საპრეზიდენტო არჩევნები

Day 2,718, 14:14 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოკლედ,რა ხდება :

წავიკითხე განცხადებები,რომ პარტიული აქტიურობა ჩაკვდა, ძაანაც ცუდი თუ ჩაკვდა.

გასაგებია,რომ დიქტატურის მექანიზმი ამას გამოიწვევდა და გამოიწვია კიდეც, თუმცა მე მინდა მოგიწოდოთ, ძალიან ადვილია ,რომ ადგეს კონგრესი და იფიქროს და იმსჯელოს რისი გაკეთება შეიძლება , მაინც არაფერს აკეთებდა ეს კონგრესი აქამდე და ახლა უფრო არის რამის კეთების შანსი .

მეორე - მინდა ქვეყნის პრეზიდენტობაზე კენჭი ვიყარო,რადგან დაგანახოთ,რომ ჯერ ერთი , კონკურენციის შექმნა ადვილია, ასევე საჭირო, მეორეც ,რომ დიქტატურა არ იწვევს პრეზიდენტის ფუნქციის გაუქმებას(ჩვენთან) და მესამეც უბრალოდ ძალები მინდა მოვსინჯო.

თუმცა ამისთვის დამჭირდება ტოპ 5 პარტიიდან ერთ-ერთის დახმარება , მართალია ე.დ.პ. დან გამოვედი,მაგრამა არანაირად არ ვარ მოღალატე ა.შ. :დ დავბრუნდები უკან ,მალევე ,რადგან იქ ვიყავი და იქვე ვიქნები ბოლომდე. მათ სხვა კანდიდატი ყავთ და შესაბამისად ეს მე ვერ ვიქნები . ამიტომ მინდა რომელიმე პარტიამ მიმიღოს თავისთან და წარმადგინოს პრეზიდენტობის კადნიდატად (სასურველია ეს ხვალ,ან ზეგ მაინც მოხდეს) (იგულისხმება ,რა თქმა უნდა, ტოპ 5 ში მყოფი პარტია) .

თუ რომელიმე პარტია მიმიღებს ,წარვადგენ ჩემს პროგრამასაც და ასევე დავიწყებ აქტიურ კამპანიას,რომელიც ,სადღაც 2 დღეს გასტანს (მეტს ვერ მოვასწრებ :დ )

ველოდები შემოთავაზებას , დიდი მადლობა

აქვე ვწერ პროგრამას:

ჩემ პროგრამას რაც შეეხება:

ბევრი იდეა მიტრიალებს თავში,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფ აქვე:

უპირველეს ყოვლისა, სამინისტროები თავის ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ მუშაობას, დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავ.

თავდაცვის სამინისტროში - le saliery კარგად უძღვება თავის საქმეს ,თუმცა მის მოადგილედ მინდა ვიხილო ზერო, იგივე CharlieArg, (თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია)

საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციონირებას პირადად გავუწევ კონტროლს, სტივისთან და ფეტელთან ერთად(მართალია გიო 2 კლიკზე გადავითა,მაგრამ შეუძლია კარგი რჩევების მოცემა)

განათლების სამინისტროს მარადჟამ მინისტრს ,ნუგოს დავუტოვებ,რადგან კარგად უძღვება თავის საქმეს.

კომუნიკაციის სამინისტროში
მცირე ცვლილებები მინდა მოხდეს,რასაც მერე განვავრცობ.

ასევე ეკონომიკის სამინისტროში მინდა ამჟამინდელმა დიქტატორმა ,იმავე ტომასმა, Pridestalkerმა (ამჟამინდელმა მინისტრმა ) იმუშავონ , აქაც მინდა ცვლილებები , და ამასაც მერე მოგახსენებთ.

ახლა პირდაპირ გადავიდეთ იდეებზე.

პირველი რაც მინდა მოხდეს,არის ელჩების „დაგზავნა“ სხვადასხვა ,ჩვენთვის პრიორიტეტულ ქვეყნებში. სულ 6 ელჩი გვეყოლება,რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან იმ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ანალიზზე და კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე, ასევე მთავრობის იდეების გაჟღერებასა და გავრცელებაზე თავის ქვეყანაში. ეს ერთგვარი გზა მინდა იყოს ქვეყნების შემჭიდროვებისა და დაახლოებისთვის . ჩვენთვის მთავარია დიპლომატიური ურთიერთობები ამჯერად. ელჩებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს კურირებას.

ასევე , საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაზვერვის დეპარტამენტი,ეს დეპარტამენტი თითქმის უფუნქციო იყო,რადგან იმ ინფორმაციას,რომელსაც თვეში 2 ჯერ დებდა ,ისედაც ყველა მოიპოვებდა, ამიტომ მინდა 1 მა ადამიანმა იზრუნოს, ასტრიისა და მისი მომხრე ქვეყნების მოქმედებების ანალიზზე,ძირითადად კანონების შეფასებაზე და 2 ჯერ ამაზე სტატიის გამოქვეყნება უნდა შეძლოს.

მესამე ,კომუნიკაციის სამინისტროში მინდა მოხდეს შემდეგი ცვლილება : კომუნიკაციის მინისტრი პასუხისმგებელი იქნება თვეში 2 ჯერ ანგარიშის წარდგენაზე(ყველა მინისტრი მას მიაწოდებს თავის ანგარიშს), ასევე გამოკითხვების ჩატარებაზე , თუმცა მთავრობის მუშაობის ეფექტურობაზე გამოკითხვა მინდა ჩაატაროს მთავრობის გარეთ მყოფმა ,ნეიტრალურმა მოთამაშემ (სპამის გზით ,ანუ დაუგზავნოს ყველას მეილები და შემდეგ შეაჯამოს) ამას თუ იზამს თვეში ორჯერ და თავად გამოაქვეყნებს კეთილსინდისიერ პასუხებს ,კარგი იქნება , განვიხილავ კანდიდატურებს ,თუკი ბევრი მსურველი გამოჩნდება .

კონომიკის სამინისტროში მინდა განიხილოს თუ რა შეიძლება შეიცვალოს და გაუმჯობესდეს საქართველოს ეკონომიკაში(კრედიტების გაახლება იგულისხმება),ასევე ინვესტორების მოზიდვის კუთხით იმსჯელონ , თუმცა მინდა აქ ჩაერთოს კონგრესიც , რადგან სხვადასხვა პარტიების მიერ წამოყენებული იდეები კარგი მოსასმენი შეიძლება იყოს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეცდება იჯარით აიღოს ტერიტორიები ,რათა თუნდაც საკვების მხრივ გვქონდეს 100% იანი ბონუსი და ეკონომიკის სამინისტროს გაუადვილდეს მუშაობა ,ელჩებსაც შეუძლიათ თავიანთ ქვეყნებში იმუშავონ ინვესტორების მოზიდვის კუთხით.

თავდაცვის სამინისტროში მინდა გავაკეთო რეფორმა,რომელიც უკვე იყო . კერძოდ ,კადეტების აკადემიის განახლება .

ანუ რა მინდა მოხდეს, იდეაში მაისის ბოლოს ვგეგმავ ბეიბი ბუმს ,რომელსაც ყველაზე მომზადებულნი უნდა შევხვდეთ,კადეტების აკადემიით , ტერიტორებით და სავარაუდოდ მცირე ომით, თუ გამოვა.

კადეტების აკადემიის პრინციპი უნდა იყოს შემდეგი:

„„„ახალი მოთამაშე 250 ძალამდე უნდა იმყოფებოდეს აკადემიაში და შემდეგ გადადიოდეს არმიაში ,ან ნებისმიერ სხვა დანაყოფში.

აკადემიაში უნდა იყოს 2-3 ძველი მოთამაშე მაინც ,ამას განათლების სამინისტრომ უნდა გაუწიოს კურირება .

აკადემიაში ყველანაირი პოლიტიკური პროპაგანდა* დაუშვებელი უნდა იყოს.
*არ იგულიხსმება უბრალოდ პარტიის სახელის ხსენება ა.შ.

აკადემიის კადეტების საკვებით მომარაგებას უნდა კურირებდეს განათლების სამინისტრო .

აკადემიის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს უნდა გადაეცეთ წამახალისებელი ჯილდო.

აკადემიის კადეტებისთვის დრო და დრო უნდა ჩატარდეს კონკურსები .

განათლების სამინისტროს უნდა გადაეცეს შესაბამისი რესურსები.

განათლების სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად უნდა მიხედონ აკადემიას.“““

ასევე, მინდა კონგრესისთვის გამოინახოს რაიმე გზა სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი იდეების შეჯერებასა და შეჯამებას, შეიძლება 1 სტატიის ქვემოთ ყველა პარტიამ (რომელიც არის კონგრესში ,ან არ არის) ჩამოწეროს თავისი იდეები ,რომლებზეც იმსჯელა,ან დაწეროს სტატია.შესაბამისი ანალიზით ,თუ კანონის გამოტანის თხოვნა იქნება ,მას უნდა ახლდეს ანოტაცია და რეალური არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული.

თუ რომელიმეს არ უნდა მთავრობაში ყოფნა ,მაცნობეთ.
თუ არც ერთი პარტია არ წარმადგენს თავის კანდიდატად , იმედია სხვები იზამენ რისი გაკეთებაც მე მინდა.
თუ ყველაფერი ეს მართლაც გაკეთდა და ეს მოვახერხეთ საკმაოდ წინ წავალთ მოკლე დროში.


Vote და მადლობა ,რომ წაიკითხეთ.