[President] მიმართვა ესაქართველოს ახალარჩეულ კონგრესს

Day 2,776, 10:02 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

Egypt has been proposed as Natural Enemy.
ამას მიეცით "NO"
The Work Tax will be changed from 5% to 1%
ამას მიეცით "NO"

President of Bulgaria proposed a mutual protection pact with Georgia
ამას მიეცით "NO"

Do you want the current president of Georgia to end this office?
ამას რაც გაგიხარდებათ ის მიეცით




ბატონო კონგრესმენებო
მინდოდა მომემართა თქვენთვის სულ სხვანაირად და სხვა სიტყვებით. მინდოდა მომელოცა კონგრესში მოხვედრა და რჩევები მომეცა.
მაგრამ ეხლა რაღაცნაირად მეუხერხულება კიდეც ამის გაკეთება.
რადგან სულ სხვა საქმით მოგმართავთ.

უმორჩილესად გთხოვთ (!!!) შეწყვიტეთ ყოვლად უაზრო, უპასუხისმგებლო და არათუ უბრალოდ მავნებლური, მეტიც, დამღუპველი ნაბიჯების გადადგმა.
შეწყვიტეთ კანონების გამოტანა!!!!
მესმის, რომ გსურთ რამე ღირებული გააკეთოთ, გამოიყენოთ თქვენი უფლებები, მაგრამ კონგრესმენობა არა მარტო უფლებებს განიჭებთ, ის პასუხისმგებლობასაც განიჭებთ და თქვენ წარმოიდგინეთ პირველ რიგში პასუხისმგებლობას და შემდეგ უფლებას.
სანამ რამეს დააპირებთ, გაესაუბრეთ ვინმეს. გაიარეთ კონსულტაცია პარტიაში და კანონი მინიმუმ პარტიის მხარდაჭერით გამოიტანეთ. მესმის, რომ ეს არაფერს შეცვლის სინამდვილეში, მაგრამ იქნება ამის შედეგად ვინმემ შეგაჩეროთ.
უბრალოდ მომმართეთ მე!
მიმართეთ მთავრობის წევრებს, პრემიერ მინისტრს, რომელიმე მინისტრს...
დაწერეთ სტატია და იქ განვიხილოთ ერთობლივად.
ნუ აკეთებთ ამას თვითნებურად!!!!!
შემოდიან სხვა კონგრესმენები, ხედავენ გამოტანილია საკითხი კენჭისყრაზე, ფიქრობენ, რომ ყველასთან შეთანხმებულია ეს საკითხი და აძლევენ მას ხმას.
და ამით აფუჭებთ გიტარასავით აწყობილ საქმეს...
ეგვიპტესთან გათვლილი გვქონდა ჩახლართული კომბინაცია, ყველაფერი ბრწყინვალედ უნდა გამოსულიყო საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა შემოიერთებდა მინიმუმ 2 ახალ რეგიონს.... ეხლა რა გამოვა, წარმოდგენა არ მაქვს...
და ეს თუ ჩაიშალა, ჩაიშლება იმის გამო, რომ საკითხში რულიად გაურკვეველმა ადამიანმა შემოიტანა ეს კანონი...

ჩემზე ვერავინ იტყვის, კონგრესის როლს აკნინებსო. პირიქით, სულ იმას ვცდილობ, კონგრესმა დამატებითი ფუნქციები მიიღოს და ის იყოს ქვეყნის ფაქტიური მმართველი, მაგრამ... ესე თუ გაგრძელდა, მგონი დიქტატურას დავუჭერ მარს.