უმოქედო პრეზიდენტი და მომავალი არჩევნები

Day 2,993, 22:23 Published in Georgia Georgia by Sir Integra


როგორც მაია იტყოდა მოდი დავრბუნდეთ წარსულში.

- 2015 წლის აგვისტო. იმ დროისთვის სადღაც 2 თვე თამაშ-ს თავი დავანებე, ერთ დღესაც მომწერა ერთ ერთმა მოთამაშემ, ირანთან ომი იწყება დაბრუნდი ერთი ამბავიაო, დავბრუნდი და მხვდება სიტუაცია, ჩვენმა მთავრობის ლომებმა ირანის მთავრობას დასცინეს გააფარჩაკეს, ხალხმა დაამატა და სტატიებში სულ დედის ტრაკი ატრიალა, ირანი დაღრენილია და მოდის ჩვენ წასაშლელად.

როგორც ყოველთვის მე და ჩემმა განუყოფელმა ძმამ ლუკა კობერიძემ ვიკისრეთ საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციები, გავესაუბრეთ ირანის მთავრობას, შევთანხმდით დეტალებზე, ყველაფერი გავამზადეთ იმისთვის რომ გაგვეყო სომხეთი შუაზე და ომი თავიდან აგვეცილებინა. რათქმა უნდა თვით დაჯერებულმა მთავრობამ ისევ ივაჟკაცა მაგრამ ამ მომენტში დაცინვით აღარ შემოიფარგლა და შეურაწყოფაზე გადავიდა, ამს მოყვა ირანის მთავრობის მოლაპარაკებებზე უარი და ჩვენი რუკიდან წაშლა.

ეს წაშლილი და გაფარჩაკებული ქვეყანა რათქმა უნდა წილად გვერგო მე და ჩემ (ე.წ უმოქმედოებს). 2 კვირის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები ირანის მთავრობასთან, კამათი, დებატები თუ რა გვინდოდა ჩვენ, რა უნდოდათ იმათ, ერთი და იგივე, მაგრამ უშედეგოდ, ირანი ითხოვდა ბოდიშ-ს <- რატომ? პირველი აბზაცი წაიკითხეთ.

მინდა მოგახსენოთ რომ იმ დროისთვის რუკაზე არ არსებობდა თურქეთი და ხორვატია, საბერძნეთთან არ გვქონდა არანაირი კავშირი, რეალურად გვერდზე გვედგა 5-6 ქვეყანა, მიუხედავად ყველაფრისა უკრაინული სამხედრო დანაყოფების და იმ მცირე მეგობარი ქვეყნების დახმარებით მოვახერხეთ ომით 3 რეგიონის დაბრუნება, ამის შემდეგ ისევ მივუჯექით მე და სტივი მოლაპარაკების მაგიდას და საბოლოო შეთანხმებასაც მივაღწიეთ, მოკლედ ირანმა დანარჩენი 2 ტერიტორია უბრძოლველად დატოვა.

მოდი ახლა განვიხილოთეს ყველაფერი:

როცა კონკურენტი, ჩემი მეგობარი გიგი მაკრიტიკებს უმოქმედობაში მინდა გაგახსენოთ რომ ჩემი უმოქმედობით და ჩემი ბიჭების იმ დაგეგმილი ომით რომელიც ნაბიჯ ნაბიჯ გვქონდა გათვლილი, დავბრუნდით რუკაზე მაშინ როცა, გარშემო გვაყვდა სერბეთი და რუსეთი. პირდაპირ გეტყვით გინდ გეწყინოთ გინდ არა, რომ არა ჩვენ მაშინ კიდევ კარგა ხანი იქნებოდა ქვეყანა წაშლილი და ერთადერთი შანსი რითიც რუკაზე დაბრუნდებოდით იქნებოდა ბოდიში რომელსაც ბოლოს მაინც მოიხდიდით, იმიტომ რომ ხალხი მთავრობას აუჯანყდებოდა და მთავრობას სხვა გზა აღარ ექნებოდა.

მაშინ მე ხალხს სიტყვა მივეცი, რომ ქვეყანას ასე არ მივაგდებდით და ყველაფერს თავის ადგილზე დავალაგებდით, არჩევნებამდე ზუსტად ორი დღით ადრე 5-ვე რეგიონი განთავისუფლდა, ირანთან შეთანხმებას ხელიც მოეწერა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, ამის შემდეგ დავტოვე ჩემი პოსტი და წავედი ეგვიპტეში.

ახლაც გაძლევთ იგივე პირობას, ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ქვეყანას ამ გასაჭირიდან გამოვიყვანთ, ბრაზილიასაც გავაგდებთ, ისრაელის მიწებსაც დავიბრუნებთ და მშვიდობასაც დავამყარებთ, მარტო შემიძლია ეს? მე არა, ჩვენ ერთად კი, ასე რომ სანამ ვინმე დამაბრალებს უმოქმედობას ჯობია ისტორიას გადახედოს.

გაქვთ 2 ვარიანტი, მენდეთ მომეცით ხმა და დამამთავრებინეთ ის რაც დავიწყე ან აირჩიეთ ჩემი კონკურენტი და წადით რისკზე. არჩევანია თქვენია

დიდი მადლობა

ყოველთვის თქვენ სამსახურში
თქვენი სებასტიანი