UNITED DEMOCRATIC MOVEMENT-ახალი პარტია

Day 3,192, 05:17 Published in Georgia Spain by VuXman


მოძრაობის წესდება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
,,ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის"
წესდება:


I.ზოგადი დებულებები :

1.1) პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა" არის ,,ლიბერალური" ორიენტაციის მქონე მოძრაობა.
ა) პარტია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1.2) მოძრაობა თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოში.
1.3) მოძრაობა არის საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანება!
1.4)მოძრაობას აქვს საკუთარი გერბი და დროშა!
1.5) მოძრაობა უფლება-მოსილია ჰქონდეს საკუთარი საბანკო და სხვა ტიპის ანგარიშები და აწარმოოს ქონებრივი და არაქონებრივი საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
1.6)მოძრაობის სრული დასახელებაა: ქართულ ენაზე-''ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა''; ინგლისურ ენაზე - ''UNITED DEMOCRATIC MOVEMENT', შემდეგი აბრევიატურით: UDM.

II.მოძრაობის მიზნებია :

2.1)მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის უერთიერთპატივესცემის გარემოს ფორმირებას, , დემოკრატიული პროცესების, მეცნიერების განვითარებას, სხვადასხვა ერებს შორის ტოლერანტულობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მსოფლიო ქვეყნების კულტურის, მეცნიერების, ტრადიციების, ლიტერატურის კვლევას და ურთიერთინტეგრაციას, კულტურათაშორისი დიალოგის, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და კონფლიქტების დარეგულირებას.

2.2)ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, კულტურათაშორისი ურთიერთობების გამყარებას, მრავალკულტურული არეალისა და გარემოს ფორმირებას, კულტურის დარგების განვითარებას და ახალი მოთამაშეები ჩართვა (გარკვევა) თამაშის სტრუქტურასა და მიზნებში.

III. მოძრაობის მიზნებიდან გამომდინარე მის ამოცანებში შედის:

3.1) საერთაშორისო და ლოკალურ კონფლიქტებში ჩართვა და ქვეყნისთვის სასარგებლო მხარის დაჭერა. ასევე საქართველოსთან დამყარებული მოკავშირეების დახმარება.

3.2)ანალოგიურ პარტიებთან როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ კავშირების დამყარებას;

3.3)წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში ჩართვა და გამარჯვებისკენ სწრაფვა, რათა პარტიამ დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქვეყნის მმართველობის პროცესებში.

IV.მოძრაობის წევრობა :

4.1) მოძრაობის წევრი შეიძლება იყოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
4.2) გაერთიანების წევრობა ნებაყოფლობითია.
4.3) მოძრაობის წევრობიდან გასვლა თავისუფალია.
4.4) გაერთიანების წევრი გაერთიანებიდან გასულად ჩაითვლება მის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან !

V.მოძრაობის წევრს უფლება აქვს :

5.1)წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა კონგრესის არჩევნებზე.
5.2)მიიღოს ინფორმაცია მოძრაობის ხელმძღვანელი პირების საქმიანობის შესახებ.
5.3)პმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე წაყენება შესაძლებელია მხოლოდ 3 კანდიდატისათვის. მეოთხე კანდიდატი ავტომატურად წაგებულად გამოცხადდება!



პატივისცემით ,,ერთიანი დემკრატიული მოძრაობა".
ჩვენი დევიზია: ,,ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!!!"