[MoD] კონკურსის შედეგები - ახალი კონკურსი

Day 2,898, 03:46 Published in Georgia Georgia by J.Volandi

გამარჯობათ ბიჭებო და გოგოებო:


ეს სტატია შემთხვევით წამეშალა- გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები , კონკურსის აღწერილობას გაეცნობით აქვე!



Weekly Challenge- ში დარჩა 7 დღე . ამ 7 დღის განმავლობაში თქვენ გეძლევათ შანსი I-II-III დივიზიაში მოიგოთ შესაბამისი პრიზები.


გაგაცნობთ კონკურსის წესებს პირველი დივიზიისთვის :

1.პირველ დივიზიაში კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეფასების კრიტერიუმი იქნება გაკეთებული მკვლელობების რაოდენობა.
2.თქვენ ავტომატურად გაწევრიანდებით ტურნირში თუ თქვენი ძალა არ აღემატებ 10,000-ს.
3.ისინი,ვისი ძალაც აღემატება 10,000-ს, გადაერთვებიან მეორე დივიზიისთვის განკუთვნილ კონკურსში.


ჯილდოები:

I ადგილი - სრული ფონდის 25%
II ადგილი - სრული ფონდის 15%
III ადგილი სრული ფონდის 10%


4-5 ადგილს თუ ისინი კარგად გაირჯებიან თავად გადავცემ წამახალისებელ ჯილდოებს .


გაგაცნობთ კონკურსის წესებს მეორე/მესამე დივიზიისთვის:


1.პირველი დივიზიის ის წევრები,ვისი ძალაც აღემატება 10,000-ს, მეორე და მესამე დივიზიის ყველა წევრი ავტომატურად ჩაითვლება ამ კონკურსის მონაწილედ.
2.თქვენ მიერ გაკეთებული ყოველი 10 მილიონი ჩაითვლება თითო ქულად,რასაც დაემატება კვირის ბოლომდე თქვენ მიერ 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით მოგებული თითოეული პარტიზანული ბრძოლის ქულა(1 მოგება=1 ქულა)
3.ამ კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება ყველა პირველი,მეორე და მესამე დივიზიის კონკურსანტი,რომლიც გაკეთებული ზიანი აღემატება 100 მილიონს .


ჯილდოები:

I ადგილი - სრული ფონდის 25%
II ადგილი - სრული ფონდის 15%
III ადგილი სრული ფონდის 10%


4-5 ადგილს თუ ისინი კარგად გაირჯებიან თავად გადავცემ წამახალისებელ ჯილდოებს .


როგორც ყოველთვის სტატიასთან ერთად შემოგთავაზებთ დამხმარე ინფორმაციას ახალბედებისთვის , აქვეა პარტიზანული ბრძოლის ახსნის სტატიაც,რომელიც ძალიან გამოგადგებათ.
ყურადღება გაამახვილეთ,რომ ამ კონკურსის მეორე ნაწილის მთავარი მიზანი თქვენ მიერ პარტიზანული ბრძოლის მნიშვნელობისა და მექანიზმის გააზრებაა.

საპრიზო ფონდი არის 0 ლარი.
ჩემი პირადი რესურსიდან ამ ფონდს ვუმატებ 5,000 ლარს.
სხვა მოთამაშეებსაც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ და ფული მე გადმომიგზავნოთ.
ასევე შეგიძლიათ სახელმწიფო რესურსიც მომახმაროთ,უარს არ ვიტყვი :დ .
ბრძოლის მექანიზმის ახსნა




დამხმარე ლინკები !








შესაძლო შეკითხვებზე დაგვიკავშირდით:

პრეზიდენტი- Georgian Shield
თავდაცვის მინისტრის მარჯვენა ხელი - Luka Koberidze
თავდაცვის აწ-უკვე ჭეშმარიტი მინისტრი-Georgian Ghost

შემოგვიერთდით Mibbit-ის IRC ჩათრუმში.

#modgeorgia - Server : Rizon




Vote.