[NFG] - სამხედრო საქმე [სასწავლო გვერდი]

Day 2,857, 14:57 Published in Georgia Greece by Tengiz IV


საქართველოს ეროვნული ფრონტი იწყებს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას და როგორც პარტიის დამფუძნებელი ბევრ სიახლეს, წამახალისებელ გრანტს ვპირდები აქტიურ და წარმატებულ თანაპარტიელებს.
რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს და ეს მოიცავს სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბებას. სამხედრო დანაყოფში მიიღებიან მხოლოდ პარტიის წევრები, ერთად კი ძლიერი აქაუნთების შექმნასა და ყიდვაზე ვიზრუნებთ!

eRepublik–ში თამაშის მნიშვნელოვანი მოდულია სამხედრო საქმე, რაც სერიოზულ ცოდნასა და დაკვირვებას მოითხოვს. ამ სტატიაში კი ვეცდები მაქსიმალურად გასწავლოთ ყველა დეტალი.

იარაღები:
თამაში გვთავაზობს შვიდი სახის ძირითად იარაღს, ესენია:

მათგან ყველაზე გამოყენებადი და ძლიერი იარაღი არის Q7 სახის. შესაბამისად ბაზარზე მისი ღირებულება მაღალია.

თამაში ასევე გვთავაზობს ორი დამატებითი სახის იარაღს, ესენია: ბაზუკა და რაკეტა.
ბაზუკა – მისი აწყობისთვის საჭიროა 150 strength, 5 სხვადასხვა სახის ნაწილი, რომელთა მოპოვება შესაძლებელია ბრძოლაში (ამოაგდებს ხოლმე), ასევე შეგიძლიათ იყიდოთ აქ, თითო სახის ნაწილის ღირებულება შეადგენს 2 ოქროს, რითაც იყიდით ერთი სახის 55 ნაწილს.
ასევე Daily Order-ის შესრულების შემთხვევაში Energy Bar–თან ერთად თამაში გჩუქნის მის ნაწილებს.
შემდეგ მას ააწყობთ storage-ში განთავსებულ განყოფილებაში:


რაკეტა – რაკეტის დასამზადებლად საჭიროა Advanced Buildings განყოფილებაში ააშენოთ რაკეტის ქარხანა.
შემდეგ კი Q1-დან Q6-ის ჩათვლით გქონდეთ ყველა დონის იარაღი, მაგალითად:
იმისათვის რომ ააშენო:
50 000 ზიანის მიმყენებელი რაკეტა, საჭიროა გქონდეთ Q1-Q6-ის ჩათვლით 10–10 იარაღი, რისი რაოდენობაც იზრდება რაკეტის სიმძლავრესთან ერთად.

დივიზიები:
თამაშში არის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე დივიზიები.
დივიზიებში მოთამაშეები ნაწილდებიან Level–ის მიხედვით.
1-34 Level–ის ჩათვლით მოთამაშე არის 1–დივიზიაში
35-49 Level - 2Division
50-69 Level - 3Division
70+ Level - 4Division
ისინიც ბრძოლის ველზე განსხვავდებიან.
P.S. რამდენიმე კვირის წინ თამაშში ჩატარდა ტურნირი, რომლის დროსაც მოთამაშეების გარკვეულმა ნაწილმა მოიპოვა RED BARON–ის ტანკი და თქვენ შეიძლება ისინი დიდი წითელი ტანკით იხილოთ ბრძოლაში.

რეკომენდაცია: – თამაშის განვითარებასთან ერთად ვითარდებიან აქაუნთებიც, შესაბამისად რაც უფრო მეტი ძალა გაქვს თითოეულ დივიზიაში მით უფრო მეტი ზიანის მიყენება შეგიძლია მტრისთვის. ამიტომ მაქსიმალურად გააძლიერეთ თქვენი სავარჯიშოები და ყოველდღიურად გაზარდეთ აქაუნთის strength.

სამხედრო დანაყოფი – Military Unit
სამხედრო დანაყოფი, მარტივად რომ ვთქვათ MU, არის სამხედრო გაერთიანება, რომელსაც მართავ Commander და 2nd Commander.
საქართველოს ეროვნულმა ფრონტმა შევქმენით სამხედრო დანაყოფი National Front.
ის დაყოფილია ბატალიონებად, რომლებსაც ყავთ კაპიტნები და იღებენ შესაბამის სამხედრო ბრძანებებს Daily Order–ის მიხედვით.

დღიური ბრძანება - Daily Order
DO არის სამხედრო დანაყოფში გაცემული ბრძანება და მოთამაშეს მოუწოდებს კონკრეტული ქვეყნისთვის 25 კაცის მოკვლას. შესრულების შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ 1 energy Bar–ს

რა არის Energy Bar?
Energy Bar არის მნიშვნელოვანი ატრიბუტი ბრძოლაში. იმ შემთხვევაში თუ მტერს გინდათ ბევრი ზიანი მიაყენოთ, თქვენ უნდა გქონდეთ ბევრი ენერგია, სამწუხაროდ ის თამაშში ლიმიტირებულია და ამიტომ მებრძოლებმა, მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ უნდა დააგროვონ Bar-ები, რათა ბრძოლის დროს დიდი ხნით დარჩნენ ველზე და შეძლონ დიდი დემიჯის დადება.
მათი ყიდვა შეგიძლიათ ოქროთ – აქ

რა არის CO?
CO ანუ Combat Orders – არის სამხედრო დანაყოფის Commander-ის მიერ დადებული შეთავაზება ბრძოლის დროს, რაც გულისხმობს რომ თუ ბრძოლის ველზე დადებთ 1 მილიონ დემიჯს იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომლისთვისაც დადებულია CO, მაშინ თქვენ დაგერიცხებათ 1 მილიონი დემიჯისთვის განკუთვნილი თანხა.
მაგალითად:

ამ შემთხვევაში ირლანდია–კანადის ბრძოლის დროს, ირლანდიის მხარემ დადო CO 150 000 ლარიანი ბიუჯეტით და თუ ბრძოლის ხაზი ჩამოიწევს 52%–ს ქვემოთ, მაშინ თუ ისვრით 1 მილიონ დემიჯს თქვენ დაგერიცხბათ 100 ლარი.

რეკომენდაცია: – WARS ჩამონათვალში დააკვირდით CO–ს ნიშნულებს. თუ ის წითელია, მაშინ CO არ მოქმედებს, ანუ ბრძოლის ხაზი დაწესებულ მინიმუმს არ ჩამოსცდენია, ამიტომ რომ ისროლოთ თანხა არ დაგერიცხებათ.
თუ ის მწვანეა, მაშინ თუ ისვრით, იმ ქვეყნის მხარეს თქვენ დაგერიცხებათ თანხა.
ასევე დააკვირდით, რომ ჩართული გქონდეთ CO
http://prntscr.com/8h5a4r

როგორ დავიწყოთ აჯანყება
აჯანყება ანუ Resistance War (RW)–ის დაწყება შესაძლებელია დაპყრობილ ტერიტორიაზე.
ამისათვის უნდა გადახვიდეთ იმ რაპყრობილი რეგიონის ლოკაციაზე, ამისათვის Country-ში უნდა მიუთითოთ დამპყრობელი ქვეყანა, ხოლო რეგიონში გასათავისუფლებელი რეგიონის სახელი.
როდესაც შეიცვლით ლოკაციას, მაშინ უნდა გადახვიდეთ მთავარ გვერდზე, სადაც ამოგიგდებთ SUPPORT-ის ბუტონს. თუ დააჭერთ SUPPORT–ს თქვენ ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 1000 ლარი.
საერთო ჯამში კი აჯანყების დასაწყებად საჭიროა 10 ადამიანის SUPPORT–ი.
რის შემდეგაც იწყება ბრძოლა. თუ ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდება, მაშინ SUPPORT–ის ავტორები მიიღებენ განმათავისუფლებელი გმირის მედალს, შესაბამისი ფულადი ჯილდოთი.
WARS–ის ჩამონათვალში აჯანყებული მხარე გამორჩევა მუშტის სპეციალური იკონით.

სამოქალაქო ომი:
სამოქალაქო ომი არის დიქტატურასა და დემოკრატიას შორის გამართული ქვეყნისშიდა ბრძოლა.
დიქტატორის მხარეს/წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნის სამხედრო დანაყოფების წევრებს, რომლის ლოკაციაც არის სამოქალაქო ომის მქონე ქვეყანა.
ანუ საქართველოში რევოლუციის მოწყობა შეუძლიათ, მხოლოდ საქართველოს ლოკაციის მქონე სამხედრო დანაყოფებს.
დიქტატურის დასამყარებლად საჭიროა გქონდეთ სამხედრო დანაყოფი, მის ბიუჯეტში ჩარიცხული 200 000 ლარი და ძლიერი აქაუნთები ბრძოლის მოსაგებად.
ხოლო დიქტატურის ჩამოგდება მეტად ადვილია, რადგან დემოკრატიისთვის ბრძოლის დროს დემიჯი მრავლდება 2–ზე. რაც ნიშნავს, რომ დიქტატორის ჩამოგდების მომხრეთა მხარეს სროლისას ჩვეულებრივი დემიჯი მრავლდება 2–ზე – ჩვენებურად რომ ვთქვათ, კუში არის 2 😎

ეს არის სამხედრო საქმის პირველი ნაწილი, სადაც გაეცანით ბრძოლისთვის საჭირო რესურსებსა და სახელწოდებებს. შემდეგ სტატიაში ისწავლით თუ როგორ იბრძოლოთ სწორად და რაა საჭირო დიდი დემიჯის დასადებად.

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა სასწავლო ბმულებს:
როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)