[MOC] _ ეკონომიკა

Day 2,924, 10:22 Published in Georgia Georgia by Ministry Of Culture eGeorgia

გამარჯობა დღეს გადავწყვიტე, რომ კულტურის გარდა სხვა სფეროსაც შევეხო და არჩევანი ეკონომიკაზე შევაჩერე. 25 კომენტარის მისია აქაც გამიხდა შესასრულებელი და გთხოვთ, რომ კომენტარიც დატოვოთ.
კონგრესის არჩევნები ახლოვდება და ამით ქვეყნის ცხოვრება ალბათ უფრო გამოცოცხლდება, რადგანაც ბევრ მოთამაშეს ექნება საშუალება ქვეყნის მართვაში თავისი წილი შეიტანოს, ამას გარდა ჩემი აზრით ქვეყანა ბევრად დემოკრატიული იქნება რადგანაც პარტიებს შორის ბალანსი დაცულია და ამ ბოლო დროს გააქტიურდნენ კიდეც 🙂
გადავიდეთ ეკონომიკაზე, სადაც ჩემი აზრით ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი და თუ კონგრესში მოვხვდი აუცილებლად მივხედავ ამ საკითხს. დავიწყოთ სამუშაო გადასახადით, რომელიც 6 პროცენტია ყველა სახის პროდუქტის წარმოებაზე და თუ ჩვენი პროდუქტის გაყიდვას გადავწყვეტთ დ.ღ.გ-ს სახით
საკვებზე 4%, იარაღზე 1%, ბილეთზე 3% და სახლზე 3% გვემატება. ეს კი ჩვენს მოგებას კიდევ უფრო ამცირებს და ნაკლებად მიმზიდველს ხდის წარმოების განსავითარებას. ხორვატიაში სამუშაო გადასახადი და დ.ღ.გ(დამატებითი ღირებულების გადასახადი) 1 პროცენტია რის გამოც პროდუქტის წარმოება ძალიან იაფი ჯდება. იმპორტის გადასახადი კი სახლის(50😵 გარდა ყველა სახის პროდუქციაზე 99%-ია რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უწყობს, ხოლო იმპორტიორებს გზას უკეტავს. ამგვარი ქმედება ჩვენი ქვეყნისთვის სწორი ნამდვილად არ იქნება, რადგანაც ბონუსები საკმარისად ბევრი არ გვაქვს, მართალია ორიოდ დღეში იარაღზე 40 პროცენტიანი ბონუსი გვექნება, თუმცა ეს საკმარისი არ არის რათა ჩვენი შემოსავლები მნიშვნელოვნად გავზარდოთ, ამას გარდა ისრაელის ტერიტორიები ნაქირევები გვაქვს (25 ათასად) და სამუდამოდ ჩვენი ვერ იქნება 🙂 პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი წარმოების განსავითარებლად იქნება აფხაზეთის დაბრუნება, თურქეთთან დადებული შეთანხმების ვადის ამუწურვის შემდეგ ეს ტერიტორია აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ რათა წარმოება განვავითაროთ. თურქეთი აფხაზეთიდან ყოველდღიურად 500-დან 900 ლარამდე შემოსავალს იღებს მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის შემოსავალი 2 ათასიდან 4 ათასამდე მერყეობს.
გეგმა რომელიც მე გამაჩნია მდგომარეობს შემდეგში, სამუშაო გადასახადი დაწეული უნდა იქნას 3 პროცენტამდე, დ.ღ.გ საკვებსა და სახლზე 2 პროცენტამდე. ასევე აუცილებელი იქნება BB(ბეიბი-ბუმი) რათა ფულის მიმოქცევა გაუმჯობესდეს. შეიძლება ამ გეგმას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდეს მთავარი არგუმენტი კი ის იქნება, რომ ამით ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება, მე ეს კარგად ვიცი მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მსხვერპლის გაღება ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს(თუ გავნითარებაზე გვაქვს პრეტენზია), თანაც 2 ან 4 ათასი არ ღირს იმად რასაც ამ გეგმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მივიღებთ.

P.S კომენტარი დამიტოვეთ 🙂