[NFG] - ცვლილებები

Day 2,869, 07:44 Published in Georgia Greece by Tengiz IV


მოგესალმებით,
დამთავრდა ომი და სამწუხაროდ ქართველი მოთამაშეები კვლავ დავუბრუნდით შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას.
ამ სტატიაში კი რამდენიმე განმარტებას გავაკეთებ, რომელიც ეხება ირგვლივ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას.

საქართველოს ეროვნული ფრონტის წევრებს:
ჩვენი პარტიის პრეზიდენტმა Mr.Sarajishvili–მ გადაწყვიტა პარტიის პოლიტიკური კურსის შეცვლა და Mr Chkadua-სთან ერთად პარტიაში შიდა არეულობის და საბოტაჟის მოწყობა.
სარაჯიშვილმა 5 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ჭკადუა დაასუპორტა და უღალატა ჩვენს ალიანსს მოკავშირე პარტიებთან.
მოგვიანებით ჭკადუამ აღიარა რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი საბოტაჟი.

ჭკადუამ ჩემთან საუბარში ამ სიტყვებით აღიარა რომ პარტიის ის და სარაჯიშვილი ფრონტელების მოტყუებას აპირებდნენ.

მეგობრებო შეგახსენებთ, რომ Mr Chkadua იყო ჩვენი პარტიის წევრი, რომელმაც აპრილში მთხოვა პარტიის პრეზიდენტობა და დამპირდა, რომ პარტიას გააძლიერებდა და მის რეიტინგს გაზრდიდა. სამწუხაროდ მან პარტია სრულად გაანადგურა, რეიტინგი 10 კაცს ჩამოსცდა.
საბოლოოდ ჩემი და The Patronus-ის დამხარებით ფრონტმა პოზიციები გაიმყარა.

სარაჯიშვილთან უშედეგო საუბრის შემდეგ, რომელსაც ჭკადუიზმის (😃) ნიშნები ეტყობა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
1) შეიქმნა პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც დღეიდან იზრუნებს პარტიის განვითარებაზე. საბჭოში შედიან პარტიის თანამდებობის პირები.
2) პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ უარყო Mr Sarajishvili–ს გადაწყვეტილება, შესაბამისად პარტიის SUPPORT არ იმოქმედებს ხმებზე.
3) Mr Sarajishvili გადაყენებულია პარტიის პრეზიდენტის თანამდებობიდან, პარტიის MU_ს 2nd კომანდერობიდან. ვთხოვ დატოვოს პარტიის პრეზიდენტის თანამდებობა, რადგან მის არცეთ გადაწყვეტილებას პარტია არ ცნობს.
4) ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით გადაყენებულია განათლების მინისტრის პოსტიდან.
5) პარტიის პოლიტ–საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბრის არჩევნებში NFG მხარს დაუჭერს Georgian Shield-ს.

NFG
ბიჭებო მინდა რომ ყველამ განვითარდეთ და საინტერესო, სახალისო დრო გაატაროთ ამ თამაშში. მათ ვისაც გსურთ ქვეყანაში სიახლის შემოტანა და განვითარების ახალი გზის შემოთავაზება, განვიხილოთ და ერთად გავაძლიეროთ ქვეყანა.
ერთად შევიკრიბეთ და ერთად ვიქნებით!
მომავალი კვირიდან კი რამდენიმე კონკურსს შემოგთავაზებთ 1000 ძალის ქვემოთ მქონე აქაუნთების განვითარებისთვის!

R.P. McMurphy-ს კონკურსი "წარმოაჩინე შენი ქვეყანა" მართლაც ძალიან მაგარია და ამიტომ საუკეთესო საკონკურსო სტატიების ავტორები ჩემი ქარხნებიდან მიიღებენ 1000 ქ1 საკვებს. ეს მცირეა, მაგრამ მომავალში როცა ბევრი ქარხანა მექნება უფრო მეტის გაცემას შევძლებ.

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!





სტატიები, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით დაიწერა, რათა მოთამაშეებმა შეძლონ სწრაფი განვითარება!
1) როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
http://www.erepublik.com/en/article/-moe-1-2546350/1/20
2) ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551538/1/20
3) სამხედრო საქმე (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551594/1/20
4) როგორ ვიბრძოლოთ სწორად? (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551680/1/20
5) პოლიტიკა (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551721/1/20
6) როგორ ვიშოვოთ ფული? (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551791/1/20
7) დამხმარე ბმულები eRepublik-სთვის (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-erepublik--2551954/1/20