გილოცავთ, თქვენ დღეს ხმა მიეცით საქართველოს წაშლას

Day 2,953, 10:37 Published in Georgia Argentina by M i r M i

5 საათის წინ გამოიტანეთ კანონი
http://www.erepublik.com/en/main/law/Georgia/169618
რომლითაც საქართველო თავს ესხმის ირანს.

16-მა ცხვარმა უკვე ხმა მისცა ამ კანონს და თქვა რომ ეს ომი საჭიროა.
თქვენ ომი გამოუცხადეთ ირანს, რომელმაც გადაძოვა თურქეთი და კვიპროსი და ჩვენთვის ამ ომების გამო არსებითი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, იმის გამო რომ გაგვიმართლა და სომხეთი დავიკავეთ აქ გაჩერდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მეტი გინდათ და ამ მეტს ვერ მიიღებთ.

ამ ომების განმავლობაში, დაშვებული იყო რამდენიმე ძალიან სერიოზული შეცდომა.

მაგრამ გაგვიმართლა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაგვიმართლა, მე არ ვიცი ირანის მოდ რაზე ფიქრობდა, მაგრამ ძალიან მარტივად შეეძლოთ კუდამოძუებულები გამოვეშვით. იყო ამის მომენტები.

გაგვიმართლა რომ აქცენტი ჩვენზე არ ჰქონდათ, მთელი ძალების კონცენტრირება მოახდინეს ჯერ თურქეთზე, მერე კვიპროსზე, და გავძვერით.

ნაცვლად იმისა, რომ ამ ფაქტით ვისარგებლოთ, ცოტა მოვღონიერდეთ და მტერს დავხვდეთ, პარალელურად ტურქეთს დავეხმაროთ, ვაცხადებთ ნე-ს.

ჩვენ და თურქეთს, ირანთან საერთო მხოლოდ 1 რეგიონი გვაქვს და თუ მოვიგებთ (მეტი არ აგიდგეთ) თურქეთი ირანის ომი წყდება და ამ მონსტრის წინაშე მარტო ვრჩებით.

თუ თურქეთი ირანის ბოლოდროინდელ პინგ-პონგს გავითვალისწინებთ არ გამიკვირდება რომ იმ ომის შეწყვეტა ბევრს უნდოდეს და განტევების ვაცის სახით საქართველო იპოვეს, რომელსაც ჯერ ერთ რეგიონს მიცემენ მერე კიდე უკან დაუტრიალებენ ყველაფერს.

ასეთი უპასუხისმგებლო და საკუთარი ტრაკის ქეიფზე ქვეყნის მატარებელი ხელისუფლება, ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია.

ხელისუფლება რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს (მათ შორის მილიონ რჩევას რომელიც ჩვენს ჯგუფს თემოსთვის მიუცია და აფრთხილებდნენ რომ სისულელეში ხელახლა არ გახლართულიყო) და აკეთებს იმას რაც უნდა. და ასეთი ცხვრები არ ჰყოლია კონგრესს ტავის წევრებად არასდროს, რომელიც კითხვის დაუსმელად ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე კიო იძახის.

ხომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს? ჰოდა მიდით და იომეთ ბიძია.

ვინც იტყვის რომ ესაქართველოს ცუდი გამიხარდება და წაგება გამიხარდება, ის იქნება ყლე, მაგრამ ამ ყლეობაში მე თქვენ გვერდით არ დავდგები, და ახლა იმიტომ კი არ ვყვირივარ რომ წაგება გამისწორდება, იმიტომ ვყვირივარ რომ 99% ეგ გარდაუვალი მგონია და ეს ყლეზე გკიდიათ.

მოიგეთ, ღმერთმა გაგიმარჯოთ, მაგრამ ძალიან მეეჭვება.