კოორდინირებული შეტევები !!

Day 3,124, 03:40 Published in Georgia Georgia by Deus Hiberiae
მოგესალმებით !




თავდაპირველად ორიოდე სიტყვით შევეხები მიმდინარე პროცესებს:

ჩვენი სახელმწიფო ემზადება განახლების დამატებისათვის და შესაბამისად ვარეგულირებთ კანონებს , გადასახადებს. ბრძოლებს რაც შეეხება ჩვენ გვაქვს სავარჯიშო ომი თურქეთთან , სურვილის მიუხედავათ ვერ გავაუქმე ეს შეთანხმება , რამეთუ ჩვენი მეგობარი უკრაინა გასაჭირშია და დრო არ არის სავარჯიშო ომებისთვის. სავარჯიშო ომის დრო შემცირდა , შესაბამისად ჩვენ წავაგებთ თურქეთის - ბრძოლას თბილისისათვის , შემდეგ კი ავჯანყდებით და მოვიგებთ თბილისისათვის ბრძოლას , ამ პროცესებთან ერთად თურქეთთან დავამყარებთ მშვიდობას. შეამჩვნევდით , რომ გამოვიტანეთ კანონი სომხეთის ბუნებრი მტრად გამოცხადებაზე , კონგრესმენებს ვთხოვ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირონ ამ კანონს , რამეთუ შეთანხმებულია ჩვენ უნდა დავიკავოთ ის ორი რეგიონი , რომელიც დაგვიმატებს სახლების ბონუსებს. საგარეო პოლიტიკის კუთხით ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად , ვაღრმავებთ კავშირებს არსებულ მოკავშირეებთან , ვცდილობთ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ჩვენი სხვა მეგობარი ქვეყნები ალიანსთან.



კოორდინირებული შეტევები:

მოგეხსენებათ , რომ კოორდინირებული შეტევები აუცილებელია , რომელსაც გვავალდებულებს ჩვენი ალიანსი , რამეთუ ეს ჩვენთვისვე იქნება კარგი , უნდა ვისწავლოთ შეთანხმებული ზიანის მიყენება , ასე მტერს აუციილებლად დავამარცხებთ. საქართველოს და სომხეთის ტერიტორიების დაკავების შემდეგ , ჩვენ დავიწყებთ კოორდინირებულ შეტევებს , სასურველია ავირჩიოთ დრო , გთავაზობთ დროის მონაკვეთებს ნუმერაციით კომენტარებში დაწერეთ , მხოლოდ სასურველი დრო:

1- 9:00 საათი.
2- 10:00 საათი.
3- 11:00 საათი.
4- 00:00 საათი.
5- 01:00 საათი.


კოორდინირებული შეტევები , დარტყმის ობიექტები შეთანხმდება ძველი მთავრობის წევრებთან , საკონსულტაციო ჩათში , შემდეგ გამოქვეყნდება დარტყმის ობიექტი და ყველა ერთად შევუტევთ.

+ ძალიან გთხოვთ ვისაც შესაძლებლობა გაქვსთ შეიტანეთ ფული საერთო სამხედრო დაჯგუფევაში , მადლობა!

თქვენი მშვიდი , გაწონასწორებული - ბუნჩულა პრეზიდენტი !