მთავრობა, EDP და ა.შ

Day 3,136, 05:07 Published in Georgia Argentina by M i r M i

მააშასადამე გამარჯობა.

ამ სტატიას პირობითად რამდენიმე პუნქტად დავყოფ და მოკლე შინაარს თავიდანვე მოგაწვდით.
მაშ ასე, დღეს თქვენ წაიკითხავთ:

1. ჩემს მოსაზრებებს საქართველოს მთავრობის მუშაობის შესახებ, ქებას და კრიტიკას, ხოტბის შესხმას და განქიქებას.

2. საკითხი შეეხება ეროვნულ დემოკრატიული პარტიას, წევრებს, კონგრესს და კონგრესმენებს.

3. სხვა სალაღობო ამბები.

1. საქართველოს მთავრობა

ნუ, როგორც ყველა მთავრობა, საქართველოს მთავრობას რამდენიმე სამინისტროსგნ შედგება. ხშირ შემთხვევებში მათი ფუნქციები ერთმანეთშია არეული, თუმცა ყველას თავისი გამოკვეთილი როლი და ფუნქცია აკისრია. საერთო ჯამში მთავრობის მუშაობა დამაკმაყოფილებელია, იქედან გამომდინარე რომ ზოგიერთი სფერო აშკარად ჩავარდნილია, ზოგიერთი კი აშკარად რირსეულად მოქმედებს, შესაბამისად მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.

დავიწყოთ ყველაზე მსუბუქით:

1.1. განათლების სამინისტრო

როგორც ჩემს წინა სტატიაში აღვნიშნე (ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.erepublik.com/en/article/-1344-2601552/1/20 ) განათლების ახალი მინისტრი კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ვიხილეთ რამდენიმე შემეცნებითი სტატია მისი შესრულებით და ზოგადად ამ ადამიანთან ასე თუ ისე მაქვს კონტაქტი და ძალიან მონდომებულია არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ქვეყანას დაეხმაროს, არამედ მონდომებულია იმ კუთხითაც რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს ,,გაიზარდოს" და საბოლოოდ რასაკვირველია მისი ცოდნა ქვეყანას მოხმარდება, რაც მისასალმებელია.

აქ შეგიძლიათ მსუბუქი ტაში შემოცხოთ.

2. ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს მართვა თითქოს მარტივია, დააყენებ რამდენიმე გადასახადს და ჰოპლა, მორჩა კინო, მაგრამ არც მთლად ეგრეა. არ მაქვს დეტალური ინფორმაცია ნამდვილად, არ მიკითხავს, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ ჩვენი ბიუჯეტის მაღალი შემოსულობები ეკონომიკის მინისტრის დამსახურებაა. რაც რასაკვირველია კარგია, ამიტომ მსუბუქი ტაში აქაც არ გვაწყენდა.

მააგრამ, ამ ტაშს შიგადაშიგ შეგვიძლია სტვენაც გამოვურიოთ.
ქვეყნის 100%-იან ბონუსის შესახებ ინფორმაციას სჭირდება ერთ კარგ პაკეტად შეკვრა და ამ პაკეტის ინვესტორებისთვის მიწოდება. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც 1-2 დღის დასრულებული იყო რესურსების ომი, და ასევე 1-2 დღეში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მე ეს საქმე სათუო საქმედ მიმაჩნდა, საჭირო იყო კარგი ტექსტის მომზადება და მეგობარ ქვეყნებში სტატიების გავრცელება, რომ მეგობარი ქვეყნების ბიზნესმენებს ესარგებლად ჩვენი სახლების ბონუსით. ამ სტატიების დაწერა სათუო აღარ შეიქმნა მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ რესურსების ცვლილება მაშინვე არ მოხდებოდა, შესაბამისად ჯერ კიდევ გვქონდა დრო ჩვენი ბონუსისთვის პიარი გაგვეკეთებინა. თუმცა 2 კვირის მანძილზე ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა, რაც სტვენის საფუძველს იძლევა, თუმცა დაგვიანებული არაფერია, ეს გეგმა მე მივაწოდე მოქმედ ხელისუფლებას და დაახლოებით 1 კვირა კიდევ არის იმისთვის რომ იგი განხორციელდეს. იმედია ასეც იქნება, ყოველ შემთხვევაში მათგან დადებითი მესიჯები მოდის, და ზოგადად ხელისუფლება კარგია იმ კუთხით, რომ შენიშვნა/რჩევებს თუ ის რაციონალურია როგორც წესი ითვალისწინებენ. (იმ მომენტს თუ არ ჩავთვლით წინა სტატიაში დავინჩი რომ კასტუმიდან ამომიხტა რას კადრულობო 😁) )


3. საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები

ეს ორი იდეაში ცალ-ცალკე უნდა მიმოვიხილო, მაგრამ ავხსნი რატომაც ჩავსვი ერთად.

უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია ახალი რესურსების გამო და წინ დიდი გამოწვევები გველის. გამოწვევები რა - ომები. მაგრამ საკითხის ომამდე არ მიყვანა, ან ამ ომის გადადება/პრევენცია მაქსიმუმია, რაც ქვეყანას შეუძლია გააკეთოს მანამ სანამ ქარიშხალი ამოვარდება. ამისთვის საჭიროა კარგად მუშაობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო.

ასევე არაერთხელ აღვნიშნე ის, რომ იმ მონაპოვარს რაც გვაქვს, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და ხორვატია დაფრინდა ჩვენს ტერიტორიებზე, ჩვენ გადავდგით მომდევნო ნაბიჯი და გვაქვს საჭირო მპპები. (თუმცა უმნიშვნელო ხარვეზები აქაცაა, მაგალითად ხორვატიასთან მპპ-ს უკვე 5 დღეა ვადა გაუვიდა ჩვენი ხელისუფლება კი განახლებას არ ჩქარობს. და ვინჩი, შენს გასაგონად ვამბობ :დ) აღნიშნული ქმედებები ერთგვარი პრევენციაა, რომ მოსალოდნელი ომი ან თავიდან ავიცილოთ, ან გადავდოთ. იმიტომ რომ როდესაც ხარ ძლიერი, ძლიერი მეგობრების გარემოცვაში სანამ მტერი ეცდება ერთ ადგილზე დაგაფრინდეს მანამდე კარგად დაფიქრდება. ანუ, თავდაცვის პირველი კომპონენტი - საერთაშორისო ურთიერთობები - ფაქტობრივად მოგვარებულია.

რაც შეეხება თავდაცვის მეორე კომპონენტს, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებულობას ეს საკითხი კრიტიკას ვერ უძლებს. ჩემს წინა სტატიაში მე ვისაუბრე სტრაიკების აუცილებლობაზე, კარგად ორგანიზებულ თავდაცვაზე, მაგრამ უკვე 2 კვირა გავიდა და მხოლოდ დღეს დაინიშნა თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ცოტა ქვემოთ გავაკრიტიკებ. 😁

სტრაიკები რეალურად არ გვაქვს. გუშინაც 7 კაცი ვიყავით ონლაინ. რაც პირველ რიგში თავდაცვის სამინისტროს ბრალია. რასაკვირველია არასდროს გამოვირჩეოდით სტრაიკების დროს სიმრავლით, მაგრამ 15-ზე მეტი ადამიანი მაინც იყო ხოლმე და ის შედეგი რაც ამ ხელისუფლებას აქვს კატასტროფულია.

რატომ არის სტრაიკები მნიშვნელოვანი?
იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ჯარით, ამიტომ გვინდა მაქსიმალურად ეფექტური არმია, რომ ჩვენი ორგანიზებულობით ჩვენზე ძლიერ მტერს ბოლი ვადინოთ. და ამის საშუალებას თამაშის მექანიზმი იძლევა, საჭირო დროს, ძალის და დარტყმის სწორი მობილიზება რაუნდის/ომის მოგების გარანტიაა. ამიტომ ერთობლივი ვარჯიში აუცილებელია იმისთვის რომ საჭირო მომენტში შევძლოთ ერთობლივი ბრძოლა!!!

ამისთვის საჭიროა მუდმივად აქტიურად მუშაობდეს თავდაცვის სამინისტრო მუდმივი სტატიები, შეიძლება დღეში რამდენიმე, ხალხის დასპამვა, უნდა მოხდეს ხალხის ორგანიზება რა, რაც სამწუხაროდ დღემდე არ მოხდა.
უნდა დაინიშნოს ძირითადი მუს აქტიური მეთაური, რომელმაც უნდა დანიშნოს აქტიური კაპიტნები, რომელმაც უნდა აკონტროლოს მისი რეჯიმენტის ხალხის აქტივობა ... მოკლედ... უნდა, უნდა, უნდა... ამ მხრივ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ჯერ შედეგი არის 0!

რაც შეეხება ახალ თავდაცვის მინისტრს, დღეს დაინიშნა და ვიხილეთ უკვე მისი სტატია (გადადით ამ ბმულზე: http://www.erepublik.com/en/article/-mod-1-2602729/1/20 ) თუმცა რაც არ მომწონს ისაა, რომ შეიცვალა შეკრების ადგილი, თვითნებურად. როდესაც გუშინ ამ ადამიანმა ჩატში დაწერა აქ შევიკრიბოთო ავუხსენი რომ არაა პროდუქტიული მანდ შეკრება და რიზონი ჯობია. ამ მოთამაშეთა 99% იყენებს რიზონს/ირკს და კომუნიკაცია მანდ აქვთ, ამიტომ ჩვენთვისაც უფრო კომფორტულია შევეჩვიოთ მანდ ყოფნას, გამოსადეგია არა მხოლოდ საურთიერთოდ ერთმანეთთან, არამედ უცხოელებთანაც. მეორეც, როცა ვირჩევდით შეკრების ადგილს ჩატარდა გამოკითხვა, მონაწილეობა ცოტამ მიიღო მაგრამ საბოლოოდ უმრავლესობა ირკზე/რიზონზე შეთანხმდა (იხილეთ აქ: http://www.erepublik.com/en/article/-1344-2601624/1/20 ) თუმცა აღნიშნული შეიცვალა. ბოდიში მაგრამ არ ვაპირებ როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე ყველა ჩატს მოვედო, არის ერთი ჩატი და იყოს ეს ჩატი, თუ არადა ირბინეთ სკაიპიდან ფორუმზე, ფორუმიდან რიზონზე, რიზონიდან ახალ ჩატში და ასე დაუსრულებლად ...

მოკლედ, ორიანი.

რაც შეეხება EDP-ს 🙂

ენერგია ლამის გამომეცალა წერისას ამიტომ მოკლედ ვიტყვი :დ გაწევრიანდით პარტიაში და დარეგისტრირდით კონგრესმენობის კანდიდატებად, აუცილებლად დარეგისტრირდით თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია.
დეტალები იხილეთ აქ:
http://www.erepublik.com/en/article/edp-congress--2602183/1/20