[NFG] - დამხმარე ბმულები eRepublik-სთვის [სასწავლო გვერდი]

Day 2,859, 09:59 Published in Georgia Greece by Tengiz IV


მოგესალმებით,
ამ სტატიაში გაგაცნობთ eRepublik-ის მოთამაშეების მიერ შექმნილ სხვადასხვა დამატებით ფუნქციებს, რომელთა მოძიება Google-ში ადვილად შეგიძლიათ, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე უცნობია ბევრი ქართველი მოთამაშისთვის.

გამოიყენეთ ისინი და ნუ დაიბნევით მათი გამოყენების დროს.
ისინი ამარტივებენ თამაშს და ზრდიან შესაძლებლობების მრავალფეროვნებას.

eRepublik Stuff ++
eRepublik Stuff ++ არის ძირითადი და ყველაზე პოპულარული script. მას 10 000–ზე მეტი მოთამაშე იყენებს, რადგან მისი საშუალებით ადვილად შევძლებთ:
1) მარკეტში სასურველი რესურსის მარტივად ნახვას
http://prntscr.com/8hr0au
2) მარკეტში შესვლის დროს გიჩვენებთ თუ რომელ ქვეყანაში არის კონკრეტული პროდუქტი ყველაზე იაფი.
3) ავტომატურად ავსებს ენერგიას
4) ბრძოლის ველზე გიჩვენბთ თითოეულ მხარეს ტოპ5 Damage-ს
5) ავტო–ბრძოლის ფუნქცია
6) ბრძოლაში შეუსვლელად WARS გვერდზე გიჩვენებთ ბრძოლის შესახებ ინფორმაციას
http://prntscr.com/8hr2kc
7) მარცხენა საიდბარზე ალაგებს kills/hits/damage-ს სტატისტიკას. გააქტიურებული ბუსტერის თაიმერს.
8 ) კომპანიების მფლობელებს საშუალებას აძლევს მასიურად მართონ დასაქმებულთა ხელფასის რაოდენობა
9) ყიდვა–გაყიდვის დროს გიჩვენებთ გადასახადით დაკისრებულ თანხას, ითვლის სუფთა ფასს და ა.შ.
10) Feed-ზე საშუალებას გაძლევთ დააკოპიროთ პოსტის ლინკი, გააკეთოთ RESHOUT, მალავს BH/GF მედლების პოსტებს (რაც შემაწუხებელი შეიძლება იყოს).

როგორ დავაინსტალიროთ?
დაინსტალირებისთვის მიზანშეწონილია Google Chrome–ს გამოყენება, ასევე ის შესაძლებელია Opera-ზეც.
ამისათვის პირველ რიგში უნდა დავაინსტალიროთ Tampermonkey
თუ მას აინსტალირებთ Chrome-ზე, მაშინ აირჩიეთ შავი ბუტონი.
თუ მას აინსტალირებთ Opera-ზე, მაშინ აირჩიეთ წითელი ბუტონი.

დაინსტალირების შემდეგ გადადით შემდეგ ბმულზე
1) დააჭირეთ მარჯვნივ, ზედა კუთხეში INSTALL/UPDATE. როცა დააჭერთ ამოაგდებს ლინკს.
2) ლინკზე გადადით და გაგიხსნით ახალ გვერდს, სადაც მოძებნეთ INSTALL და დააჭირეთ მას. http://prntscr.com/8hr7t6 .

ამ წამიდან თქვენ ისარგებლებთ eRepublik-ის ყველაზე პოპულარული სკრიპტით😁

Tools for eRepublik
ეს არის ვებ–მომსახურება eRepublik–ის მოთამაშეებისთვის.
ესტუმრეთ ვებ–გვერდს

საიტი გთავაზობთ:
1) სტატიის მკითხველთა მთვლელი
2) Damage-ს კალკულატორი
3) BH/CH კალკულატორი
4) ვარჯიშის კალკულატორი
5) პროდუქტის ფასები
6) იაფი პროდუქტის მპოვნელი
7) თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მოთამაშის აქაუნთზე მოიპოვოთ დეტალური ინფორმაცია
😎 კომპანიების კალკულატორი

eRepublik Analyzer
ეს არის კიდევ ერთ ვებ მომსახურება eReublik-ის მოთამაშეებს.
ეტუმრეთ ვებ–გვერდს

საიტი გთავაზობთ:
1) BH–ის მძებნელს
2) Freedom Fighter-ის მძებნელს
3) Market-ის ანალიზს
4) Monetary Market-ის ანალიზს
5) კომპანიების ანალიზს: გითვლით თუ რამდენი უნდა გადაუხადოთ მუშას (მთლად არ ენდოთ).

eRepublik Search
ეს არის eRepublik–ის Google.
ესტუმრეთ და დატკბით სერჩაობით.
მაგალითად საძიებო სიტყვა: National Front of Georgia-ზე 1200 შედეგი ამოაგდო 😁.

ესტუმრეთ ვებ–გვერდს

ereptools
საიტი MU–სა და პარტიის წევრებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:
1) ნებისმიერი ქვეყნის ახალ–რეგისტრირებული მოქალაქეების სია
2) მოიპოვოს პარტიის წევრების ID–ები
3) მოიპოვოს სამხედრო დანაყოფის წევრების ID–ები
4) აღრიცხოთ სტატიების მკითხველები.
5) გიჩვენებთ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოებს.

ესტუმრეთ ვებ–გვერდს

eRepublik-სტატისტიკა

მოთამაშეების ყველა სახის სტატისტიკა, კალკულატორი და სხვა მრავალი.

გირჩევთ ესტუმროთ ვებ–გვერდს

როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი სწრაფად?

ამ კითხვაზე კიდევ ერთი შესანიშნავი ვებ–აპლიკაცია დაგეხმარებათ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩემს ერთ–ერთ სტატიაში:
როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?

როგორ მოვამატოთ VOTE და SUBSCRIBE

eRepublik-ის მოთამაშეებმა შექმნეს სერვისი, რომელიც გეხმარებათ თქვენს სტატიებს მოუმატოთ VOTE, ხოლო გაზეთს SUBSCRIBE.

ამისათვის უნდა გამოიყენოთ შემდეგი ვებ–გვერდი

ყურადღება! – სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მათ:
1) ვისი აქაუნთიც აღემატება 25 Level-ს
2) რეგისტრირებულია 3 თვეზე მეტია
3) ძალა აღემატება 1500–ს.

VOTE–ს ან SUBSCRIBE–ს შეკვეთის მინიმალური რაოდენობაა 50, ხოლო მაქსიმალური 500.
შეკვეთის ფასები: http://prntscr.com/8hs0se

შეკვეთის შემდეგ არ დაგავიწყდეთ თამაშის თანხა გადაურიცხოთ სპეციალურ აქაუნთზე, შეკვეთის შემსრულებელს. ლინკს ამოაგდებს შეკვეთის შემდეგ.

მარტივი სქრინი
დააინსტალირეთ Lightshot, მისი დახმარებით თამაშის საუკეთესო მომენტების დაფიქსირება გაგიადვილდებათ

გადმოწერა




თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა სასწავლო ბმულებს:
პოლიტიკა (სასწავლო გვერდი)
როგორ ვიბრძოლოთ სწორად?
სამხედრო საქმე (სასწავლო გვერდი)
როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)