საპრეზიდენტო არჩევნები

Day 2,722, 01:32 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოკლედ , რა უნდა გითხრათ, მე რა გეგმებიც მაქვს, ვერ დაგპირდებით,რომ ყველაფერი გაკეთდბეა, თუმცა შევეცდები ,რაც მინდა, ყველაფერი გაკეთდეს , და ამაში ყველას დახმარება დამჭირდება , თუ რამე გინდათ მიიღოთ, თვითონაც უნდა ჩაერთოოთ .

სამინისტროებში რა შეიცვალა და რა არა(კადრების მხრივ, ამას როცა დალაგდება მერე დავწერ(არამგონია ბევრი შეიცვალოს რამე))

ახლა მოკლედ გაგაცნობთ რა მინდა გაკეთდეს.

*ელჩები
*კადეტთა აკადემია
*ეკონომიკური ზრდა
*რეგიონი
*აფხაზეთის დაბრუნებაზე ვიმსჯელებთ, და ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება . (ამაზე ყველაზე უფრო ვერაფერს დაგპირდებით)
*ნეიტრალური გამოკითხვები
*ექაუნთების გათამაშება ახლებისთვის (ნუ ეს უკვე დაიწყო)
*კრედიტები (როგორც მოხერხდება ,ისე გავაკეთებთ)
*კონკურსები ახლებისთვის (ყველასთვის იქნება თანასწორი)
*ბები ბუმი
*ალიანსი
*კონგრეისის როლის გაზრდა


მეტი ჯერ არაფერი მომიფიქრებია , თუ რამე მოგვაფიქრდება ,კიდევ შევავსებთ .

ახლა რა ხდება - დამჭირდება 3-4 ადამიანი ელჩობისთვის, ელჩი არ იქნება ორმაგი აგენტი ან რამე ეგეთ კვერცხობა, უბრალოდ უნდა გააჟღეროს ჩვენი დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ ,რომელიც მიენდობა, კერძოდ,დაწეროს სტატია ,რომელსაც კურირებას გაუწევს და იზრუნებს ,რომ ტოპ-ში ავიდეს (ვოუთების ყიდვის გზით ,თუნდაც) ამისთვის მას ყველა უნდა დავეხმაროთ.

ასევე დამჭირდება 1 ადამიანი,რომელიც ჩაატარებს გამოკითხვებს(*ნეიტრალური გამოკითხვები) . იგი უნდა იყოს სრულიად მიუკერძოებელი .

ვისაც გინდათ,რომ წინ წავიდეთ დამეხმარეთ . ვისაც არ გინდათ და ხმას ნუ ამოიღებთ ,რამე თუ არ გაკეთდება 🙂.

ხო , დიქტატორის მექანიზმი არ გაუქმდება !!! ვისაც ეს დღემდე არ გესმით რისთვის არსებობს ,დავიღალე უკვე ამდენი ახსნით.

თავდაცვის მინისტრს კიდევ მოვუწოდებ ,დემიჯის მიხედვით კონკურსის ჩატარება არის არასწორი , რომა, ჩაატარე ან პპ ებით ,ან მოკლული მტრის რაოდენობით, მადლობა.

ვისაც მოუნდება რამე გააკრიტიკოს, ან რამე დაამატოს სიამოვნებით მოვუსმენ ,ახლაც და მერეც 🙂 .

კადეტებს რაც შეეხება,მას წაუძღვება ბატონი ომარი ,AKA Georgian Shield ,თუმცა ,რადგან ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იმას,რომ კადეტები იყოს აპოლიტიზერებული სამხედრო-სასწავლო შენაერთი ,ვიწვევ თითო პარტიიდან თითო გამოცდილ მოთამაშეს,რათა შეუერთდნენ კადეტების აკადემიას,გაუწიონ მას კურირება და აკონტროლონ ერთმანეთი,პმ ში ვინ-ვის რას ეტყვის და რას იზამს ამას ვერავინ გავაკონტროლებთ .პარტიებმა გამოყავით თითო ადამიანი ეროვნული მუ დან კადეტებში გადასასვლელად,როდესაც აკადემია შეიქმნება (სავარაუდოდ თვის ბოლოს) . კადეტებში ვიქნები მეც, ხოლო თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე იზრუნებენ ეროვნული არმიის ჩატის კონტროლზე.

გთხოვთ გადახედეთ ჩემს ძველ სტატიას უფრო მეტი ინფორმაციისთვის.

კონგრესის როლის გაზრდას რაც შეეხება , მაქვს იდეა,რომ კონგრესში შემავალმა პარტიებმა ჩემს მიერ შემოთავაზებულ იდეებზე იმსჯელონ და პასუხი დააფიქსირონ ,შემდეგ მათი ხმის წონა განისაზღვროს იმ პროცენტულობით ,რომელიც დაუფუქსირდათ კონგრესის არჩევნებზე,კერძოდ. ეს იმ შემთხვევაში თუ პასუხი მოითხოვს მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემას(აუცილებელია არგუმენტირებული) ,ხოლო თუ უბრალოდ მსჯელობა იქნება ,კითხვის ფორმულირებაც განსხვავებული იქნება.

პასუხის ძალა განისაზღვრება ამ პრინციპით:
მაგალითად უგპ-მ მიიღო 40% ამ არჩევნებზე .
უგპ-ს პასუხს ექნება 1*0.4
შემდეგ დაითვლება კი/არა-ს კოეფიციენტები და რომელიც უფრო მაღალი აღმოჩნდება ის იქნება საბოლოო პასუხი კონგრესის. მე მგონი ეს სავსებით სამართლიანი უნდა იყოს.

ასევე მოვუწოდებ პარტიებს გააქტიურდნენ 🙂

Vote , Danke.