[GR] რატომ EDP/UGP_ს ალიანსი?

Day 2,921, 06:39 Published in Georgia Japan by Strategi1

გამარჯობათ!

კონგრესის არჩევნები ახლოვდება და დაბლა მყოფი პარტიებისგან აქტიურობაც შეინიშნება. მინდა აღვნიშნო რესპუბლიკელების განსაკუთრებული აქტივობა, რომელთაც მოძღვრად ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი პერსონა, თვით გამა უდგას.

რესპუბლიკელების აქტივობა მეც დამეტყო, ზუსტად 15 წუთის ინტერვალში 2 კაცი "ამწაპნეს". მაგრამ რისთვის იბრძვიან რესპუბლიკელები? მათი წარმომადგენელი არის მთავრობაში, თან არა უმნიშვნელო ფიგურა არამედ პრემიერ მინისტრის მერე მეორე პერსონა, თავდაცვის მინისტრი.

ბევრი ვიყავით იმ აზრზე, რომ უცხოელს არ უნდა აეღო საკუთარ თავზე თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა. როგორც ჩანს ტყუილად არ ვყოფილვართ ამ აზრზე.
თავდაცვის მინისტრს ბოლო პოსტი 2,911_ე დღეს უწერია, დღეს 2921_ე დღე არის ანუ 10 დღის წინ. გადაწყვიტეთ, იმსახურებს ეს პარტია კონგრესში შესვლას? 🙂

ახლა მთავრობაზე 🙂 უკეთესობისკენ წავა ყველაფერიო, პირველი კვირა იქნება "ამოსუნთქვის კვირაო", მეორე კვირა კარგი იქნებაო, მესამე კვირას ყველას ჯიბეზე დაეტყობაო, აი მეოთხე კვირა კი იქნება სასწაულიო! მეორე კვირა დაიწყო...

მე ვირჩევ ვეტელს, ვირჩევ ალიანსს რომელიც საქართველოს დამატებიდან ზრუნავს საქართველოზე, ვირჩევ პროგრესულად მომუშავე მთავრობას და ვირჩევ მთავრობას რომელიც იქნება აქტიური, ვირჩევ ხალხს რომლებიც ყველაზე გამოცდილები არიან და ყველაზე მყარი ალიანსიც აქვთ!