Georgian Democrats

Day 2,566, 06:32 Published in Georgia Poland by Georgian Warrior

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო.

ამ სტატიის დაწერე გავაწყვიტე რათა ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ჩვენი პოლიტიკური პარტია "Georgian Democrats"-ის იდეოლოგიისა და ხედვების.

ჩვენ ვართ ახალბედა პარტია, თუმცა მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული ქვეყნის განვითარების ხედვა და დემოკრატიის პრინციპეპის ერთგული მიმდევრები ვართ.
ჩვენ უკვე შევიმუშავეთ პარტიის პროგრამა, სამხედრო, განათლების, საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულებით. რომლებიც შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ლინკებზე იხილოთ:

1. სამხედრო პროგრამა
2. განათლების პროგრამა
3. საგარეო პოლიტიკის პროგრამა
4. ეკონომიკის პროგრამა

ამ პროგრამებში გადმოცემულია ის ხედვები და იდეები, რისი განხორციელებაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საჭიროდ მიაჩნია, რათა ქვეყნის აღორძინება მოხდეს.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პოლიტიკური პარტიის წესდება

რაც მთავარია ჩვენ ვართ დემოკრატიული პარტია, რასაც სახელიც მოწმობს. ჩვენ გვაინტერესებს ნებისმიერი ესაქართველოს მოქალაქის აზრი. ნებისმიერ პარტიის წევრს შეუძლია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით თავისი იდეები შემოგვთავაზოს. პარტიული გადაწყვეტილებებს კი FB ჯგუფში, განხილვის შემდეგ, ხმათა უმრავლესობით ვიღებთ.

როგორც მაგალითად ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამხედრო პროგრამის მიღება მოხდა:


იხილეთ ასევე სტატია: ნამდვილი დემოკრატია

ჩვენი მეგობრული კოლექტივის კარი ღიაა ნებისმიერი დემოკრატიის მომხრე მოთამაშისთვის. რომელიც მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.

სასურველია ახალი წევრები ამ ანკეტას თუ შეავსებთ, რათა უკეთესად ვიცოდეთ თქვენი შეხედულებები და მისწრაფებები, რათა ყველამ ჩვენთვის სასურველი საქმე ვაკეთოთ. რაც საბოლოოდ ეფექტიანობას და შედეგსაც გაზრდის: ანკეტა