მშვიდობა თუ ომი?

Day 3,189, 12:18 Published in Georgia Spain by VuXman


საქართველოს ანექსირება და სრული ოკუპირება რუმინეთის მხრიდან უკვე 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. ეს ყველაფერი კი გამოიწვია ,,ასტერიისა" და ,,ადრიატიკის" დამაარსებელი ქვეყნის, ხორვატიის დაპირისპირებამ. რუმინეთის და ,,ასტერიის" ქვეყნების დაპირისპირება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ხორვატიასთან. საქართველოს ოკუპირება რუმინეთს დიდი ხანია უნდოდა, რადგან ფეხი მოეკიდათ კავკასიაში და ჰქონოდათ გზა აღმოსავლეთისაკენ. ომამდე რამდენიმე დღით ადრე, დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა ხორვატიის შეიარაღებული ძალები, რომლებიც რუმინული ჯარების უკრაინის ოკუპირების შემდეგ ჩადგნენ საქაართველოს დასაცავად. ხორვატიამ დატოვა დასავლეთ საქართველო და რამდენიმე დღეში დაიწყო საქართველო-რუმინეთის ომი, რომელიც 3-4 დღე გაგრძელდა და ქვეყნის სრული ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს ოკუპირებულმა მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა და ელოდებოდა მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ სერბეთმა დაიწყო ხორვატიის ოკუპაცია და ხორვატიაც განადგურდა. არსად არ ჩანდნენ ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები, უკრაინა და თურქეთი. საქართველოს მთავრობა თვლიდა რომ, აჯანყებას და წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა და პოზიციები დათმეს. რამდენიმე დღის შემდეგ აჯანყებები დაიწყო ხორვატიასა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მაგრამ უშედეგოდ.
საქართველოში მოვიდა ახალი მთავრობა, მაგრამ თანამდებობებზე დარჩნენ ყოფილი მთავრობის თავდაცვის მინისტრი და სხვა მინისტრები. აჯანყებებით და ომით დასუსტებულმა ქვეყანამ განაახლა აჯანყებები, მაგრამ ესეც უშედეგოდ. რუმინეთმა ომი სპეციალურად ზაფხულის პერიოდს დაამთხვია. ქართულ მოსახლეობაში გაჩნდა ახალი აზრი იმის შესახებ რომ, ქვეყანას ,,ადრიატიკა დაეტოვებინა და გაწევრიანებულიყო ,,ასტერიაში", მაგრამ მთავრობამ სრული უარი განაცხადა და დარჩა ,,ადრიატიკის" სამხედრო ალიანსში. ცოტა ხანში დაიწყო თურქეთ-ბულგარეთის ომი და გამოიწვია თურქეთის ოკუპაციაც. თურქეთის მხრიდან დავკარგეთ პარტნიორი. ერთადერთი საქართველოს პარტნიორი ქვეყანა უკრაინა დარჩა თავისუფალი, მაგრამ მათი მხრიდან არ წამოსულა არანაირი სამხედრო დახმარება, რადგან მათ არ სურდათ ხელახალი სამხედრო ჩარევა რუმინეთის წინააღმდეგ.
დღემდე არავინ იცის როდემდე გაგრძელდება რუმინული ოკუპაცია და ,,ასტერია"-,,ადრიატიკის" დაპირისპირება. საქართველო კი არ იცვლოს მის სამხედრო და საერთაშორისო კურსს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს საფრანგეთის, პოლონეთის, რუსეთის და ბელარუსიის მთავრობები, მაგრამ ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უნდა აღიარებდეს უკრაინის, თურქეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების მთავრობები. რუმინეთის მოსახლეობა კი ამბობს რომ, თუ საქართველოს უნდა მშვიდობა, ის უნდა გაწევრიანდეს ,,ასტერიაში" ან იყოს ,,ადრიატიკის" წევრი და იყოს მუდმივ ოკუპაციაში!!!
მე გამოვდივარ ინიციატივით და მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ დაიწოს მოლაპარაკებები ,,ადრიატიკის" წევრ ქვეყნებთან და ჩაატარონ სამიტი ალიანსის გაფართოებისა უსაფრთხოების შესახებ. ეს სამიტი იქნება ,,ასტერიისაგან" თავის დაღწევის სამიტი და გაუგზავნონ ალიანსში მოწვევის საგზური უკრაინას, მოლდოვას და თურქეთს. ეს იქნება თავის დაცვის ერთ-ერთი ხერხი და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გაერთიანება დიდ სამხედრო ოჯახში.

დიდება საქართველოს!
დიდება ადრიატიკას!
დიდება გმირებს!