[რესპები] რესპუბლიკური პარტია - განცხადება

Day 2,902, 04:12 Published in Georgia Georgia by Shred Them All


მოგესალმებით, ყველა "რესპის" სახელით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჯერ ჯერობით, საკუთარი კანდიდატი არ გვყავს პრეზიდენტობაზე და არც ტოპ-5 პარტიაში ვართ, რომ კონგრესის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა მიზანი დასახულია და ამ ყველაფერს წინ ვერაფერი აღუდგება.

პირველ რიგში შევეხები იმ თემებს, რომლებიც ჩვენი აზრით ცუდ ვითარებაშია და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოსწორდეს.

1. უნდა მოისპოს დიქტატორობა, გასაგებია რატომაც გააკეთეს დიქტატორობა და მადლობა მათ იმისათვის, რომ ქვეყანა დაიცვეს, ისე როგორც იმ მომენტში იყო შესაძლებელი, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული, ჩვენი აზრით მოვიდა დრო, გაუქმდეს დიქტატორობა და პრეზიდენტს მიენიჭოს ყველა უფლება, რაც უნდა ჰქონდეს მთავარსარდალს, დიქტატორობის გაუქმება გამოაცოცხლებს პარტიულ ცხოვრებას და კონგრესსაც დაუბრუნებს თავის ფუნქციებს.

2. ახლა მივყვები მინისტრებს, რას უნდა აკთებდნენ წესით, პირველი ვთქვათ კულტურის მინისტრი, სიმართლე გითხრათ ყველაზე ნორმალური მინისტრი არის ზუსტად კულტურის მინისტრი, თუმცა ბევრად მეტი არის გასაკეთებელი, უნდა იყოს დაფინანსება რომელიც წამოვა ზევიდან, ჩატარდეს კონკურსები (რომლებიც ტარდება თუმცა იშვიათად), კულტურის მინისტრმა უნდა ითავოს, საქართველოზე დაწერილი სტატიების უცხოეთში გავრცელება, უნდა იცნობდეს თავის კოლეგებს სხვა ქვეყნებში და უნდა ჰქონდეს მათთან მუდმივი კონტაქტი.

3. განათლების მინისტრი - განათლების მინისტრს ევალება, დააკვალიანოს ახალი მოთამაშეები, ჰქონდეს დაფინანსება რათა ახალი მოთამაშეები წაახალისოს, გააკეთოს სტატიები მათთვის, თავისი სასწავლო ვიდეოებით, აუხსნას პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციები ქვეყანაში, რა თქმა უნდა ისე, რომ მასთან ლაპარაკის შემდეგ მის პარტიაში შესვლა არ მოგინდეს მომენტალურად, ყველაფერი მიუკერძოებლად.

4. საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აბარია და მე თუ მკითხავთ სჭირდება 2-3 მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრს ევალება, მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს მეგობარი ქვეყნების იგივე ტიპის მინისტრებთან, აწარმოოს მოლაპარაკებები, გამოაქვეყნოს სტატიები სხვადასხვა ქვეყანაში ახალ სამხედრო თუ პოლიტიკურ ამბებზე, შეუძლია დაიქირაოს ელჩები ქართველები და შეიძლება უცხოელებიც, როლებიც ბიუჯეტიდან მიიღებენ განსაზღვრულ გადასახადს ინფრომაციისათვის.

5. თავდაცვის მინისტრი - ამ შემთხვევაში პირდაპირ დაგიწერთ, ერთ-ერთი ჩვენი წევრის სიტყვებს, რომელსაც სამხედრო განათლება აქვს მიღებული და ბევრად მეტი ესმის:
უნდა მოხდეს ჯგუფების შექმნა და ამ ჯგუფების მუდმივი კონტროლი ახლა ჩამოვწერ პუნქტებს რომლებიც ზევიდან ქვევით კონტროლდებიან:
• თავდაცვის მინისტრი
• მინისტრის მოადგილეები
• გაერთიანებული შტაბის უფროსი
• ყველა ჯგუფის სარდლობა
ჯგუფებში მოაიზრება :

ჯგუფი 1 - პირადი შემადგენლობის და ინფორმაციის დეპარტამენტი
ჯგუფი 2 - დაზვერვის დეპარტამენტი
ჯგუფი 3 - ოპერატიული და სტრატეგიული დაგეგვმის დეპარტამენტი
ჯგუფი 4 - ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ჯგუფი 5 - სამხედრო განათლებისა და მომზადების დეპარტამენტი
(* ყველა ჯგუფი ფინანსდება ბიუჯეტიდან)

6. პრემიერ-მინისტრი - ეს ადამიანი მუდმივად უნდა იყოს სხვა მინისტრების კონტროლში, ის არის დამაკავშირებელი ხაზი პრეზიდენტსა და მინისტრებს შორის, ყველა ინფორმაცია რა სახისაც არ უნდა იყოს, ჯერ გადის მინისტრებთან ან მათ მოადგილეებთან და შემდეგ მინისტრებთან, შემდეგ მიდის პრემიერთან და მხოლოდ ამის მერე უნდა მოხვდეს ეს ინფორმაცია პრეზიდენტთან.

7. პრეზიდენტი - ამ ადამიანმა უნდა მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, თუმცა მე და პარტიაც ასეთ რაღაცას გთავაზობთ, შედგეს გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ყველა პარტიიდან 1 კაცი, ვთქვათ შეიკრიბა 8 კაცი + პრეზიდენტი, წინადადება თუ მოდის მინისტრებისგან, როგორც ვთქვით ის პრემიერის გავლით მივა პრეზიდენტამდე, პრეზიდენტი კი იქნება ვალდებული სანამ კონგრესს დაუკავშირდება, მანამდე დაჯდეს და ამ 8 კაცთან ერთად განიხილოს ესა თუ ის საკითხი, ეს 8 კაცი იქნებიან მრჩეველები, ამ შეხვედრის ჩავლის შემდეგ კი გადაწყდება ყველაფერი, შემდეგ კონგრესი და მივიღებთ შედეგსაც.

ახლა კი რაც შეეხება პარტიას, ჩვენი პარტია იწყებს აღზევებას, დაიწყო უკვე აქტიურობა პარტიის შიგნით, რაც მთავარია, ახლა კი ვიწყებთ ახალი წევრების მიღებას, ჩვენ გთავაზობთ თამაშს ყველაზე დემოკრატიულ პარტიაში, ამ პარტიაში არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახალი ხარ, ჩვენთან ყველას აქვს 1 ხმა და არა ნახევარი და ერთ ნახევარი, ყველა იძახის თავის სიტყვას და დანარჩენები უსმენენ შემდეგ კი გამოგვაქვს საერთო აზრი, ამას ჰქვია პარტიულად მუშაობა. იქნება რჩევები გამოცდილი მოთამაშეებისგან და ასევე მატერიალური დახმარება ასე რომ გელოდებით ყველას, გადმოდით და ერთად გავხდეთ ესაქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტია და მომავალში შესაძლო მთავრობაც, გპირდებით, რომ როგორი იდეებიც არ უნდა გქონდეთ ყველა მოგისმენთ.
ახლა კი თუ აქამდე ჩამოხვედით და მთლიანად წაიკითხეთ საჩუქრად ჩემგან 500 ენერგიის მოსამატებელი საჭმელი, დაწერეთ კომენტარებში "გაუმარჯოს რესპებს"