R. P. McMurphy eსაქართველოს პრეზიდენტად

Day 2,447, 10:54 Published in Georgia Georgia by paskunji
თვითონ ვერ წერს სტატიას და მე მთხოვა დამედო




მოგესალმებით მეგობრებო.

რამდენიმე დღეში არჩევნებია და მეც მინდა ვთქვა ორზე მეტი სიტყვა განვლილი ორი თვის შესახებ და ვეცდები დაგარწმუნოთ რომ ხმა ჩვენი პარტიის კანდიდატს უნდა მისცეთ.

წინა ორი საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტობრივად ბუტაფორია იყო, გვყავდა ერთი კანდიდატი და გვინდოდა თუ არ გვინდოდა ხმა მისთვის უნდა მიგვეცა, ვინაიდან იყო პტო-ს შანსი. ასევე იყო კონგრესის არჩევნებზეც, გავნაწილდით და ისე ვაძლევდით ხმას.

დღეს ამის შანსი ძალიან ცოტაა, შესაბამისად რეალური არჩევნები ტარდება თავისი წინასაარჩევნო კამპანიებით. ასე ჩატარდა რამდენიმე დღის წინ კონგრესის არჩევნები და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ჩვენს პარტიას დაუჭირა მხარი.

დღეს მე თქვენ მოგიყვებით ამბავს თუ რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი ჩვენს პარტიას და მე და არა როსმედიანს და ჯიმი ლევის.

თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი აქ უკვე დავწერე და აღარ გავიმეორებ იგივეს. http://www.erepublik.com/en/article/-1-2417201/1/20

ნუ, კრიტიკა როსმედიანით დავიწყოთ, გემრიელი ლუკმაა, ორი ვადით იყო პრეზიდენტი. ნებისმიერი ხელისუფალის ხვედრია კრიტიკა : )))))

საგარეო ურთიერთობებით დავიწყოთ. დღეს რუტის წევრები ვართ, ახალი ალიანსის. მაგრამ იყო გაურკვევლობის თვენახევარი, როცა ვისაც გაუხარდებოდა თავში გვიტყაპუნებდა, და ისე გვატყუებდნენ როგორც უნდოდათ. ეს უპგ-ს პირველი მინუსია. ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა, მანამ სანამ მხსნელებად რუტის დამფუძნებლები არ მოგვევლინენ. პირველ თვეს თუ გახსოვთ ხშირად ვაკამთობდი როსმედიანთან, რომ საჭირო იყო გაგვეკეთებინა ახალი ალიანსი, რომელშიც შევიდოდნენ ევროპის "ჩაგრული ქვეყნები" ისინი, ვისაც დიდი ალიანსები ჩაგრავდნენ. მინიმუმ ორ ქვეყანაზე ვფიქრობდი, უკრაზე და ლიტვაზე და ესეც მაქვს ნათქვამი. მაშინ ის ამბობდა რომ ეს იდეა უტოპია იყო. აღმოჩნდა, რომ უტოპია არ ყოფილა. 🙂 მართალია უკრამ დიდი ნახტომი გააკეთა და ახლა სირიუსის წევრია, მაგრამ ჩვენ მოგვისმენდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ახლა რუტში არიან. იმიტომ რომ ეს იდეა მოგვიანებით მათაც გაუჩნდათ და განახორციელეს კიდეც. ესეც უპჯ-ს მეორე მინუსი. უინიციატივობა. ამ მინუსში გადის მპპ-ების ნაკლებობა, რაც რეალურად რთული მოსაპოვებელია, მაგრამ ცდა და ტვინის ტყვნა ყოველთვის ღირს, თუნდაც პოლონეთის პრეზიდენტის დედის გინების ხარჯზე 🙂

მე მიმაჩნია, რომ არსებობს ხაზი, რომელსაც პატივისცემის ხაზი ჰქვია ქვეყნებს შორის და თუ სხვა ქვეყანა ამ ხაზს გადმოკვეთს, თავი არ უნდა დახარო. ჩვენ თავს ვხრიდით ბულგარეთთან, როცა გვატყუებდნენ, ჩვენ თავი დავუხარეთ რუსეთს, როცა მოგვატყუა და შემოიჭრა, ახლა პოლონეთი აპირებდა იგივეს, მაგრამ საბედნიეროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ მკაფიოდ დააფიქსირეს რომ დასავლეთ საქართველო არ იყიდებოდა რუსეთზე და შედეგიც დადგა. პოლონეთი ამ საკითხს ისე აქტუალურად არ აყენებს, როგორც აქამდე.

ჩვენ არ გვაქვს დიდი ძალა დემიჯის მხრივ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები მოლაპარაკებების დროს და სხვისმა ინტერესებმა ნაკლებად უნდა დააზიანოს ჩვენი ინტერესები. აქ ხშირად გვაკლდა სიმტკიცე.

როსმედიანის სტატია წავიკითხე, მშვენიერი რამეები წერია შიგ. მაგრამ ბევრი ისეთი, რაც ჩვენი პარტიის პროგრამის ნაწილია.

თუნდაც მუ-ების თემა, ახლადელი ხელისუფლება იყო ძალა რომელსაც უნდოდა ყოფილიყო მხოლოდ ორი მუ, და რომ არა ნ7-ის წევრების წინააღმდეგობა შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო. დღეს მათ აზრი შეიცვალეს, მიხარია. 🙂

ასევე, მოადგილეების თემა რასაკვირველია ჩემს მიერ მოგონილი ნოუ ჰაუ არაა, მაგრამ ხელისუფლებას ორი თვის განმავლობაში არ განუხორციელებია არაფერი ამ მხრივ. მომავლისთვის გვპირდება, იმედია აასრულებს კიდეც, მაგრამ... აქამდე სად იყავით ქაცო 🙂 მხოლოდ ვულგს ჰყავდა მოადგილეები როგორც მახსოვს, სხვა სფეროებში კი ისევ გაურკვევლობა იყო.

როსმედიანმა თავის სტატიაში ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს მიღწევებზე. კი, თავდაცვამ საკაიფოდ წაიწია წინ რაც ფასკუნჯი მინისტრი გახდა. რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტია. მანამდე გვყავდა ორი უსარგებლო თავდაცვის მინისტრი. ნუ, მეორეს პრეტენზია ალბათ ნაკლებად ეხება, დრო არ ჰქონდა, იქნენ მოეგვარებინა ეს საკითხი. თუ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, ფასკუნჯი ისევ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის განვითარების საქმეში.

ნუ შეაფასებთ როსმედიანის მოღვაწეობას ბოლო დღეებით, შეაფასეთ ის ორი თვე როცა ის პრეზიდენტი იყო და მიხვდებით რატომ არ უნდა მისცეთ ხმა.

რაც შეეხება ჯიმის 😁)))
გამარჯობა ჯიმი.

ადამიანი რომელიც ორჯერ იყო მინისტრი, ერთხელ თავდაცვის. იყო იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდებოდა დახმარება, გამოცდილი მოთამაშეების, სჭირდებოდა მართვა, განვითარება. ჯიმი კი საკმაოდ გამოცდილია, 5 წელიწადი თამაშობს ამ თამაშს მგონი.

გახსოვთ როგორი თავდაცვის მინისტრი იყო? გახსოვთ მისგან ერთი დროული ბრძანება მაინც? არაფერს ის არ აკეთებდა თავდაცვაში.

ახლა ფინანსთა მინისტრი გახდა. მოდერნიზება გაუკეთა ჩემს იდეას, ბაზრის ფასების დარეგულირების შესახებ (იმ ფონზე როდესაც ე.წ. ბარიგებს აქტიურად იცავდა, კარგია, ბიზნესმენობს ხალხი მოეშვითო) და კიდევ ჰქონდა 1 თუ 2 პროგრამა სესხებზე... ეს ყველაფერი კარგად ჩამოაწიკწიკა სტატიაში, მაგრამ სადაა საქმე? ვინმემ რამე სესხი მიიღო? საგადასახადო სისტემა ისევ მოუვლელია, თუმცა მის პარტიაში ისეთი ბუმბერაზი ფინანსისტები არიან როგორებიც ჯიმი ლევი და დიდ გიორგია. კონგრესმენები, მათ შორის ერთ-ერთი ჯიმის პარტიის წევრია და საიდუმლოდ გაგიმხელთ რომ ოშის ეძახიან, ისე რომ აზრსაც არ ეკითხებიან ახალ კანონებს ლამის ყოველ დღე აცხობენ გადასახადებზე...

ასეთი ორგზის მინისტრი იყო ეს ადამიანი და როგორი პრეზიდენტი იქნება თქვენ თავად გამოიტანეთ დასკვნა.

მარჯვენა ხელიც ფრიად საინტერესო ადამიანი ჰყავს, ადამიანი რომელიც წინა არჩევნებზე ხალხს მოუწოდებდა რომ ხმა ამვლადისთვის მიეცათ და იმიტომ დააგროვა იმდენი ხმები. და ეს ხდებოდა ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ იდგა პტო-ს საფრთხის წინაშე. ოში დაგასტუკე.

ერთს დავამატებ კიდე, აქ ბევრი სერიოზულად მსაყვედურობდა იმ "საერთაშორისო სკანდალის" გამო, რომელიც თურმე მე ავაგორე პოლონეთის პრეზიდენტთან. ადამიანს კორექტულად ვთხოვდი დაგვეხმარეთ თქო, როცა არგენტინა გვიტევდა, ვეუბნებოდი ჩვენი ომი თვენი ომიცაა თქო და პასუხად ის მივიღე, რომ მე ვყეფდი 😁) მე მგონო იმსახურებდა ფუცკ ყოუ მიმეწერა დაყეფა დედამისის თვისებებისთვის მიმეწერა. ეს ე.წ. სკანდალი მე არ დამიწყია, მან დაიწყო, ჩემი პასუხი კი ადეკვატურო იყო. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ სანამ წამომაძახებთ 😁)

მოკლედ მეგობრებო, დამიჭირეთ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში და გპირდებით, არ ინანებთ.