[NFG] - პოლიტიკა [სასწავლო გვერდი]

Day 2,858, 06:25 Published in Georgia Greece by Tengiz IV


მოგესალმებით,
eRepublik ინტერნეტ სივრცეში 7 წელზე მეტია რაც არსებობს, ხოლო საქართველო თამაშში 2014 წლის 22 მაისს დაემატა. ქართველი მოთამაშეები ამ დროს ამერიკის მოქალაქეები იყვნენ, ისინი თანდათან გადმოვიდნენ და დაიწყო ჩვენი ქვეყნის მშენებლობა.
ბევრი მტერი და წინააღმდეგობა იყო, ახალი ქვეყნის მშენებლობის პროცესში, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს და ახალი მოთამაშეებიც გვემატებიან, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სიძლიერისთვის!

პოლიტიკური მოდული
eRepublik-ის ერთ–ერთი წამყვანი მოდულია "პოლიტიკა". თამაშში არის
მთავრობა – პრეზიდენტი(CP), პრემიერ–მინისტრი)PM), თავდაცვის მინისტრი(MOD), საგარეო საქმეთა მინისტრი(MOFA), განათლების მინისტრი(MOE), გუბერნატორი – ფინანსთა მინისტრი(MOF).
მთავრობას აკომპლექტებს პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა ყოველი თვის 5 რიცხვში.

დიქტატორი – არის სამხედრო გადატრიალებით მოსული პირი. საქართველოში პირველად დიქტატურა 2015 წლის მარტში დამყარდა, ეს მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ უცხოელ მოთამაშეს არ მოეწყო გადატრიალება და ქვეყანა მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.
დიქტატორს შეუძლია კანონების თვითნებურად დამტკიცება, რაც გულისხმობს, რომ კონგრესს სრულად ეკარგება უფლებები.

კონგრესი – კონგრესი შედგება მაქსიმუმ 40 წევრისგან. კონგრესის არჩევნები იმართება ყოველი თვის 25 რიცხვში. არჩევნებში მონაწილეობენ TOP5 პარტიების წევრები.
16–დან 23 რიცხვის ჩათვლით პარტიებში მიმდინარეობს კონგრესმენობის მსურველთა რეგისტრაცია. 24 რიცხვში პარტიის პრეზიდენტი ალაგებს პარტიული სიას, ხოლო 25 რიცხვში არჩევნებში აღებული პროცენტული რაოდენობით პარტიებიდან აირჩევიან კონგრესმენები.

პოლიტიკური პარტია – პარტიის პრეზიდენტის არჩევნები არის ყოველი თვის 15 რიცხვში. პარტიაში არის შემდეგი თანამდებობები: პარტიის პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, კანცლერი და სპიკერი.

National Front of Georgia - საქართველოს ეროვნული ფრონტი არის საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაარსდა 2015 წლის 15 თებერვალს და დღემდე წამყვან როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ყველას მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, გახდთ მეტად აქტიური და ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო და ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში.
პარტიაში გაწევრიანების მსრუველებმა გადადით აქ

საქართველოს პრეზიდენტები:
მოცემული ნუსხა ასახავს საქართველოს პრეზიდენტების რიგითობას, პარტიულ კუთვნილებას და სათავეში ყოფნის დროს



საქართველოს რეგიონები:


მოკავშირეები:
საქართველოს მოკავშირეები არიან: თურქეთი, ესპანეთი, უკრაინა, ლიტვა, მაკედონია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ბელარუსია, ტაილანდი, ჩილე, ვენესუელა, მექსიკა, ირლანდია, შვეიცარია.

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა სასწავლო ბმულებს:
როგორ ვიბრძოლოთ სწორად?
სამხედრო საქმე (სასწავლო გვერდი)
როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)