინდა აქედანვე მოვილაპარაკოთ ერთ რამეზე.
დარწმუნებული ვარ ბევრი თანახმა იქნება.
ვინც მიაღწევს ამ ნიშნულამდე, სახელი შეიცვალოს და რეალური საქართველოს ეროვნული გმირის სახელი დაირქვას, რომ ამ წოდებით მისი სახელი აქაც უკვდავყოთ.
მე მიმაჩნია რომ პირველ ბატალიონს გიორგი ანწუხელიძის სახელი უნდა დავარქვათ.
იმედია ჩვენიანი ყველა თანახმა იქნება და თუ ვინმე ტიტან*** უცხოელს ჩვენი მოქალაქეობა მოუნდება, მხოლოდ ამ პირობით მივცეთ მოქალაქეობა.
ნამდვილად არ მინდა ვიღაც გადამთიელი უცხოელის წოდება ვატაროთ ხოლმე სამუდამოდ.

ასევე, მოგიწოდებთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მე დამიჭიროთ მხარი 😁)))))