[NFG] - როგორ ვიშოვოთ ფული? [სასწავლო გვერდი]

Day 2,858, 12:08 Published in Georgia Greece by Tengiz IV


მოგესალმებით,
ჩემი აზრით, ყველაზე რთულ საქმეს შევეჭიდე, რადგან ამ სტატიით უნდა გასწავლოთ, თუ როგორ ვიშოვოთ ფული?

თამაში საშუალებას გვაძლევს მცირე, მაგრამ მრავალფეროვანი გზით შევძლოთ მცირე თანხების მოგროვება, მაგრამ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ მისი მიზნობრივი ინვესტირება.
საწყის ეტაპზე ახალი მოთამაშეს შეუძლია 20 Level-მდე სწრაფად ასვლა, შედეგად ის იღებს 20 ოქროს, რასაც ემატება 500 ლარი.
რეალურად კი ეს თანხა შეიძლება არამიზნობრივად დავხარჯოთ, რაც ფინანსურ კრიზის და თამაშისადმი მუღამის ვერ–დაჭერას იწვევს.

როგორ მოვიქცეთ საწყის ეტაპზე?
ჩემი რჩევა იქნება საწყის ეტაპზე განსაზღვროთ თქვენი მიზანი, ანუ გააკეთოთ არჩევანი თამაშის რომელ მოდულს მიანიჭებთ უპირატესობას – ეს იქნება სამხედრო–პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოდული.
1) თუ აირჩევთ სამხედრო–პოლიტიკურ მოდულს, მაშინ თქვენ მთელი თანხის ინვესტიცია უნდა ჩადოთ Training Ground-ების განვითარებაში და ყოველდღიურად ავარჯიშოთ ის, რადგან აქაუნთის სამხედრო ძლიერება დამოკიდებულია Strenth-ზე.
2) თუ აირჩევთ ეკონომიკურ მოდულს, მაშინ თქვენი მთელი თანხის ინვესტიცია უნდა მიმართოთ კომპანიების განვითარებისკენ.
ამაში დაგეხმარებათ შემდეგი სასწავლო გვერდი: ეკონომიკა
თქვენ უნდა ააშენოთ რაც შეიძლება მეტი საწარმო, დაასაქმოთ ხალხი და ივაჭროთ ბაზარზე.
შემდეგ კი თანდათან გააძლიეროთ თქვენი Strenth

მედალი, როგორც ფულის წყარო:

საწყის ეტაპზე მედალი არის საუკეთესო საშუალება, რათა იშოვოთ ფული. მედლების გარკვეული ნაწილი საჩუქრად გაძლევთ ან 5 ოქროს ან 1000 ლარს.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1) Freedom Fighter - მიიტანეთ კურსორი მედალთან და მოგცემთ შემდეგი შინაარსის დავალებას: X რაოდენობის აჯანყებაში მოკლალით Y რაოდენობის მტერი. თუ აჯანყება გაიმარჯვებს თქვენ ჩაგეთვლებათ ის, წინააღმდეგ შემთხვევაში არა.

რეკომენდაცია: – იბრძოლეთ ისეთ აჯანყებაში, სადაც აჯანყებული მხარე დიდი ანგარიშით (მაგ: 76–11) იგებს ბრძოლას.
აჯანყების ბრძოლა და აჯანყებული მხარე გამოირჩევა მუშტის იკონით
http://prntscr.com/8hfsv2

2) Hard Worker - თქვენ 30 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა იმუშაოთ, რის შემდეგაც მიიღებთ 5 ოქროს.
3) Congress Member - თქვენ უნდა გაწევრიანდეთ ამ პარტიაში იაქტიუროთ, დარეგისტრირდეთ კონგრესმენობის კანდიდატად და გახდეთ კონგრესმენი. მედალთან ერთად მიიღებთ 5 ოქროს.

შენიშვნა: – თუ ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა, მაშინ თქვენ მიიღებთ მხოლოდ მედალს, ხოლო ოქროს ვერა.

4) Country President - უნდა გახდეთ პრეზიდენტი (მეტს არ დავამატებ 😃 )
5) Media Mogul - თქვენ უნდა შექმნათ გაზეთი და მოაგროვოთ 1000 გამოწერა.
6) Battle Hero - არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მედალი ძლიერი აქაუნთის მქონე მოთამაშეებს შორის. თქვენ ბრძოლის ერთ რაუნდში უნდა მოაგროვოთ თქვენსავე დივიზიაში ყველაზე დიდი Damage.
გაეცანით შემდეგ სტატიებს:
სამხედრო საქმე
როგორ ვიბრძოლოთ სწორად?

7) Campaign Hero - ერთ სრულ ბრძოლაში უნდა დადოთ ყველაზე დიდი Damage.
8 ) Resistance Hero - უნდა დაა_SUPPORT–ოთ დაპყრობილი რეგიონი და გათავისუფლების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მედალს.
9) Super Soldier - ყოველ დაგროვილ 250 strength-ზე თქვენ მიიღებთ მედალსა და 5 ოქროს საჩუქრად.
10) Society Builder - მოიწვიეთ ახალი მოთამაშეები eRepublik-ში თქვენი რეფერალის ლინკით. შედეგად თქვენ დაგერიცხებათ ყველა იმ ოქროს 10%, რომელსაც ახალი მოთამაშე მიიღებს თამაშში. ხოლო ყოველ 10 მოთამაშეზე, რომელიც მიაღწევს მინიმუმ 10 Level-ს – მიიღებთ მედალს და 5 ოქროს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება ფულის შოვნისთვის.
11) Mercenary - თქვენ 50 სხვადასხვა ქვეყნის ომში უნდა მოკლათ 25 კაცი.
12) Top Fighter - თქვენ 30 დღის განმავლობაში უნდა იყოთ მსოფლიოს ტოპ მებრძოლების სიაში
13) True Patriot - თქვენ უნდა დადოთ მითითებული რაოდენობის Damage საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ.

ზემოთ ჩამოთვლილი მედლებიდან პირველ რიგში ითამაშეთ შემდეგი მედლების მოსაპოვებლად: Freedom Fighter, Hard Worker, Resistance Hero, Super Soldier, Society Builder, True Patriot. რადგან ისინი შედარებით ადვილად მოსაპოვებლები არიან.

Society Builder - იშოვე ფული მარტივად
ჩემი აზრით, ამ მედლით თქვენ შეგიძლიათ ბევრი ფულის შოვნა. იაქტიურეთ სოციალურ ქსელში ან იყიდეთ Facebook, Google ან სხვა ვებ–საიტის რეკლამა, ყოველ ახალ მოთამაშეს დაეხმარეთ გაძლიერდეს და ისწავლოს თამაში. შედეგად ის თქვენი სიმდიდრის წყარო გახდება. რადგან ყოველ მოპოვებულ ოქროზე თქვენ დაგერიცხებათ მისი 10%.

გირჩევთ ფრთხილად სხვა კომპიუტერის იპ–ის გამოყენებით, თქვენი რეფერალით დაარეგისტრიროთ აქაუნთები გააძლიეროთ და ოქროს 10% თქვენი იქნება.

ყურადღება! : – არ გადმორიცხოთ პირდაპირ შავი ფული. ეს მკაცრად კონტროლდება თამაშის ადმინისტრაციის მიერ.

შავი ბაზარი:
სიფრთხილით მოეკიდეთ შავ ბაზარზე ვაჭრობას, რაც გულისხმობს შემდეგს:
იყიდეთ მაქსიმალურად იაფად და ბაზარზე დადეთ გასამმაგებული ან გაოთხმაგებული ფასით, შემდეგ კი სხვა კომპიუტერით (იპ–ით) შექმენით მხოლოდ ერთი აქაუნთი და იყიდეთ ეს პროდუქცია.
გაითვალისწინეთ რომ 1000 ძალის ქვემოთ მოთამაშეებმა ასეთი დღიური შემოსავალი არ უნდა გადააჭარბოთ 500–800 ლარს. ხოლო 1000 ძალის ზემოთ 1500 ლარს.
ეს დანაშაულია და მკაცრად ისჯება.
ამიტომ სჯობს ისევ Society Builder–ზე იზრუნოთ.

თუ თქვენ გსურთ რეალური ფულის დახარჯვა, მაშინ...
თუ თქვენ გსურთ რეალური ფულის დახარჯვა, მაშინ გირჩევთ იყიდოთ ძლიერი აქაუნთი და რამდენიმე ათასი თამაშის ფული (cc).
ამისათვის თქვენ უნდა მიმართოთ მთავრობას ან NFG–ს . ისინი დაგაკვალიანებენ და გაყიდინებენ ძლიერ აქაუნთებს.

ასევე თქვენ შეგიძლიათ აქაუნთი იყიდოთ თამაშის ფულით. საწყისი თანხა 50 000 ე–ლარი.

Facebook-ზე აქაუნთებით ვაჭრობის ჯგუფი

ჩვენი ბიზნესი:
როგორც დასაწყისში ავღნიშნე თუ თქვენ აირჩევთ ეკონომიკურ მოდულს მაშინ ყველა ხერხით შეგროვებული თანხა მოახმარეთ კომპანიების მშენებლობას.
გაითვალისწინეთ ბონუსები და გადასახადები.
კომპანიების მშენებლობასა და ვაჭრობაში დაგეხმარებათ შემდეგი სასწავლო გვერდი:
ეკონომიკა

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია წარმატებული წარმოება, ახალი მოთამაშეები და ძლიერი აქაუნთები. იყავით აქტიურები, შექმენით თქვენი ბიზნეს–იმპერია და აწარმოეთ საქართველოში საქართველოსთვის!
ჩვენ National Front of Georgia სულ მალე დავიწყებთ ახალ გრანდიუზულ პროექტს. შემოგვიერთდით, გახდით ჩვენი წევრი და ერთად, გუნდურად ავაშენოთ ჩვენი ბიზნეს–იმპერია!

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა სასწავლო ბმულებს:
პოლიტიკა (სასწავლო გვერდი)
როგორ ვიბრძოლოთ სწორად?
სამხედრო საქმე (სასწავლო გვერდი)
როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)