ცვლილება სახელმწიფოს მართვის მოდელში

Day 2,770, 19:16 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

მოგესალმებით
მინდა მოგახსენოთ ახალი მოდელის შესახებ, რომლითაც ვაპირებ ქვეყნის მართვის გაგრძელებას.
არ ვიცი ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი, მაგრამ თუ გაამართლა ამ მოდელმა, იმედი მაქვს არ შეცვლის არაფერს.

მაშ ასე...

1. "უშიშროების საბჭო"
იქმნება უშიშროების საბჭო
საბჭოში შევლენ გამოცდილი, აქტიური მოთამაშეები. დამოუკიდებლად იმისგან, რომელ პარტიაში იმყოფებიან ან რა თანამდებობა უჭირავთ. მთავარია მათი საქმიანობა სასიკეთოდ წაადგეს ესაქართველოს. აგრეთვე პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი.
უშიშროების საბჭოს ფუნქცია იქნება განსაზღვროს ქვეყნის მიმართულება, ნებისმიერი მოქმედება და კურსი. დასახოს ამოცანები და მათი შესრულების გზები.
საბჭოს წევრების ზუსტი რაოდენობა დადგენილი არაა.
შემადგენლობას დაასახელებს პრეზიდენტი (ანუ ამ შემთხვევაში მე). თუ ვინმეს უკეთესი იდეა გაქვთ შემადგენლობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გულისყურით მოგისმენთ.
საბჭოს შემადგენლობას დავასახელებ დღეს საღამოს.
მოგიწოდებთ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა და დაასახელოთ კანდიდატები.

2. კონგრესი
უშიშროების საბჭო მხოლოდ განსაზღვრავს და სახავს ამოცანებს. რატიფიცირებამდე კი აუცილებელი იქნება დაამტკიცოს კონგრესმა. ეხლა შექმნილია კონგრესის ჩატი სკაიპში, მაგრამ ამ საქმიანობის დაწყება ალბათ მაინც მომავალ კონგრესს მოუწევს.
ნებისმიერი ინიციატივა დასამტკიცებლად გადაეცემა კონგრესს. კონგრესი უბრალო ხმის მიცემის გზით დაამტკიცებს ან უარყოფს პროექტს. დასამტკიცებლად საჭირო იქნება ხმათა 50 პროცენტი. ვადა 24 საათი.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ კონგრესმა შეარულოს ის როლი, რაც აკისრია იდეაში და კონგრესმენობა არ იყოს უბრალოდ მორიგი მუქთა ოქროს მოპოვების შანსი. როცა კონგრესს ექნება უმნიშვნელოვანესი ეგადაწყვეტილებების მიღების ფუნქცია, პარტიების პრეზიდენტებიც (მათ შორის მეც) მეტი ყურადღებით მიუდგებიან საარჩევნო სიის თანმიმდევრობას.
უშიშროების საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ამავდროულად კონგრესმენიც.
გათვალისწინებულია აგრეთვე კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობაც.

3. პრეზიდენტი
პრეზიდენტი (ამ შემთხვევაში მე) ნებაყოფლობით აცხადებს უარს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, გარდა აუცილებელი გარემოებისა (გარემოების არსებობას რა თქმა უნდა თვითონ გადაწყვეტს 🙂 ). სამაგიეროდ პრეზიდენტი იტოვებს ვეტოს უფლებას საბჭოს ნებისმიერ ინიციატივაზე ან კონგრესის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

4. მინისტრთა კაბინეტი
პრემიერმინისტრი ვალდებულია პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნოს მინისტრს, თვისი სფეროს მიხედვით, ან მინისტრთა კაბინეტს და შემდეგ ყურადღება მიაქციოს დავალების შესრულებას.


პატივისცემით
ესაქართველოს პრეზიდენტი
ჯიმი ლევი