R. P. McMurphy eსაქართველოს პრეზიდენტად
paskunji
მოგესალმებით მეგობრებო.
რამდენიმე დღეში არჩევნებია და მეც მინდა ვთქვა ორზე მეტი სიტყვა განვლილი ორი თვის შესახებ და ვეცდები დაგარწმუნოთ რომ ხმა ჩვენი პარტიის კანდიდატს უნდა მისცეთ.
წინა ორი საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტობრივად ბუტაფორია იყო, გვყავდა ერთი კანდიდატი და გვინდოდა თუ არ გვინდოდა ხმა მისთვის უნდა მიგვეცა, ვინაიდან იყო პტო-ს შანსი. ასევე იყო კონგრესის არჩევნებზეც, გავნაწილდით და ისე ვაძლევდით ხმას.
დღეს ამის შანსი ძალიან ცოტაა, შესაბამისად რეალური არჩევნები ტარდება თავისი წინასაარჩევნო კამპანიებით. ასე ჩატარდა რამდენიმე დღის წინ კონგრესის არჩევნები და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ჩვენს პარტიას დაუჭირა მხარი.
დღეს მე თქვენ მოგიყვებით ამბავს თუ რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი ჩვენს პარტიას და მე და არა როსმედიანს და ჯიმი ლევის.
თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი აქ უკვე დავწერე და აღარ გავიმეორებ იგივეს. http://www.erepublik.com/en/article/-1-2417201/1/20
ნუ, კრიტიკა როსმედიანით დავიწყოთ, გემრიელი ლუკმაა, ორი ვადით იყო პრეზიდენტი. ნებისმიერი ხელისუფალის ხვედრია კრიტიკა : )))))
საგარეო ურთიერთობებით დავიწყოთ. დღეს რუტის წევრები ვართ, ახალი ალიანსის. მაგრამ იყო გაურკვევლობის თვენახევარი, როცა ვისაც გაუხარდებოდა თავში გვიტყაპუნებდა, და ისე გვატყუებდნენ როგორც უნდოდათ. ეს უპგ-ს პირველი მინუსია. ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა, მანამ სანამ მხსნელებად რუტის დამფუძნებლები არ მოგვევლინენ. პირველ თვეს თუ გახსოვთ ხშირად ვაკამთობდი როსმედიანთან, რომ საჭირო იყო გაგვეკეთებინა ახალი ალიანსი, რომელშიც შევიდოდნენ ევროპის "ჩაგრული ქვეყნები" ისინი, ვისაც დიდი ალიანსები ჩაგრავდნენ. მინიმუმ ორ ქვეყანაზე ვფიქრობდი, უკრაზე და ლიტვაზე და ესეც მაქვს ნათქვამი. მაშინ ის ამბობდა რომ ეს იდეა უტოპია იყო. აღმოჩნდა, რომ უტოპია არ ყოფილა.
🙂მართალია უკრამ დიდი ნახტომი გააკეთა და ახლა სირიუსის წევრია, მაგრამ ჩვენ მოგვისმენდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ახლა რუტში არიან. იმიტომ რომ ეს იდეა მოგვიანებით მათაც გაუჩნდათ და განახორციელეს კიდეც. ესეც უპჯ-ს მეორე მინუსი. უინიციატივობა. ამ მინუსში გადის მპპ-ების ნაკლებობა, რაც რეალურად რთული მოსაპოვებელია, მაგრამ ცდა და ტვინის ტყვნა ყოველთვის ღირს, თუნდაც პოლონეთის პრეზიდენტის დედის გინების ხარჯზე
🙂
მე მიმაჩნია, რომ არსებობს ხაზი, რომელსაც პატივისცემის ხაზი ჰქვია ქვეყნებს შორის და თუ სხვა ქვეყანა ამ ხაზს გადმოკვეთს, თავი არ უნდა დახარო. ჩვენ თავს ვხრიდით ბულგარეთთან, როცა გვატყუებდნენ, ჩვენ თავი დავუხარეთ რუსეთს, როცა მოგვატყუა და შემოიჭრა, ახლა პოლონეთი აპირებდა იგივეს, მაგრამ საბედნიეროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ მკაფიოდ დააფიქსირეს რომ დასავლეთ საქართველო არ იყიდებოდა რუსეთზე და შედეგიც დადგა. პოლონეთი ამ საკითხს ისე აქტუალურად არ აყენებს, როგორც აქამდე.
ჩვენ არ გვაქვს დიდი ძალა დემიჯის მხრივ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები მოლაპარაკებების დროს და სხვისმა ინტერესებმა ნაკლებად უნდა დააზიანოს ჩვენი ინტერესები. აქ ხშირად გვაკლდა სიმტკიცე.
როსმედიანის სტატია წავიკითხე, მშვენიერი რამეები წერია შიგ. მაგრამ ბევრი ისეთი, რაც ჩვენი პარტიის პროგრამის ნაწილია.
თუნდაც მუ-ების თემა, ახლადელი ხელისუფლება იყო ძალა რომელსაც უნდოდა ყოფილიყო მხოლოდ ორი მუ, და რომ არა ნ7-ის წევრების წინააღმდეგობა შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო. დღეს მათ აზრი შეიცვალეს, მიხარია.
🙂
ასევე, მოადგილეების თემა რასაკვირველია ჩემს მიერ მოგონილი ნოუ ჰაუ არაა, მაგრამ ხელისუფლებას ორი თვის განმავლობაში არ განუხორციელებია არაფერი ამ მხრივ. მომავლისთვის გვპირდება, იმედია აასრულებს კიდეც, მაგრამ... აქამდე სად იყავით ქაცო
🙂მხოლოდ ვულგს ჰყავდა მოადგილეები როგორც მახსოვს, სხვა სფეროებში კი ისევ გაურკვევლობა იყო.
როსმედიანმა თავის სტატიაში ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს მიღწევებზე. კი, თავდაცვამ საკაიფოდ წაიწია წინ რაც ფასკუნჯი მინისტრი გახდა. რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტია. მანამდე გვყავდა ორი უსარგებლო თავდაცვის მინისტრი. ნუ, მეორეს პრეტენზია ალბათ ნაკლებად ეხება, დრო არ ჰქონდა, იქნენ მოეგვარებინა ეს საკითხი. თუ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, ფასკუნჯი ისევ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის განვითარების საქმეში.
ნუ შეაფასებთ როსმედიანის მოღვაწეობას ბოლო დღეებით, შეაფასეთ ის ორი თვე როცა ის პრეზიდენტი იყო და მიხვდებით რატომ არ უნდა მისცეთ ხმა.
რაც შეეხება ჯიმის
😁)))
გამარჯობა ჯიმი.
ადამიანი რომელიც ორჯერ იყო მინისტრი, ერთხელ თავდაცვის. იყო იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდებოდა დახმარება, გამოცდილი მოთამაშეების, სჭირდებოდა მართვა, განვითარება. ჯიმი კი საკმაოდ გამოცდილია, 5 წელიწადი თამაშობს ამ თამაშს მგონი.
გახსოვთ როგორი თავდაცვის მინისტრი იყო? გახსოვთ მისგან ერთი დროული ბრძანება მაინც? არაფერს ის არ აკეთებდა თავდაცვაში.
ახლა ფინანსთა მინისტრი გახდა. მოდერნიზება გაუკეთა ჩემს იდეას, ბაზრის ფასების დარეგულირების შესახებ (იმ ფონზე როდესაც ე.წ. ბარიგებს აქტიურად იცავდა, კარგია, ბიზნესმენობს ხალხი მოეშვითო) და კიდევ ჰქონდა 1 თუ 2 პროგრამა სესხებზე... ეს ყველაფერი კარგად ჩამოაწიკწიკა სტატიაში, მაგრამ სადაა საქმე? ვინმემ რამე სესხი მიიღო? საგადასახადო სისტემა ისევ მოუვლელია, თუმცა მის პარტიაში ისეთი ბუმბერაზი ფინანსისტები არიან როგორებიც ჯიმი ლევი და დიდ გიორგია. კონგრესმენები, მათ შორის ერთ-ერთი ჯიმის პარტიის წევრია და საიდუმლოდ გაგიმხელთ რომ ოშის ეძახიან, ისე რომ აზრსაც არ ეკითხებიან ახალ კანონებს ლამის ყოველ დღე აცხობენ გადასახადებზე...
ასეთი ორგზის მინისტრი იყო ეს ადამიანი და როგორი პრეზიდენტი იქნება თქვენ თავად გამოიტანეთ დასკვნა.
მარჯვენა ხელიც ფრიად საინტერესო ადამიანი ჰყავს, ადამიანი რომელიც წინა არჩევნებზე ხალხს მოუწოდებდა რომ ხმა ამვლადისთვის მიეცათ და იმიტომ დააგროვა იმდენი ხმები. და ეს ხდებოდა ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ იდგა პტო-ს საფრთხის წინაშე. ოში დაგასტუკე.
ერთს დავამატებ კიდე, აქ ბევრი სერიოზულად მსაყვედურობდა იმ "საერთაშორისო სკანდალის" გამო, რომელიც თურმე მე ავაგორე პოლონეთის პრეზიდენტთან. ადამიანს კორექტულად ვთხოვდი დაგვეხმარეთ თქო, როცა არგენტინა გვიტევდა, ვეუბნებოდი ჩვენი ომი თვენი ომიცაა თქო და პასუხად ის მივიღე, რომ მე ვყეფდი
😁) მე მგონო იმსახურებდა ფუცკ ყოუ მიმეწერა დაყეფა დედამისის თვისებებისთვის მიმეწერა. ეს ე.წ. სკანდალი მე არ დამიწყია, მან დაიწყო, ჩემი პასუხი კი ადეკვატურო იყო. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ სანამ წამომაძახებთ
😁)
მოკლედ მეგობრებო, დამიჭირეთ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში და გპირდებით, არ ინანებთ.
Comments
denis vaucherebi darigdeba? 🙂
სახელი მაინც გეთქვა რაიყო :დ
ვააა დაჯე ცემზეც წამოვიდა კრიტიკა :დ
საბოლოოდ მხარს ვუჭერ ამვლადს?
არა
ასე რომ მოესვიტ ლაპარაკს რააა
თქვენტანაა ცემი ყოფილი თანაგუნდელი რომელზეც ლაპარაკი არ მომბეზრდება
ერტმა ერტი მიეზი მიტხრა წასვლის მეორემ მეორე
თქქვენი პატიაც რა ნაირია არ მესმის, ბოლბბოლო ოპოზიციურები არ ვარტო პირველ სტაიასი გიწერიაატ
აბა უპგს სატელიტები ხართ?
ან სიასი რატომ გუყავდათ 23 ლეველიანი? ანუ ვუფის კანონები დიდი უარლზრობა ყოფილა რასაც გადააყოლეთ ჯიმი
და სტატიაუცენზურო ცემი აზრით არ უნდა იყოს
ამაზე ჩანს შენი დიადი პრეზიდენტობა
რომელიც არამგონია გახდე
ან ვინმეს პრეზიდენტს რატომ უნდა აგოინო? აქტიურობა რა შუასია
არამგონია წინასაარჩრვნოში ხუმრობის ადგილი იყოს
ეუფ....ეროვნულ-დემოკრატები არ ითხოვდით რომ საარჩევნო კამპანიის წარმოება სხვისი ძაგების ხარჯზე კი არა, საკუთარი დადებითი მხარეების გამოხატვაზე და უპირატეს საარჩევნო პროგრამაზე უნდა აეწყოსო? ამ სტატიაში ვერაფერი დავინახე იმის გარდა რომ რა "ცუდია" დანარჩენი ორი კანდიდატი და ჩვენ უნდა მოგვცეთ ხმა, იმიტომ რომ დანარჩენი ორი კანდიდატი "ცუდია"?! რაც საბოლოო ჯამში არაფერს ამბობს თქვენ საკუთრ კანდიდატზე 🙂
da kidev araferia natkvami gundze,,, vin arian ministrebis kandidatebi?
რეზო მარშალ რაღაცავ, მანდ ოში იგულისხმება და წინა არჩევნებზეა საუბარი.
ირაკლი, ის თუ რის გაკეთებას ვაპირებ მე, უკვე კარგა ხნის წინ დავწერე. სტატიაშივე თავიდან ვთქვი ამის შესახებ. შესაბამისად მე ხმა რატომ უნდა მომცენ, წერია პირველივე სტატიაში, როსმედიანს და ჯიმის რატომ არ უნდა მისცენ ხმა, წერია აქ.
დამიჯერე, საკმაოდ რბილად, მეტიც შემეძლო.
მესმის რომ უპგ-ს მხარდამჭერი ხარ, მაგრამ დაანებე ქოთნის ყურს თავი.
რეზო, ხო კარგად ხარ ისე, რო რამე? 🙂 სადაა სტატიაში უცენზურობა? კრიტიკა უცენზურობა როდიდანაა?
ჯიმი საკუთარმა უსაქმურობამ გადაიყოლა და არა ვულფის კანონებმა, რომელიც არავის მიუღია.
და საერთოდ, რა გინდა ვერ გავიგე 😁)))
ტვინის ტყვნა აბა რა არის? კრიტიკა რაღათქქმაუნდა არაა უცსნზურობა
აი თუნდაც მომართვა, ,,რაღაცავ" რა აუცილებელი იყო, ისედაც ვხვდები რომ მე მომმართავ... ზოგადად რააღაც არა რევიშვილი 🙂
ჩემი ნამდვილი გვარია 🙂
ოშის შემთხვევაში დაგეკონკრეტებინა კაი იქნებოდა 🙂
თავდაცვის მინისტრმა იმიტომ მოინდომა გადადგომა პოსტიდან, რომ არ უნდოდა პოლიტიკაში აქტიური მოღვაწეობა, ეს სტატია კი საწინააღმდეგოს მიჩვენებს.
ასევე არ სჩანს ის გუნდი, რომელიც გაუძღვება მთავრობას თქვენი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. გეთანხმებით რომ პარტიაში ბევრი აქტიური და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ რამდენად თანახმა არიან ისინი მოირგონ მთავრობის სავარძლის პასუხისმგებლობა საკითხავია. მთავრობა თქვენი პარტიიდან შეიკრიბება თუ კოალიციური იქნება?
მე პირადად ამჟამად არ მეგულება აქტიური მოთამაშე, რომელიც იგივე წარმატებით გაართმევს თავს საგარეო საქმეთა მინისტრის ვალდებულებებს, როგორც ამჟამინდელი ჩვენი პარტიის პრეზიდენტი; იგივე ეხება განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს ან პრემიერ-მინისტრის პოსტს.
პრემიერ მინისტრი მე ვარ კაცო, ჯერ 😁) სტივის შეფასებაში 100%-ით გეთანხმები. ნამდვილად არ ვაპირებ თუ პრეზიდენტი გავხდები ის მოვხსნა. ფინანსთა მინისტრი გლახაობს რაცხას 🙂 თავდაცვის მინისტრი თუნგოზავრი იქნება. ცალი ფეხით თანახმაა. ფასკუნჯიც აქტიურად დაგვეხმარება და იქნება გუნდში, გარანტიას გაძლევ. ნუ, გამოდის რომ კოალიციური უფრო იქნება.
რა არის იცი? თუ შენი გუნდის წევრი უკეთესად აკეთებს საქმეს, ვიდრე ჩემი გუნდის წევრი, ე.ი. პოსტს შენი გუნდის წევრი შეინარჩუნებს. ჩემი იდეა ფიქსი არაა, რომ ჩემი პარტიის წევრებით გამოვძეძგო კონგრესი და მთავრობა, ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს, ესაქართველოს განვითარება, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ამ საქმეში ყველასთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას. ამაზეც მიწერია პირველ სტატიაში, ვიღაცეები ამის გამო პრეზიდენტის სატელიტი ხარო მეძახიან... :/
კი მეც თანახმა ვარ, კოალიციური მთავრობა უფრო მეტადაა ჩემთვის სასურველი. სამწუხაროა, ასე რომ ფიქრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, იმდეი მაქვს ეგ უფრო მეტად პოლიტიკური ფანდია, ვიდრე მათი გულწრფელი მოსაზრება.
@R. P. McMurphy, "რეზო მარშალ რაღაცავ"-მაგარი მიმართვა...
ბტწ. ძველი ნიკით რო გააგრძელო თამაში არ გინდა?
პ.ს.ეს გაზეთი იმიტომ მაქვს გამოწერილი,რომ მგონია თადაცვის სამინისტროს ეკუთვნის. პოლიტუკური აჯაფსანდალის მოსმენა ძალიან არ მინდა ,მითუმეტეს ამ გაზეთიდან.
არავინ გაძალებს წაიკითხო. თავშივე წერია რას ეხება სტატია.
me kide gaZaleb ro msgavsi Sinaarsis statiebi Tavdacvis saministros gazeTSi aRar gamoaqveynebino..
ეს გაზეთი ამ ადამიანის საკუთრებაა და არა თავდაცვის სამონისტროსი. თავდაცვის სამინისტროს გაზეთი არ აქვს. თვითონ შეუცვალა სახელი, რომ გაგიადვილდეთ ორდერების გაგება. ჩემი და მისი ურთიერთობა ჩვენი საქმეა და გთხოვ ნუ ეკვეხები 😘***--
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითონ შეუცვალა სახელი თუ განგების ძალამ. ნუ ბოდავ.
მიიღე რჩევა და ძველი ნიკით გააგრძელე თამაში თორე რჩება შთაბეჭდილება რო Strength გატყუებს;რაც შენთვისვება ცუდი.
კორექტულობა დაიცავი ან საერთოდ ნუ დაწერ აჯობებს. ეს ჩემი გაზეთია და [MOD] თუ არ აწერია ნიშნავს რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება არაა ასე რომ მარტო [MOD] რომელ სტატიასაც ურთვია ის ნახე.
ეს რა შტერი მყავს...
წარმატებები სიხ.
არჩევნებზე შევხვდებით.
კორექტულობისკენ მოწოდეება ჯერ იმისკენ გადაამისამათე ,ვისაც პირველ რიგში ჰმართებს კორექტულობა.
აგერ ჯიმიც აქაა და როგორც ამბობთ არაფერს წერდა ,შესაბამისად სამკითხაოც არაფერი იყო.ოკ აწი ვიმკითხავებ ხოლმე რომელია ბრძანება და რომელია ივერიაზე გასაკრავი პოლიტ.ბანერი.
სათაური მგონი გარკვევით წერიახოლმე, და ჩემი ბრალი არაა თუ ოფიციალური ჟურნალი არ გვაქ. მე სხვა სტატიაც დავწერე ეკონომიაზე მარა არ ნიშნავს რომ თავდაცვის სამინისტროს პოზიციაა, ის ჩემი პოზიციაა.
სტივიც ამ მდგომარეობაშია და როცა საგარეოს სტატიას წერს [MOFA]-ს უწერს და როცა თავისი პარტიის სახელით წერს [UGP]-ს
სტივი სულ სხვაა! 🙂
რა ჯიმი? ჯიმი წერდა, უბრალოდ პიემებს არ უგზავნიდა არავის. საერთოდ ჯობია ამათ ნაკლები უსმინტვითონ რა გააკეთა იმაზე კი არ ლაპარაკობს, სხვამ რა გააკეთა იმიტომ უნდა მისცეს თურმე ხალხმა ხმა :ფეისპალმ:.
და სხვა თუ რამე ნორმალურს დაწერს, თურმე ამისი იდეა ყოფილა..
თუბიდეაც გქონდა და პრემიერიც იყავი, რატომ არ გააკეთე?
ან რა გააკეთე საერთოდ?
რო გითხრა სულ არ მაინტერესებს ვისი ბრალია;უბრალოდ მინდა და მჭირდება რო ბრძანება მივიღო ისე,როგორც წესია თქო;არ გამოვა ხო? "არაგრუზინული" იქნება და გატეხამს? ტავდაცვის მინისტრი კი ხარ, ამ გაზეთში კი დებ ოფიციალურ ბრძანებებს, მარა როცა პირადი ინტერესი ჩნდება არ გააარტყი ყველაფერს?ნუ მოკლედ...აღარ მინდა ამ თემაზე დისკუსია.
პ.ს. სტივის გაზეთი ღრუსულ და ენგლიშურ ენებზე ცალკე თემაა.ლოოლ.
არშავა ყველაფერს ძაან სერიოზულად ნუ იღებ. თამაშია. )))
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უხეში ფაქტი დაფიქსირდა 😃
So many write and nothing
წარმატებები!
o7
Vote o7
თუნგოზავრი მხარს უჭერს მაკმერფის.
ერთხელ მაინც ვანდოთ ესაქართველო და ის გადაგვარჩენს