MOD სტატია

Day 2,984, 00:13 Published in Georgia France by Marechal Lannes


გამარჯობა მეგობრებო,

ვიფიქრე მოდი საერთოდ არ დავწერ სტატიას, არ იფიქრონ თავს იმართლებს ან რაიმე ეგეთითქო და ჩემს მოსაზრებას სხვის სტატიებზე კომენტარის სახით დავაფიქსირებთქო.
საბოლოოდ ვწერ სტატიას და ვაქვეყნებ.

ბევრჯერ წავაწყდი სტატიის ან კომენტარის სახით ვეტელის შემდეგ განცხადებას:
„არავის ბრალი არ არის, ეს მხოლოდ ჩემი და ლუკას ბრალია“
ბრალი???
ვეტელ თავს დამნაშავედ გრძნობ?
ან შენ ლუკა, შენც დამნაშავედ გრძნობ თავს?

პირველად ვარ პოლიტიკაში, თუმცა ეს ჩემი მოწოდება ნამდვილად არ იყო. ეს ჩემი გამოწვევა იყო.

MOD თავდაცვის მინისტრი.
პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში: თავდაცვის მინისტრობა.
დიდი პასუხისმგებლობაა.

ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს წაიშლება საქართველო რუკიდან. მაგრამ თავს არ ვგრძნობ დამნაშავედ.
რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენმა გუნდმა სწორი ნაბიჯი გადადგა. მე სწორი ნაბიჯი გადავდგი!!!
მეგობრებო, ცდებით თუ თვლით რომ მეგობრაი გასაჭირში უნდა მიატოვო და მტერს თავი უნდა დაუხარო რახან ის დიდია. ჩემი რჩევა იქნება ცხოვრებაში მეგობარი არასოდეს მიატოვოთ, კუნთმაგარი გონებაჩლუნგის გამო. ვინც არ უნდა იყოს მტერი მტერია და მორჩა!!!
უჭირს მეგობარს? დაეხმარე!!! ხვალ შენ დაგეხმარებიან.
ლუკა, ვეტელ, თქვენ არ ხართ დამნაშავეები. დამნაშავე არავინ არის. როგორც თქვენ ისე ყველა მთავრობის წევრმა მივიღეთ ამაში მონაწილეობა და ვთვლი რომ ყველა ერთ ჯამში ვართ.

ყველამ ვიცოდით, ყველა დარწმუნებული ვიყავით 99% რომ რუკიდან გავქრებოდით.
მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ ეს დროებითია. მეგობრობა კი სამუდამო.

ეხლა დაიწყებთ, მეგობრობით მანიპულირებთო.
პასუხი: კი არ ვმანიპულირებთ, სიმართლეს გეუბნებით და გაგება არ გინდათ. გიხსნით როგორი უნდა იყოს ვაჟკაცური ნაბიჯი.

ერთი რამ იცოდეთ, ჩვენს დანახვაზე ყოველთვის უნდა აკაწკაწებდეს მტერს. იმიტომ რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით ყოველთვის. თავს მოვჭამ ყველას. ყველა ბრძოლაში, ბოლომდე და გონივრულად დავიხარჯები.

ახლო ისტორიის, ანუ უკვე მომხდარ ფაქტს გაგახსენებთ.
ბოლოს როცა ირანს ნე გამოვუტანეთ, თუ კარგად გაიხსენებთ პერუმ საჰაერო თავდასხმის კანონი გამოგვიტანა და გამოეშურა ჩვენსკენ.
გაიხსენეთ, ვინ დაგვეხმარა? ვისი კოებით გავიმარჯვეთ ბრძოლაში?
თუ არ გახსოვთ გაგახსენებთ. კოლინის ფულით გავიმარჯვეთ (ალბანეთის დიქტატორი).
რატომ დაგვახარჯა კოლინმა ამდენი მილიონი? იმიტომ რომ ერთგული და თავდადებული მეგობარი ვართ. ასე იყო და იქნება ეს ყოველთვის.

დღეს დაღმაა ხვალ აუცილებლად აღმა იქნება.


P.S ალთა ბალთასაა მაგრამ, გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი გაზეთი. 85 გამოწერა მაკლია მედლამდე. 😉

გაუმარჯოს მეგობრობას!