[PM] - უპროცენტო სესხები

Day 2,912, 07:43 Published in Georgia Greece by Tengiz IV

მოგესალმებით,

E-საქართველოს მთვარობა, ქვეყნის პრეზიდენტის – Temsisi II–ის დაფინანსებით იწყებს უპროცენტო სესხების გაცემას.
პროექტის პირველ ეტაპზე გაიცემა 125 000 ლარი
სულ აირჩევა ხუთი ბენეფიციარი.
თითოეულ მათგანს გადაეცემა 25 000 ლარი, 5 თვის ვადით.
მსესხებელი ვალდებულია ყოველი თვის 15 რიცხვში Temsisi II–ს დაუბრუნოს 5 000 ლარი.
* გაითვალისწინეთ Temsisi II–მ შეიძლება შეიცვალოს აქაუნთი. ასეთი ცვლილების შემთხვევაში შევატყობინებთ.

კრიტერიუმები:
◙ თამაშში რეგისტრირებული უნდა იყოს 1 თვეზე მეტი ხანი.
◙ ძალა უნდა აღემატებოდეს 500–ს
◙ მსესხებელს უნდა ჰყავდეს eRepublik-ის გამოცდილი მოთამაშე თავდებში.

როგორ ავიღოთ სესხი?
სესხის ასაღებად უნდა შეავსოთ სპეციალური:
––––––––––––––– აპლიკაცია ––––––––––––––––

თავდებში მყოფი მოთამაშის პასუხისმგებლობა:
◙ თუ მსესხებელი არ გადაიხდის თანხას, ის ვალდებულია დაფაროს დავალიანება
◙ არ შეუძლია ერთზე მეტ მოთამაშეს ჩაუდგეს თავდებში.


მთავრობა, აქტიურად გააგრძელებს სესხების პროგრამას და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მცირე, უპროცენტო სესხების პროგრამით დავბრუნდებით!

წარმატებულ და ხალისიან თამაშს გისურვებთ ♥