[MOC] კულტურის სამინისტროს კონკურსი გრძელდება

Day 2,965, 06:55 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ბედობას და გისურვებთ, რომ ყოველივე საუკეთესო დაგბედებოდეთ!

ახლა კი მინდა შეგახსენოთ, რომ კულტურის სამინისტროს კონკურსი (იხილეთ აქ) გრძელდება.

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კონკურსში უკვე ჩაერთო სამი მოქალაქე, რომლებმაც საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული სტატიები წარმოგვიდგინეს. დანარჩენ მოქალაქეებს გაცნობებთ, რომ კონკურსი 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და აქტიურობისაკენ მოგიწოდებთ, რადგან პრიზები საკმაოდ მომხიბლავია.

1-ლ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 3000 ლარსა და 2000 ქ1 საკვებს
მე-2 ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 2000 ლარსა და 1000 ქ1 საკვებს
მე3 და მე-4 ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ 1000-1000 ლარსა და 1000 ქ1 საკვებს

კონკურსისათვის მომზადებული სტატიები უნდა გამომიგზავნოთ მე

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ კონკურსის მონაწილეთა სტატიებს:

Vendetta X-ის სტატია >>> ლამპრობა

Mephe Aleksandre-ს სტატია >>> საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში

Grizzly021-ის სტატია >>> შობა-ახალი წელი

კულტურის სამინისტრო გილოცავთ ახალ 2016 წელს!