გადარჩენა. მცირე გამოსავალი.

Day 3,399, 07:26 Published in Georgia Colombia by dor1nv
მოგესალმებით ვინც კიდევ შემორჩით!

მოკლედ ძალიან მაგარ ტრაკში რო ვართ ეგ უკვე იცით.

ამიტომ გთავაზობთ ალტერნატიულ გამოსავალს.


როგორც იცით თამაშს ცოტახნის წინ დაემატა საჰაერო ბრძოლის სისტემა
ბრძოლაში მეოთხე და მერვე რაუნდებში,რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ქულების მოტანა შეუძლია მოგების შემთხვევაში.

ხოდა რადგანაც ეს ყველაფერი იმდენად ახალია რომ ჯერ სავარჯიშო (Perception)-იც კი არ დამატებია, ვფიქრობ შანსი გვაქვს თუ ჭკვიანურად მოვიქცევით და საქართველო შეგვიძლია მცირედით მაინც გავაძლიეროთ მომავალში.

ყველამ, განსაკუთრებით ახლებმა ეცადეთ იბრძოლოთ მხოლოდ საჰაერო ბრძოლებში რანკის (წოდების) ასამაღლებლად და შეაგროვოთ ოქროები, რადგან როცა სავარჯიშო (Perception) დაემატება თავიდანვე თუ upgrade-ს გავუკეთებთ შესაძლებლობა გვექნება ძლიერი ''პილოტები'' გავხდეთ 😉

გისურვებთ წარმატებებს