პირველი დღე , პრეზიდენტი.

Day 3,122, 01:18 Published in Georgia Georgia by Deus Hiberiae
მოგესალმებით მეგობრებო.
სხვაგვარად მეგონა მოხდებოდა ყველაფერი , მეგონა , რომ გამიხარდებოდა პრეზიდენტობა , მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. რამეთუ ვაცნობიერებთ მომავალ საფრთხეს და მთელი მმართველობის პერიოდის სირთულეს გასახარებელი არაფერია.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რეპორტის ამბავს , როგორც იცით 2 პარტია დაარეპორტეს და ეს საქმე ნამდვილად არის დასაგმობი , გთხოვთ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდინოთ მსგავსი სისულელე , რეპორტის მიუხედავათ ხმები დაითვალა , მოთამაშეები შემოწმდა და აღმოჩნდა , რომ ყველაფერი მოხდა სუფთად ჩვენ არაფერი გაგვიყალბებია.
ჩემი თამაშში შემოსვლის დღიდანვე მოვხვდი , დაბოლილთა სოციალურ კავშირში , რომლებთანაც მთავრობას ცუდი დამოკიდებულება ქონდა , მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლიერებდა , გვაძლევდა მოტივაციას გვებრძოლა უფრო დიდისთვის ვიდრე იყოს ერთეულები , გვებრძოლა უფრო მეტისთვის , ვიდრე იყო სუპორტი და ასე შემდეგ , დიდი მადლობა ყველა ჩემს პარტიელს , დიდი მადლობა ფგმ-ს, დიდი მადლობა სხვა პარტიის წევრებსაც , არცერთი პარტიის წევრებსაც , რომლებმაც მხარი დამიჭირეს.
პირველი , რაც ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეებში მინდა მოხდეს , იქნება ერთი კარგი კაცის ავეუნის დაწყებული საქმის ბოლომედ მიყვანა , მინდა , რომ ჩემი იდეიდან გამომდინარ მე ვიყავი მთავრობის წევრი , მათ გვერდით , ვისაც ჩემი პარტილების მიმართ ართუისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. მინდა ჩემი გაპრეზიდენტება იყოს მაგალითი იმასა , რომ თამაშში არსებობენ ხალხი , რომლებიც თამაშისთვის ვერ ხარჯავენ ფულს , არსებობენ მოთამაშეები , რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ , არიეან ემოცუირები , ზოგიც უსაქმურია , ზოგიც აპოლიტიკურია , მაგრამ ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო არ უნდა გავყოფილიყავით 2 ნაწილათ. მინდა გთხოვოთ ყველას შევრიგდეთ , დავივიწყოთ ყველაფერი , რაც ერთმანეთისათვის გვიწყენინებია , და ვცადოთ თანამშრომლობა , ვიბრძოლოთ ერთად მეტისთვის ვიდრე არის არჩევნებში გამარჯვება , ვიბრძოლოთ ქვეყნის გამარჯვებისთვის.
ყველა ვინც ეთანხმება იმ იდეას , რომ უნდა შევრიგდეთ და უნდა დავივიწყოთ ყველაფერი , ძალიან გთხოვთ ენდორსი გააკეთეთ და ეს თანხა სრულად შევა ბიუჯეთში სულ , რომ 1000 ლარი მოგროვდეს მაინც 😁 , დიდი მადლობა ყველას , თქვენი იმედი მაქვს ძალიან გთხოვთ ნუ გაუცრუებთ იმედებს თქვენს ქვეყანას.
ჩემი მოსვლა სწორედ ხიდის მშენებლობით დაიწყება , გახსოვდეთ , რომ ხიდი დიდი ხანია ჩანგრეული და ვიღაცას ეს უნდა ეთქვა , ვიღაცას ვისაც არავისთვის და არასოდეს უწყენინებია.

თქვენი მონა მორჩილი !

ენდორსი ყველამ !