[RPG] - რესპუბლიკური პარტია და ახალი დასაწყისი

Day 3,014, 00:48 Published in Georgia Georgia by The Georgian Knight
გამარჯობა ესაქართველო.

დავუბრუნდი თამაშს 1 თვიანი შესვენების შემდეგ, ახალი შემართებით, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება იმდენივე დრო ვეღარ დავახარჯო ამ თამაშს რამდენსაც მანამდე ვახარჯავდი, თუმცა ახლა სამხედრო საქმეებშიც ჩავერთვები.

რესპუბლიკური პარტია ბოლო პერიოდში არ იყო დიდად აქტიური, რამდენიმე წევრმაც დაგვტოვა ზოგმა დროებით რომ სხვა ქვეყანაში ფული ეშოვათ და წარმოება გაეზარდათ ზოგმაც სხვა პარტიაში არჩია გადასვლა და ახალი პოლიტიკური გზის დაწყება, სიმართლე ითქვას არც დრო იყო პოლიტიკური აქტიურობისა რადგან ქვეყანა ომში იყო ჩართული, ახლაც რთულ მდგომარეობაში ვართ თუმცა მჯერა რომ მალე ყველაფერს გამოვასწორებთ და არამარტო ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთ არამედ დიდად ვაზღვევინებთ ირანსაც და ბრაზილიასაც.


ახლა კი კონკრეტულად რაც პარტიას შეეხება, ამ სტატიით მოგიწოდებთ შემოუერთდით რესპუბლიკურ პარტიას, ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

არის რამდენიმე გეგმა რისი შესრულებაც დასაწყისშივე გვინდოდა მე და რამდენიმე ჩემს მეგობარს როცა გადავედით 10 კაციან რესპუბლიკურ პარტიაში, ამოვქაჩეთ პარტია მის ძველ წევრებთან ერთად და ტოპ-5 შიც დავისადგურეთ თუმცა გამოუცდელობის გამო მაინც ბევრი რამ ვერ შევასრულეთ, ახლა კი ბევრად დიდი გამოცდილებით ჩვენ ყველაფერს ახალი შემართებით ვიწყებთ.

მინდა რამდენიმე გეგმა ჩამოვწერო, რომლებსაც რესპუბლიკური პარტია თანმიმდევრობით შეასრულებს :

1. მოთამაშეები რომლებიც ზევით ვახსენე, ისინი ვინც წავიდნენ საზღვარგარეთ, ახორციელებენ ჩვენს გრძელვადიან გეგმას, ისინი ზრდიან თავის წარმოებას მაქსიმალურად, რომ შემდეგ დაბრუნდნენ და პარტია მოამარაგონ (ძირითადად საკვებით).

2. ძლიერი აქაუნთები ყველას!!! პირდაპირ გეტყვით ხელების გასვრა მოგიწევთ, თუმცა ესეც მხოლოდ საქართველოსთვის, მე პირადად და პარტიის სხვა წევრები დაგეხმარებიან, რომ იშოვოთ კარგი და ძლიერი აქაუნთები, რომლებიც გამოადგება ქვეყანას ისეთივე სიტუაციებში როგორშიც ახლა ვართ.

3. გვინდა ჩავწეროთ მოკლე ვიდეოები, სადაც ახსნილი იქნება თამაშის საწყისები, რომ ახალმა მოთამაშემ არ დახარჯოს ოქროები და ფული პირველივე წუთს და შემდეგ არ მიგვატოვოს, არც დიდი ვიდეო იქნება რომლის ყურებაც ყველას ეზარება, იქნება კითხვების შესაბამისი 10-15 ვიდეო, რა კითხვასაც დაგვისვამს მოთამაშე შესაბამის ვიდეოს გავუგზავნით.


ეს არის მოკლე ამონარიდი დიდი რაოდენობის გეგმებიდან რომლის განხორციელებაც გვინდა ჩვენ, იმედია ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ყველა ეს ჩანაფიქრი გამოგვივა :)


ასე რომ შემოუერთდით რესპუბლიკურ პარტიას -> ამ ლინკით




მინდა რამდენიმე სხვა თემას შევეხო, მაგალითად რაც შეეხება საერთო მუ-ს მახსოვს რომ ადრე იყო ამ თემაზე ლაპარაკი და საკმაო რაოდენობის მომხრეებიც იყვნენ, მე არ ვარ ჩახედული რა ხდებოდა თუმცა ალბათ ბრაზილია-ირანთან ბრძოლის გამო გადაიდო ეს თემა, ჩემი აზრით კი ჯობია განვაახლოთ ეს თემა, დარწმუნებული ვარ ბევრად ძლიერები ვიქნებით საერთო მუ-თი.

ასევე მინდა ვთქვა რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და მაქსიმალურად შევეცდები როგორც ადრე იყო აქტიური ისევე აქტიური გახდეს პარტია + ამას სამხედრო ძალაც გაიზარდოს...

ახლა კი ყოველ VOTE + კომენტარზე 250 საჭმელი ყველას ჩემგან 🙂