ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

Day 2,432, 11:03 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოგესალმებით მეგობრებო.
მინდოდა პირველი პოსტი ჩემი გაზეთის სახელის შესახებ ყოფილიყო, მაგრამ სხვა დროისთვის გადავდებ.
ახლა პარტიის პრეზენტაციას შემოგთავაზებთ.
http://www.erepublik.com/en/party/erovnul-demokratiuli-partia-4773/1
ესეც პარტია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
სახელის არჩევაზე საკმაოდ ბევრი ვიფიქრე-თ, იყო ვარიანტებიც, მაგრამ საბოლოოდ ეს ავარჩიე.
პირველ რიგში მინდოდა პარტიის სახელმწოდება ყოფილიყო ქართული, თუნდაც ლათინური შრიფტით დაწერილი. ყველა პარტიის სახელწოდება, ამ პარტიის სახელწოდების გარდა უცხოენოვანია, რატომღაც.. იმედია ოდესმე ქართული შრიფტითაც შევძლებ სათაურის დარქმევას.
მათ, ვისაც ჰგონია რომ მე ან ირინა სარიშვილი ვარ, ან ბაჩუკი ქარდავა, ან მინიმუმ რომელიმეს ნათლული მაინც მკაცრად მოვუწოდებ გაეცნონ ისტორიას ამ პარტიის შესახებ.
http://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90
ნუ, მე არც ილია ჭავჭავაძეობაზე ან სპირიდონ კედიობაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ ვარჩიე პარტიას, ნამდვილი საქართველოს ძველი და ეროვნული პარტიის, სახელი ჰქონოდა.

პარტია არ არის ოპოზიციური და არც დღევანდელი ხელისუფლების ფრთების ქვეშ ვართ შეფარებულები. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ თქვენს არჩევანს, არჩეულ ხელისუფლებას და ვეცდებით მათთან ერთად შევქმნათ უკეთესი ესაქართველო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ გავაკრიტიკებთ და არ ვეცდებით არჩევნებში "მივჯირყვნოთ" (პარტიის სიძველე კარგია, მაგრამ ახალი პოლიტ. ტერმინებიც უნდა ვახსენოთ, გარემოება მოითხოვს)

რაც შეეხება პარტიის მიზნებს.
ნუ, საგარეო ურთიერთობების მხრივ, მგონი აქვს ამ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი წინსვლა, ალბათ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი რაც კი ამ 2-3 თვის მანძილზე გვქონდა, ამიტომ ამ მხრივ ბევრს არ ვილაპარაკებ, დაველოდები მოვლენების განვითარებას.

აი შიგნით კი დიდი არეულობაა, რაც ჩემი აზრით უნდა მოწესრიგდეს.

იმისთვის რომ მართო ქვეყანა უნდა შექმნა სისტემა. თუ არ გაქვს სისტემა, ქვეყანაში არის ქაოსი, არ არის განაწილებული ფუნქციები და ვიღებთ დომხალს. ერთადერთი რგოლი სადაც ეს სისტემა შექმნილია, ან იყო (არ ვიცი ბოლო დროს მანდ რა ხდება) არის განათლების სამინისტრო. ყველა სხვა რგოლში ძალიან უკან ვართ და ეს უნდა გამოსწორდეს.

თუ ეს პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, როგორც კონგრესის ისე საპრეზიდენტო არჩევნებში მე თვენ გპირდებით რომ ჩვენ შევქმნით გამართულ სისტემას.

თითოეულ მინისტრს ეყოლება მინიმუმ ორი მოადგილე, რომელიც დაეხმარება მას სამინისტროს პოლიტიკის განხორციელებაში.

ყოველთვის იქნება კოორდინაცია მინისტრს,მის მოადგილეებსა და პრეზიდენტს შორის. რომ მმართველობის უმაღლესმა რგოლებმა იცოდნენ თუ რა ხდება, რატომ ხდება, როგორ ხდება და არ ხდებოდეს ისე, რომ საგარეოს რაღაც მოლაპარაკებები აქვს რომელიმე ქვეყანასთან, იგეგმება ერთობლივი საომარი კამპანია, თავდაცვის მინისტრი კი ამას მეორე ბრძოლის დროს გაიგებს.

ეს არაა რეალური ცხოვრება და რეალური ქვეყნები, ხშირად ერთ დღეში წყდება ქვეყნის ბედი, ამიტომ გარდა იმისა რომ საჭიროა ყველამ იცოდეს თავისი ფუნქცია, საჭიროა ყველა ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწრაფად დაიგეგმოს ჩვენ მოქმედების გეგმა, და ეს გეგმა თქვენამდე მაქსიმალურად სწრაფად მოვიდეს.


ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ თქვენ საქმის კურსში იყოთ ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

აუცილებლად შევქმნით პრესცენტრს, რომელიც ყველა მნიშვნელოვან დეტალს გაგაცნობთ რაც შეიძლება სწრაფად.

ასევე მინდა შეიქმნას არქივი, სადაც მოთავსდება მნიშვნელოვანი ინფორმაციები ქსხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების შესახებ. რომელზეც წვდომა ექნება პრეზიდენტს და მთავრობას. თეოროულად აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდი ყოველ ერთ თვეში ერთხელ იცვლება, დღევანდელი მთავრობა ხვალ შეიძლება არ იყოს, ამიტომ მომავალმა მთავრობამ უნდა იცოდეს თუ რომელი ქვეყნისგან რას უნდა ელოდეს, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.

ეს ზოგადი გეგმებია.

უფრო კონკრეტულადაც შემიძლია მოვყვე. მაგალითად თავდაცვა.
თავდაცვის მინისტრს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მინიმუმ 2 მოადგილე.
პირველი, რომელიც მიხედავს საქმეებს ქვეყნის შიგნით: დეილი ორდერები, პრიორიტეტული ბრძოლები, კომბატ ორდერებისთვის მუებისთვის ფულის გამოყოფა, ჯარის საწყობში არსებული იარაღისა და რესურსების განაწილება და ა.შ. ნუ, ამაში ფინანსთა/ეკონომიკის მინისტრის ერთი მოადგილეც დაეხმარება და კოორდინირებულად იმუშავებენ.
მეორე მოადგილე უნდა მუშაობდეს საგარეო კუთხით. როცა ჩვენს ქვეყანას ექნება დაგეგმილი კამპანია, წინასწარ საქმის კურსში უნდა ჰყავდეს მეგობარი ქვეყნების თავდაცვის სამინისტრო და მუები, ასევე თუ თავს დაგვესხმებიან მაშინაც სწრაფად უნდა იმოქმედოს და შეძლოს უცხოელების მოზიდვა და ომებში მათი ძალის გამოყენება.

რაც შეეხება მუ-ებს. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ უნდა იყოს ორი ძირითადი მუ.
მუ-ს რაოდენობა არ უნდა იყოს შეზღუდული.
დაახლოებით ასე წარმომიდგენია ეს ყველაფერი.
1. კადეტები. ანუ ახალი მოთამაშეები. 500 ძალამდე.
2. რეზერვი. ვინც დაასრულებენ კადეტების სკოლას, მაგრამ აქტიურ ბრძოლებს ურჩევნიათ ჯერ განვითარდნენ, მოიმატონ ძალა, იბიზნესმენონ და უფრო სამოქალაქო ცხოვრებით იქნებიან დაკავებულები, ვიდრე სამხედრო.
3. არმია. ეს იქნება სახელმწიფოს ოფიციალური მუ, რომლის მეთაური იქნება თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სავარაუდოდ პირველი მოადგილე. თუ შეიცვლება მთავრობა და შესაბამისად მოადგილეც, მან მუ უნდა დაუთმოს სხვა, ახალი მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.
4. სხვადასხვა მუები.

მუ, რაც უფრო პატარაა, მით უფრო კოორდინირებულად მოქმედებს. (პირადი გამოცდილება). ამავე დროს, იზრდება კოკურენცია მუ-ებს შორის. ხომ ყველა გინდათ თქვენმა მუმ დადოს ყველაზე მეტი დემიჯი და მოკლას უფრო მეტი მტერი? ამავე დროს მუ-ები უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, დემიჯის მიხედვით. ამ დეტალს მოვიფიქრებთ რა და როგორ. ბიუჯეტში თანხა საკმაოდ ცოტა შემოდის, და ძირითადი დაფინანსება მაინც კადეტებზე და არმიაზე წავა, რადგან ახალგაზრდები პრიორიტეტია, შესაბამისად სხვა მუების დაფინანსება უფრო სიმბოლური იქნება, მაგრამ კარგია როცა შრომა გიფასდება სახელმწიფოს მხრიდან.

ყველა მუ, ვალდებული იქნება დაემორჩილოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის მინისტრი ბრძანებას გადასცემს მუს მეთაურს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს ან მუ-ს, ან კაპიტნებს. გააჩნია მუ-ს სიდიდეს და სტრუქტურას. ვინც არ დაემორჩილება, იმ მუ-ს წევრები ვერ მიიღებენ ბიუჯეტიდან ვერც საკვებს, ვერც ფულს, ვერც იარაღს.

ასევე, საჭიროა შეიქმნას საწყობი, რომელსაც უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და როგორც ბრძანებები გაიცემა, ზემოდან ქვემოთ, იერარქიის მიხედვით, ასევე გაიცემა იარაღი. თავდაცვის სამინისტრო -> მუ-ს ხელმღვანელი -> კაპიტნები -> მებრძოლები.

განათლების სამინისტროში არაფერი შეიცვლება, არაჩვეულებრივი სისტემაა, და ის ხალხი ვინც მანდ მუშაობს თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში ადგილებზე დარჩება. პირიქით, ვულფი არსად არ უნდა წავიდეს და აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ ადამიანთან. მისი პასიურობა ცუდი იქნება ქვეყნისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს რაც შეეხება სტივი კარგი მინისტრია, უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობა გვაქვს ყველას, რაც მოგვარდება და დეტალები გამჭირვალე იქნება.

ჩვენი აქილევსის ქუსლი ფინანსები და ეკონომიკაა.
საგადასახადო სისტემაში მე დიდად ვერ ვერკვევი და ვერც ახლა გამოვიდებ თავს, მარამ აქაც აუცილებლად იქნება გუნდი, ვინც ამ საქმეს დეტალურად მიხედავს.
ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე აუცილებლად უნდა აწარმოებდეს სტატისტიკას.
ასევე, სამინისტროსთვის გამოიყოფა თანხა, რომელიც მიეცემა რამდენიმე აქტიურ იუზერს, რომ მათ ნორმალურ ფასად ივაჭრონ ბაზარზე. როცა არაომიანობის პერიოდში ქ7 ღირს 9 ლარი და ხურდები და ომის დროს ძვირდება 14 ლარამდე, ეს არის კატასტროფა. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს ყოველთვის ექნება რეზერვი,რომ ეს ფასები დაარეგულიროს და ომის დროს თქვენ არ გაიწეწოთ.

ეს არ მოკლავს ბიზნესს, პირიქით, დააინტერესებს მათ ვინც აქტიურად ვაჭრობს, კონკურენცია გაუწიონ სახელმწიფოს და უფრო იაფად მიაწოდონ ხალხს ნედლეული, და თავადაც ნახონ მოგება. პირობას გაძლევთ ფასები იქნება ისეთი, რომ თუ თქვენ პატიოსნად ივაჭრებთ, მინუსებში არ წახვალთ და სულ მოგებაში იქნებით.მაგრამ 10 ქ7-ის გაყიდვის ფასად ოცნების კოშკების და უდიდესი ფინანსური იმპერიის აგებას ვერ ეღირსებით.

დაახლოებით სულ ეს იყო. ხო, ჩემი პირადად და ამ გუნდის ამბიცია არ არის თანამდებობა და რომელიმე პოსტი, ჩვენ გვაქვს ერთადერთი ამბიცია, ქვეყანა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის და თუ ამას ვინმე ჩვენზე უკეთ გააკეთებს, ჩვენ პირველები
დავუჭერთ მხარს.

მოკლედ, გაწევრიანდით ჩვენს გუნდში და ერთად ავაშენოთ ესაქართველო.