☼ 300კ ₾არი (+2კონკურსი)

Day 3,027, 09:59 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


გამარჯობა მეგობრებო!

ზოგადად არ მიყვარს ამ "პოლიტიკურ ინტრიგებში" ჩარევები, მაგრამ დღეს რამოდენიმე წინასაარჩევნო სტატია შემომეკითხა და ვეღარ შევიკავე თავი, რომ ჩემი საკუთარი აზრი არ დამეფიქსირებინა..
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი კი გახლდათ 300კ_ს საკითხი..
მოდით ჯერ მოკლედ აგიხსნით ყველას (ვინც საქმის კურსში არაა) თუ რას ნიშნავს ეს.

როდესაც სერბეთმა გამოიტანა ჩვენზე საჰაერო-დარტყმის კანონი, ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ კერძოდ კი ბატონმა გამამ (Baristan Selmi), გადაწყვიტა დალაპარაკებოდა სერბეთის მთავრობას ამ შეტევის შესახებ, მე პირადად მთლიანად მომხრე ვიყავი ამ მოლაპარაკებების!
მოკლედ თითქოს ყველაფერი კარგადაც მიდიოდა და ბოლოს სერბეთმა შესთავაზა გამას 300 000 ₾არი ხარკის გადახდა და სამაგიეროდ ისინი ჩვენ აღარ შემოგვიტევდნენ.
ეს როგორც კი გავიგე ეგრევე უარი განვაცხადე.

ამას კი რამოდენიმე მიზეზი აქვს:
პირველი ის რო ჩემთვის პირადად მიუღებელია ხარკის გადახდა და მოკავშირეების გადაგდება! დიახ გადაგდება! არაა ეს ძმაო კაცური საქციელი! (და არ დამიწყოთ ეხლა ეს თამაშიაო, აქ მოსულა და ეგეთები..). ერთი ერთზე რომ ყოფილიყო ჩვენი შეტაკება მერწმუნეთ მე პირველი ვიქნებოდი ვინც თანხმობას გამოთქვამდა, მაგრამ აქ ჩვენი მოკავშირეების ინტერესებიც შედიოდა და ეგრე არ შეიძლება ძმაო!

მეორე არის ის რომ არ არსებობდა არანაირი გარანტია რომ სერბეთი თავის სიტყვას შეასრულებდა, თან გაითვალისწინეთ პერუსაც უკვე ქონდა გამოტანილი ავია-დარტყმის კანონი ჩვენს რეგიონზე, რაც უფრო ასუსტებდა მათ სიტყვას!

მესამე, ასეთი ხელშეკრულებები ეგრე ჰაერზე არ იდება ამ თამაშში, ყოველთვის იწერება სტატიების სახით. რაც იმას ნიშნავს რომ ყველა ჩვენი მოკავშირე ნახავდა ამას და მერწმუნეთ სულ მცირე ნახევარი მათგანი მომავალში უარს იტყოდა ჩვენთან მმპ_ზე.
და თუ ვინმეს გაქვთ იმის ილუზია რომ "მერე რა, სამაგიეროდ ახალი მოკავშირე გვეყოლება სერბეთის სახითო", ეგრევე დაივიწყეთ! არავის არ სურს მოკავშირედ მოღალატე.

სტატიებში ასევე არ იყო მოყვანილი იმის შესახებ რომ ბოლოს გამამ თავად დაწერა ჩათში, რომ სერბები უბრალოდ გვა***ვებდნენ და ამ ხარკის გადახდით დამატებით სურდათ ჩვენი დამცირება ე-მსოფლიოში.
მოკლედ ეს არის ჩემი აზრი ამ საკითხზე...

მეტი რაღა დავამატო, კანდიდატები ორივე ღირსეულია!
ავეუნი მართალია სტატიების წერით არ გამოირჩევა, მაგრამ უსაქმურობის დაბრალება ამ კაცისთვის უბრალოდ ტყუილი იქნება. მე ვარ ბევრ სამთავრობო თუ საერთო პარტიების ჩათებში დამატებული და ვხედავ როგორ ირჯება ეს კაცი.
დევიკოც ძალიან მომწონს, საკმაოდ აქტიური მოთამაშეა და გამოცდილებაც არ უკლია! მაგრამ არ ვიცი თუ როგორი მმართველი იქნება, სამწუხაროდ რამოდენიმე მისი შიდაპარტიული სვლა არ მომეწონა თუმცა ეგეც მხოლოდ ჩემი აზრია.

ორივე კანდიდატს ვუსურვებ წამატებას, მე კი ამ არჩევნებზე თავს შევიკვებ 🙂
ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ 2 კონკურსი!

შეგახსნებთ რომ შეიქმნა eRepublik_ის ახალი, დახვეწილი, და ძალიან ლამაზი ქართული ფორუმი! http://egeoforum.com/

რომელიც აწყობს გათამაშებას ძალიან კარგი პრიზებით!
კონკურსის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთმოცემულ ლინზე

მეორე კონკურსი კი გაცილებით მარტივია და ასევე კარგი პრიზებით, თქვენ უნდა დაიმატოთ მეგობრები 🙂
მეგობრების კონკურსი იხილეთაქ
ყველა ახალბედას მოვუწოდებ წაიკითხოს სასწავლო გაიდი დამწყებდათვის

თამაშში უკეთ გარკვეულბმა შეგიძლიათ გადახედოთ ჩემ საგანმანათლებო სტატიებს:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი
როგორ დავიმატოთ ბევრი მეგობარი
აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

თამაშის ლექსიკონი (აბრევიატურები)
https://www.erepublik.com/es/article/-1344-2576755/1/20
გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R
Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂
ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂