Η ΤΑΝ Η ΕΠΙ ΤΑΣ - ფარით ან ფარზე

Day 2,982, 07:44 Published in Georgia Georgia by Sir Integra

მოგესალმებით

გადავწყვიტე ორი სიტყვით ომის შედეგი შემეჯამებინა.

შეჯამება ამ შემთხვევაში მადლობა უფროა ვიდრე ომის შედეგი, მაგრამ მანამდე მინდა რამდენიმე ფაქტს გავუსვა ხაზი.

ვიცი დაიწერება სტატიები, მთავრობამ მიქარა, შეცდა, ჩა----ვა... ვერ გაგამტყუნებთ, მთავრობაში რომ არ ვიყო და დეტალები არ ვიცოდე არაა გამორიცხული მეც იგივე მეფიქრა, ასე რომ მოდით შეძლების და გვარად გაგაცნობთ დეტალებს.

დავიწყოთ თავიდან, გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ ერთიანად, მაგრამ შეტევის ინიციატორები ვიყავით მე და ლუკა კობერიძე (The Beast From Asprovalta).

რამდენიმე კვირის წინ შედგა შეხვედრა სადაც განვიხილეთ იდეა თუ როგორ შეიძლებოდა დაგვებრუნებინა თურქეთის რეგიონი, მივედით აზრამდე რომ საჭირო იყო მასიური შეტევა, ეს უნდა ყოფილიყო შეტევა მინიმუმ 3 ფრონტიდან. სამწუხაროდ უკრაინამ ბულგარეთთან ომის გამო შეტევაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ასე რომ დავრჩით ჩვენ..

ასე ჰარი ჰარალოზე შეტევით არაფერი გამოვიდოდა ირანის ყურადღების გადასატანად კი მხოლოდ ერთი გზა იყო, "შიგ გულში ჩასთხრა" თეირანზე შეტევა და ყველანაირი ძალის იქ გადასხმა.

ჩემი და ლუკას გეგმა იყო თეირანზე თავდასხმა, ასე რომ თუ ვინმეს რამე უნდა დაბრალდეს, შეგიძლიათ სიის თავში ჩვენ დაგვსვათ. არ გეგონოთ ამით ვამაყობდე, პირიქით ბოლო წუთამდე ვფიქრობდი დამეჭირა თუ არა ღილაკს ხელი, იმიტომ რომ ვიცოდი ეს იყო ხარაკირი, ხისტად რომ ვთქვათ საკალბასე ხორცობა, მაგრამ როგორც ვთქვი ეს უნდა გაგვეკეთებინა. ამას არ ვნანობ, პირიქით კიდევ რომ მქონდეს შანსი ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი. ეს იყო ჩვენი ვალი როგორც მეგობარი, ჩვენი ვალი როგორც მოკავშირე, ჩვენი ვალი როგორც ძმა და ჩვენი ვალი როგორც ერთგული მეზობელი


ახლა რაც შეეხება შეჯამებას

რაც ჩვენ ამ ორ დღეში გავაკეთეთ დარჩება ისტორიას, ვიბრძოლეთ 3 და 4 ფრონტზე, მტერს დავახარჯინეთ ასეულობით ათასი ლარი,დოლარი ან რაც გინდა უწოდეთ, ყველას ვაჩვენეთ რომ ძმას და მეგობარს ბოლომდე გადავყვებით და ყველაფერს დავკარგავთ.

გუშინ როცა ირანმა შემოგვიტია feed აივსო ასეთი ტექსტით "მხარი დაუჭირეთ საქართველოს. საუკეთესო მოკავშირეს" მე პირადად ვამაყობ რომ ხალხმა ასეთი სტატუსი მოგვანიჭა, არ აქვს მნიშვნელობა თამაშია თუ სიმულაცია, მეგობარი გასაჭირში არ დავტოვეთ და როგორც დიადმა Murphy-მ თქვა, ფარით ან ფარზე.

ასე რომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას ვინც ბოლომდე იბრძოლა, ყველას ვინც არ დანებდა და თითოეული თეთრი დახარჯა და ყველას ვინც დაივიწყა ყველანაირი პოლიტიკური კინკლაობა რათა ქვეყნის ინტერესები ბოლო წუთამდე დაეცვა

დიდება საქართველოს
დიდება თურქეთს
დიდება მეგობრებს.

ფარით ან ფარზე !