☼ ტეხავს რა, მაგრად ტეხავს

Day 2,928, 02:54 Published in Georgia Belarus by Ashmalaxa


სანამ კითხვას დაიწყებდეთ დააჭირეთ ლინკს და მერე გააგრძელეთ პარალელურ რეჟიმში კითხვა :v

მოკლედ, ძმატცი, არ გეწყინოთ მარა მართლა აი გულწრფელად გეუბნებით რო მართლა ტეხავს რააა.. აი მაგრა ტეხავს.

არ შეიძლება ეგრე რაა..

ჯერ მართველი პარტიის გენერალური მდივანი გამოდის სტატიით და აცხადებს რა საშინელებაა ტაილანდთან ალიანსი და მოგვიწოდებს კანონის ჩაგდებას..

შემდეგ კი ჩვენი ლეგენდა ვეტელი გვეუბნება საპირისპიროს, რომ მხარი დავუჭიროთ კანონს, თუმცა აქაც არ არის არანაირი ახსნა-განმარტება... ნუ პრინციპში ბატონ ვეტელს ეს არც ევალება, ასე რომ მოუთმენლად ველოდით მთავრობის დაგვიანებულ განცხადებას..

და აი დადგა ეს ამაღელვებელი მომენტიც...



ამომწურავი განცხადება! შესანიშნავი კითხვა-პასუხი!
-"რატომ?"
-"მიტომ!" :დ

მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ყველაფერი ნათელი გახდა...

მოკლედ..

ძალიან გაფასებ ტემსის, იმისთვის რაც შენ გაგიკეთებია კონკრეტულად ჩემთვის და საერთოდ ყველა ქართველი მოთამაშისთვის. ნამდვილად ღირსეული კაცი ხარ, მაგრამ... არ ვიცი.. ალბათ პრეზიდენტობა შენი არაა?..



ეხლა კი უფრო სერიოზულად!
(ვიდეო თავიდან დაარეფრეშედ და დაიყენეთ ფონად!)

მივმართავ ყველა ძველს!

ბიჭებო ვიცით რომ თქვენ გაცილებით გამოცდილები ხართ ჩვენზე, უფრო მეტი გაგეგებათ თამაშის პრინციპების, იცით რომელ ქვეყანასთან ღირს მეგობრობა/მტრობა და რომელთან არა.

მოკლედ აქაური პაპები ხართ რა :დ

მაგრამ არ შეიძლება ეგრე თავში ავარდნაც.. ცუდათ არ გამიგოთ, უბრალოდ მოდის ახალბედა მოთამაშეების ნაკადი, მათაც აქვთ აქტიურობის და ქვეყნის ამბების კურსში ყოფნის სურვილი და ნუ ჩაუკლავთ ამ სურვილს. კეთილი ინებეთ და წესიერად აუხსენით ხალხს თუ რა ხდება (ზოგადად და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში).

ხშირად მხვდება თვალში მსგავსი ქცევები "მე რახან ვთქვი ე.ი. ეგრეა სწორი და ზედმეტ კითხვებს ნუ მისვამთ." ძაან ბევრს გჩვევიათ...

მახსენდება ერთი დამწყები მოთამაშის იდეა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და როგორ გაასწორა მიწასთან "ძველების" არმიამ მისი სტატია, სადაც ერთი კომენტარიც არ დაწერილა თუ რატო არ ივარგებდა ეს გეგმა..

ასევე ორიოდ დღის წინ ერთი კონგრესის კანდიდატის კომენტარი გადასახადებზე, და ულევი ცინიზმით სავსე პასუხები მის მიმართ...

ბევრს აღარ გვაგრძელებ, უბრალოდ გთხოვთ იყავით უფრო გახსნილები და თუ სხვას რაიმე აზრი გამოუჩნდება, დაცინვის ნაცვლად ჯერ აუხსენით ყველაფერი და მერე აკრიტიკეთ.
ამითი ხომ ისევ ჩვენ ქვეყანას გამოვადგებით და დავეხმარებით, რაც უფრო მეტი საქმეში ჩახედილი მოთამშე გვეყოლება!





სტატიაზე ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ 🙂
ასევე მიიღება შემოწირულობები :3

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂