მოწოდება!

Day 3,476, 12:11 Published in Georgia Brazil by Alexander Katsadze
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო! თუ კი დარჩით... და დღევანდელი თემა სწორედ ეს იქნება!
როგორც ვიცით უკვე დიდი ხანია რაც რუმინეთის შემადგენლობაში ვართ. რაც არავის არ სიამოვნებს, რას ვაკეთებთ თავის დასაღწევად? წარა-მარა რეზისტენსებს ვიწყებთ, შედეგი? შედეგი კი არ გვაქვს. საჭიროა მომზადება, მობილიზება, ყველანაირი საჭირო რესურსის შეგროვება და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შედეგი.
საჭიროა მჭიდრო კავშირი ალიანსებთან, რაც ალბათ აღარც არსებობს, მხოლოდ 3 ანტი-ასტერიულ ქვეყანას აქვს ერთმანეთთან კავშირი:თურქეთი, საბერძნეთი და საქართველო. და სხვები? რამდენი ანტი-ასტერიული ქვეყანა არსებობს? 3-ზე მეტი მაინც!
მხოლოდ ეს ორი რამ არაა საკმარისი გამარჯვებისთვის, რომელთაც შეგნებულად არ ვამბობ, რადგან ახლა შეიძლება ვიღაც რუმინელი ზის კომპიუტერთან, კითხულობს ამ სტატიას და გუგლი ტრანსლატეთი თარგმნის...
ასე,რომ ჩემო მეგობრებო, საჭიროა გამარჯვება, ხოლო გამარჯვების შედეგად ესაქართველოში იქნებიან ქალბატონებიც და ბატონებიც!