☼ ტეხავს რა, მაგრად ტეხავს
Ashmalaxa
სანამ კითხვას დაიწყებდეთ დააჭირეთ ლინკს და მერე გააგრძელეთ პარალელურ რეჟიმში კითხვა :v
მოკლედ, ძმატცი, არ გეწყინოთ მარა მართლა აი გულწრფელად გეუბნებით რო მართლა ტეხავს რააა.. აი მაგრა ტეხავს.
არ შეიძლება ეგრე რაა..
ჯერ მართველი პარტიის გენერალური მდივანი გამოდის სტატიით და აცხადებს რა საშინელებაა ტაილანდთან ალიანსი და მოგვიწოდებს კანონის ჩაგდებას..
შემდეგ კი ჩვენი ლეგენდა ვეტელი გვეუბნება საპირისპიროს, რომ მხარი დავუჭიროთ კანონს, თუმცა აქაც არ არის არანაირი ახსნა-განმარტება... ნუ პრინციპში ბატონ ვეტელს ეს არც ევალება, ასე რომ მოუთმენლად ველოდით მთავრობის დაგვიანებულ განცხადებას..
და აი დადგა ეს ამაღელვებელი მომენტიც...
ამომწურავი განცხადება! შესანიშნავი კითხვა-პასუხი!
-"რატომ?"
-"მიტომ!" :დ
მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ყველაფერი ნათელი გახდა...
მოკლედ..
ძალიან გაფასებ ტემსის, იმისთვის რაც შენ გაგიკეთებია კონკრეტულად ჩემთვის და საერთოდ ყველა ქართველი მოთამაშისთვის. ნამდვილად ღირსეული კაცი ხარ, მაგრამ... არ ვიცი.. ალბათ პრეზიდენტობა შენი არაა?..
ეხლა კი უფრო სერიოზულად!
(ვიდეო თავიდან დაარეფრეშედ და დაიყენეთ ფონად!)
მივმართავ ყველა ძველს!
ბიჭებო ვიცით რომ თქვენ გაცილებით გამოცდილები ხართ ჩვენზე, უფრო მეტი გაგეგებათ თამაშის პრინციპების, იცით რომელ ქვეყანასთან ღირს მეგობრობა/მტრობა და რომელთან არა.
მოკლედ აქაური პაპები ხართ რა :დ
მაგრამ არ შეიძლება ეგრე თავში ავარდნაც.. ცუდათ არ გამიგოთ, უბრალოდ მოდის ახალბედა მოთამაშეების ნაკადი, მათაც აქვთ აქტიურობის და ქვეყნის ამბების კურსში ყოფნის სურვილი და ნუ ჩაუკლავთ ამ სურვილს. კეთილი ინებეთ და წესიერად აუხსენით ხალხს თუ რა ხდება (ზოგადად და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში).
ხშირად მხვდება თვალში მსგავსი ქცევები "მე რახან ვთქვი ე.ი. ეგრეა სწორი და ზედმეტ კითხვებს ნუ მისვამთ." ძაან ბევრს გჩვევიათ...
მახსენდება ერთი დამწყები მოთამაშის იდეა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და როგორ გაასწორა მიწასთან "ძველების" არმიამ მისი სტატია, სადაც ერთი კომენტარიც არ დაწერილა თუ რატო არ ივარგებდა ეს გეგმა..
ასევე ორიოდ დღის წინ ერთი კონგრესის კანდიდატის კომენტარი გადასახადებზე, და ულევი ცინიზმით სავსე პასუხები მის მიმართ...
ბევრს აღარ გვაგრძელებ, უბრალოდ გთხოვთ იყავით უფრო გახსნილები და თუ სხვას რაიმე აზრი გამოუჩნდება, დაცინვის ნაცვლად ჯერ აუხსენით ყველაფერი და მერე აკრიტიკეთ.
ამითი ხომ ისევ ჩვენ ქვეყანას გამოვადგებით და დავეხმარებით, რაც უფრო მეტი საქმეში ჩახედილი მოთამშე გვეყოლება!
სტატიაზე ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ
🙂
ასევე მიიღება შემოწირულობები :3
ო7 და ჰაკუნა მატატა
🙂
Comments
07
https://www.youtube.com/watch?v=taw6c-ppil4
ეს ვიდეოც იდოს 😃
http://www.erepublik.com/en/article/help-5-2565556/1/20
კირსტალს ბაზრობს ეს კაცი 😃 არავინ არაფერი ახსნა და ღმერთმა იცის როგორ გავიმართლებთ თავს ხორვატიელებსა და ტაილანდელებთან. ამიტომ გადმოდით U. G. P.-ში, აქ უხეშად არავინ მოგმართავთ და ყველა კითხვაზე პასუხიც საკმაოდ ამომწურავი და თავაზიანია. იმდენ კითხვას ვსვამ ხოლმე გასაგდები უნდა ვიყო მარა კაი სასტავია ამ პაეტიაში და "გპატრონობენ" რა რო არ დაიკარგო ამ ე-სამყაროში 😃
>
მართალი ხარ, კიდე ჩააგდეთ.
სანამ ეს უპასუხისმგებლო მთავრობა არ ისწავლის ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას და მეტი ინფორმაციის მიწოდებას, არ დათანხმდეთ.
მოსახლეობა არაა ცხვარი რომ ყოჩს გაჰყვეს
სხვა ქვეყნის მოქალაქე ნუ ერევა მთავრობის საქმიანობაში მეთქი გითხარი ერთხელ უკვე xDD ❤ .
btw, 200lvl გექნება მალე გილოცავ 😘*
დაბრუნდი მე და გიო რომ მოვალთ :3 .
o7
o7
v
რაც მართალია მართალია 😶
აი აქ რომ ტეხავს, მასე არსად ტეხავს :დ .
არ ვიცი რა გაგიკვირდა, მაგრამ ჩვენმა მოქმედმა პრეზიდენტმა, რამდენჯერაც დირექტივა მომცა, არცერთხელ არ მოაყოლა განმარტება.
დაჟინებით ჩაძიებაც არ შველის საქმეს.
ორი ვარიანტია.
1. მისი აზრით, მისი დირექტივები კითხვის დაუსმელად უნდა შესრულდეს.
2. თვითონაც არ იცის მიზეზი.
მე უფრო პირველი მგონია
გაკვირვება უფრო ნაკლებად, ეს არის პროტესტი.
კარგია როცა ქვეყანაში რამე ხდება მაგრამ მე თუ ამას ვერ ვხედავ, არ მაწვდიან არანაირ ინფორმაციას, მითუმეტეს როდესაც კონგრესში ვარ, ვერანაირ ჩართულობას ვერ ვგრძნობ საქმეში, ფაქტიურად ერთი ორი კაცი აკეთებს ყველაფერს და დანარჩენები უბრალოდ ვაჭერთ კის ან არას კანონს...
არ გამოვა ეგრე, ამით ვერც ხალხს მოვიზიდავთ და ვერც აქტიურობას მოვუმატებთ..
მესმის თქვენი გულისტკივილი. მაგრამ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ხალხმა აირჩია და უნდა ენდოთ, აქ ვინც თამაშობს საქართველოსთვის ცუდი არავის უნდა. არ ვიცით არსებული ვითარება და ალბათ, სიტუაციიდან გამომდინარე ასე ჩათვალა სწორად. ბევრი ფაქტი ყოფილა მთავრობის მხრიდან ინფორმაციის ნაკლოვანებისა, მაგრამ ძალიან ხშირად, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. პრეზიდენტს, ყოველთვის აქვს სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უფლება და მან უკეთ იცის, იმ შემთხვევაში რა არის კარგი ქვეყნისთვის. მე არც პოზიცია ვარ და არც ოპოზიცია. პოლიტიკაში აღარ ვერევი, ნურავის გეგონებათ, რომ ვინმეს ვიცავ, ჩვენს პრეზიდენტთან არ მაქ ურთიერთობა და არც მითანამშრომლია.
აქვე მინდა დაგეთანხმოთ, რომ აუცილებლად უნდა იცოდეს კონგრესმა ყველაფრის შესახებ, მაგრამ შეიძლებოდა ეს თხოვნა ჯიგრულად გაგეტარებინათ 🙂
ხო და მაგაშია სწორედაც საქმე. არ უნდა გავატაროთ, არავის არ უნდა გავუტაროთ! ხალხს ჭირდება ინფორმაცია, მითუმეტეს კონგრეს. ეგრე თუ ყველაფერი გავატარეთ მერე ყველაც დაიკიდებს და ვიქნებით ჩამკვდარი ქვეყანა სადაც მარტო ერთი ორი ძველი მოთამაშე რაღაცას აკეთებს და დანარჩენები მარტო კლიკაობენ, ამითი მოვიზიდავთ ხალხს? ამითი ვაპირებთ წინსვლას? :დ