საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში! (კულტურის სამინისტროს კონკურსისთვის [MOC] )

Day 2,964, 13:47 Published in Georgia Georgia by Mephe Aleksandre

გინდა შეხვდე 2016 წლს ისე, რომ დღესასწაული გამოვიდეს ორიგინალური?
მაშინ მოდი ერთად გადავხედოთ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციებს.




1. ინგლისი
ახალ წლამდე რამოდენიმე საათით ადრე ქალაქში ირეკება "მთავარი" ზარი. დასაწყისში ზარი ნელა იწყებს რეკვას, თითქოს ატყობინებს მოსახლეობას, რომ დღესასწაული გზაშია და სადაცააა მოუახლოვდება მათ. (შუაღამემდე ზარი გახვეულია განსაკუთრებული პლედით, რომლის ძალაუფლებაშია მთელი ძლევამოსილება.)ინგლისელი დიასახლისების მომზადებული სადღესასწაულო , საახალწლო ვახშმის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკვებია: კარგად "შებრაწული" ინდაური წაბლით, შემწვარი კარტოფილითა და ცხარე სოუსით. ასევე მოთუშული კომბოსტო შესუნლებული ხორცით; ვაშლისა და ბანანის პეროგი; ტრადიციული ინგლისური პუდინგი, ტკბილეული და ხილის სხვადასხვა ასორტი.



2.კუბა
ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე ხნით ადრე კუბელი ბავშვები წერენ წერილებს, რომლებშიც მოუთხრობენ ყველაზე საიდუმლო და გულწრფელ სურვილებს. ხოლო ახალი წლის ღამეს ბავშვების სურვილებსა და ოცნებებს ანხორციელებს სამი მეფე-ჯადოქარი: ბალტასარი, გასპარი და მელჩორი.
ამ სამ პიროვნებას ბავშვები ეძახიან ახალი წლი მხიარულ სულებს, ასევე ბედნიერებისა და კეთილდღეობის.




ტრადიციულად ახალი წლის ღამეს კუბელები აუცილებლად ავსებენ გასარეცხ ჭურჭელს წყლით, ხოლო 12 საათზე ისინი წყალს ფანჯრიდან ასხამენ, ამ ტრადიციით ყველა მცხოვრების საახალწლოო სურვილია: დამდეგი წელი ისეთივე ნათელი და მკაფიო იყოს როგორც წყლის გზა, ასევე კუბაში ძალიან პოპულარულია ესპანური ტრადიცია: სანამ საათის ისარი მიახლოვდება 12-ს, აუცილებლია ყველამ ჭამოს და მიირთვას ყურძნის 12 მტევანი, რათა სიკეთე, მშვიდობა ურთიერთგაგება და კეთილდღეობა სუფევდეს მსოფლიოში მთელი 12 თვის განმავლობაში



3.იტალია

იტალიელებს სჯერათ, რომ ახალ წელს სულაც არაა საჭირო შეხვდე ძველი არასაჭირო ნივთებით. ამიტომ ახალი წლის ღამეს მათთვის ყველაზე სასიამოვნოა ძველი ნივთების მოშორება და ფანჯრიდან გადაყრაა. ისინი არც სამოსებს ერიდებიან: ძველ ჯინსებთან ერთად აგდებენ, მაღვიძარას, ქვაბებს, კარადას, ტელევიზორს და კიდევ მრავალ სხვა ნივთს.

ისინი თვლიან გადაგდებულ ნივთს აუცილებლად ჩაანაცვლებს ახალი და უფრო ძვირფასი.




საჩუქრებს ახალი წლის ღამეს არიგებს ჯადოქარი ბაბბო ნატალე (იტალიური სანტა კლაუსი). ამიტომაც ბავშვები მას ელიან მოუთმენლად და დიდი სიხარულით.
იტალიაში სადღესასწაულო მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს : ყურძენი, კაკალი, თხილი და ოსპი.---> კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის სიმბოლო. იტალიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 იანვარის პირველი შემხვედრი. თუ ის იქნება პატარა ბავშვი ან მღვდელი - ეს ცუდის მანიშნებელია, ხოლო მოხუცი ბაბუს შეხვედრა - აი ეს კი კარგია, განსაკუთებით მაშინ თუ ის იქნება წვერ -ულვაშიანი. მაშინ მათთვის ახალი წელი იქნება წარმატებული და ბედნიერი! აგრეთვე დილით, პირველ იანვარს, აუცილებელია მოვიტანოთ "ახალი, სუფთა და წმინდა წყალი" წყაროდან,
იტალიური ლეგენდა, მოგვითხრობს რომ, "ახალი წყალს" მოაქვს ბდნიერება" და თუ შენ არ გაქვს არაფერი აჩუქო მეგობარს, მაშინ აჩუქე მას წყაროს წყალი, ზეთისხილის ტოტით.




4.ესპანეთი[/

ესპანელების საახალწლო სიმბოლოდ ითვლება ჯადოსნური ლოგო. მას მოსავენ ნაციონალურ- ეროვნულ კოსტიუმში, ავსებენ საჩუქრებითა და ტკბილეულით. ხოლო ახალი წლის ღამეს ურტყამენ ჯოხებს.
მათ სჯერათ რომ 12 საათზე ვინც რა არ უნდა ჩაიფიქროს ყველაფერი აუხდება. ახალი წელი ყველასათვის იქნება ბედნიერებისა და წარმატების მომტანი.





5. შვეიცარია

შვეიცარიაში, მაგალითად დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე ყველა აცხობს ახალი წლის კაცუნების ფორმების ორცხობილებს. ეს ფიგურები შვეიცარიაში ახალი წლის სიმბოლოა და მათ გრიტიბანეცს უწოდობენ ან ბატონ ახალ წელს.

ოჯახის თითოელმა წევრმა უნდა აირჩიოს თავისთვის განსაკუთრებული გრიტიბანეცი. მორთოს იგი სიროპითა და შაქრის პუდრით. საიდუმლოდ ჩაიფიქროს სურვილი და დაკიდოს გრიტიბანეცი საშობაო ნაძვის ხეზე.

ახალი წლის ღამეს ყველამ უნდა მოძებნოს თავისი გრიტიბანეცი და შეჭამოს იგი. ისინი 100%-ით არიან დარწმუნებულნი რომ მათი ნატვრა აუცილებლად ახდება