კანონპროექტი
FxoveLi
მოგესალმებით
ალბათ ყველა თგვენგანისთვის ცნობილია, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია საქართველოს შრომის ბაზარი, გამომიდინარე ანაზღაურების დაბალი დონიდან. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია სამუშაო უცხო ქვეყნებში ეძიოს, რაც მნიშვნელოვნად ზარალს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს. (საუბარია შრომის ანაზღაურების % მიღებულ შემოსავალზე) ჩემი აზრით ურიგო არ იქნებოდა თუ ქვეყანაში დავაწესებდით სამუშაოს ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს და რატომ: ეს კანონი ძირითადად შეეხებათ მოქალაქეების ნაწილს (იგულისხმება "ბიზნეს ელიტა"),ვინაიდან სამუშაოზე მოთხოვნას ძირითადად განსაზღვრავენ ის მოთამაშეები, რომლებსაც საკმაოდ განვითარებული აქვთ წარმოება და ეკონომიკურად გამართულები არიან. ბუნებრივია ამით მათი მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეს პროექტი მათთვისაც მომგებიანი იქნება. შედეგად ქვეყანაში განვითარდება ადგილობრივი სამუშაო ბაზარი და გაჩნდება დამატებითი შემოსავალი, რაც მეტ საშვალებას იძლევა ქვეყნის განვითარების.
ველოდები თქვენს შენიშვნებს 🙂
Comments
სჯობს ბევრი მოთამაშე იყოს შეძლებული,ვიდრე ერთეულები ძალიან მდიდრები და დანარჩენები სულს ღაფავდნენ
არ ღირს მაგის გაკეთება, ეგ რომ ავწიოთ, მენეჯერული შრომაც გაძვირდება (გადასახადი) და სულ დავღუპავთ ხალხს.
სალამი. მინიმალური ზღვარი გვაქვს, მგონი 5 ლარი
http://www.erepublik.com/en/country/economy/Georgia იგივე გვერდს დაგიდებ, რომელიც ადრე შემომთვაზე თავად. ბოლოში მკვეთრად წერია, რომ მინიმალური ხელფასი 1 ლარია. ამ ქვედა ზღვრის აწევა ოდნავ ურიგო იდეა არაა სხვათაშორის.