MOD ინფორმაციული სტატია

Day 3,011, 04:40 Published in Georgia France by Marechal Lannes


გამარჯობა მეგობრებო,

ვზივარ კომპიუტერთან და ვიწყებ ინფორმაციული სტატიის წერას.
ვფიქრობ. ლათინური ასოებით დავწერო თუ ქართული ასოებით ვორდში ავკრიფო ტექსტი და სურათი გადავუღო, რომ მტერმა ვერ გადათარგმნოს თრანსლეით გუგლით.
გადავწყვიტე. ფეხებზე მკიდია. გადათარგმნონ.

სამთავრობო ჩატში, ბიჭებმა გადავწყვიტეთ ბრაზილიას დავაპყრობინოთ თავი ბოლომდე და მერე აჯანყებებით წამოვიღოთ.
რატომ?
იმიტომ რომ ისინი გვირტყამენ ღამით, როცა ჩვენ გვძინავს. ასევე მაშინ როცა ჩვენს მოკავშირეებს სძინავთ. ამიტომ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება. დაგვიპყრონ, წამოვიღოთ აჯანყებებით და ნე დავასწროთ. ნე თუ დავასწარით მაშინ ბრაზილიას გავაძევებთ ჩვენი რეგიონიდან, ამაში 99% პროცენტით დარწმუნებული ვარ.
რატომ?
იგივე პრინციპით ვიმოქმედებთ ჩვენ დავარტყამთ დღე, როცა მათ ეძინებათ, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები კი ფხიზლად ვიქნებით.

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი თავგანწირვისთვის, ვინც თავი გაწირა.
მეც რაც შემეძლო მაქსიმალური გავაკეთე. ბოლოს კი შეუძლებელი იყო მაგ ხელის მოტრიალება და შევეშვით.

ასევე მინდა ყველას მოგიწოდოთ, ვისაც რაიმე თანხის დახმარების საშუალება გაქვთ დაგვეხმარეთ. დაინიშნება ვინმე ერთი ნდობით აღჭურვილი პირი და იმას ჩაურიცხეთ>
მე ამ ომში ნახევარ მილიონზე მეტი დავხარჯე. კიდევ მოვქუჩავ ერთი ორასი ათასს, ვიცი რომ ვეტელიც აპირებს კიდევ დამატებით ნახევარი მილიონის ყიდვას. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ყოფნის მწვანეების გაძევებას.
ჩენ უნდა გავატაროთ აგრესიული პოლიტიკა. აგრესიულად უნდა შევუტიოთ. ამისთვის ფულია საჭირო.

ბიჭებო, მოემზადეთ. შეივსეთ მარაგები და დავამყაროთ ნანატრი მშვიდობა.

დიდება საქართველოს. დიდება ერთიანობას. დიდება მეგობრობას.

თუ რაიმე შენიშვნები და იდეები გაქვთ არ დაიზაროთ დაწერეთ კომენტარის სახით ან პირადში მომწერეთ.

მუდამ საქართველოს სამსახურში, თქვენი მონა მორჩილი Senna...